სწრაფი ნავიგაცია

 

არჩილ გაჩეჩილაძე

გენერალური დირექტორი

არჩილ გაჩეჩილაძე საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის პოზიციაზე 2019 წლის იანვარში დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობამდე, მას არაერთი მნიშვნელოვანი პოსტი ეკავა კერძო სექტორში. მათ შორის - იყო კომპანია Georgia Global Utilities-ის გენერალური დირექტორი და ამავდროულად, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2017-2018 წლებში იგი “GWP“-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა.

არჩილ გაჩეჩილაძეს „საქართველოს ბანკთან“ მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. 2016-2017 წლებში  იგი „საქართველოს ბანკის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გახლდათ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმართულებით.

2015-2016 წლებში არჩილი “BGEO ჯგუფის” ფინანსური დირექტორი იყო; 2009-2015 წლებში კი „საქართველოს ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიცია ეკავა საინვესტიციო მენეჯმენტისა და კორპორაციული საბანკო მომსახურების მიმართულებით.

უფრო ადრე, 2000-2008  წლებში, არჩილი დასაქმებული გახლდათ მაღალი რანგის პოზიციებზე საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა “Lehman Brothers Private Equity”, “Salford Equity Partners”-ი, “EBRD”-ი, “KPMG Barents”-ი, “World Bank”-ი.     

არჩილ გაჩეჩილაძე კორნელის უნივერსიტეტის (Ithaca, NY), Johnson Graduate School of Management-ის კურსდამთავრებულია MBA ხარისხით. ის ასევე ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ბაკალავრის დიპლომს.

 

სულხან გვალია

გენერალური დირექტორის მოადგილე,
ფინანსები

სულხან გვალია საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილედ ფინანსური მიმართულებით 2019 წლის მაისში დაინიშნა.
 
სულხან გვალიას აქვს საბანკო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება. სხვადასხვა წლებში ის იკავებდა წამყვან მენეჯერულ თანამდებობებს. 2005 წლიდან 2012 წლამდე ის იყო რისკების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. 2012 წელს კი სათავეში ჩაუდგა კორპორაციულ საბანკო მიმართულებას, რომელსაც 2016 წლამდე ხელმძღვანელობდა.
 
სულხან გვალია საქართველოს ბანკის მიერ TbilUniversalBank-ის შეძენამდე, ასევე იყო TbilUniversalBank-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე 2004 წლის ნოემბრამდე.
 
საქართველოს ბანკში გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე სულხან გვალია იყო E-Space Limited Tbilisi-ის გენერალური დირექტორი. ამასთან, ის არის ამავე კომპანიის დამფუძნებელი. E-Space ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელიც ელექტრო მანქანების დამტენების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნავს. 
 
სულხან გვალიას მიღებული აქვს იურიდიული განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
 

ლევან ყულიჯანიშვილი

გენერალური დირექტორის მოადგილე,
საოპერაციო მიმართულება

ლევან ყულიჯანიშვილი საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილედ საოპერაციო მიმართულებით 2017 წლის სექტემბერში დაინიშნა.

მანამდე, 2015 წლიდან ის მოადგილის რანგში ბანკის ფინანსებს უძღვებოდა. 2009 წლიდან ლევან ყულიჯანიშვილი საქართველოს ბანკში შესაბამისობისა და შიდა კონტროლის მიმართულებების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. ის საქართველოს ბანკში 1997 წლიდან მოღვაწეობს. იყო შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (2000-2009 წლებში), ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი (1999-2000 წლებში), სტრატეგიისა და დაგეგმვის დეპარტამენტისა და ფინანსური ანალიტიკური სამსახურის უფროსი (1997-1999 წლებში). 

ლევან ყულიჯანიშვილი ფლობს გრენობლის ბიზნესის სკოლის MBA ხარისხსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ეკონომიკასა და ვაჭრობაში.

 

მიხეილ გომართელი

გენერალური დირექტორის მოადგილე,
საცალო საბანკო მომსახურება

მიხეილ გომართელი საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეა 2009 წლის თებერვლიდან.

1997 წლიდან მიხეილს წამყვანი პოზიციები ეკავა. იგი იყო საბანკო პროდუქტებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი (2000-2002); ფილიალების მართვისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი (2002–2003); ფილიალების მართვისა და გაყიდვების კოორდინაციის ხელმძღვანელი (2003–2004); სტრატეგიისა და დაგეგმარების ხელმძღვანელი (2004-2005); ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი (2005 წლის მარტი-ივლისი) და საცალო საბანკო საქმიანობის თანადირექტორი (2007 წლის მარტი - 2009 წლის თებერვალი).

მიხეილ გომართელს მიღებული აქვს დიპლომი ეკონომიკის დარგში – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

გიორგი ფაილოძე

გენერალური დირექტორის მოადგილე, კორპორაციული საბანკო საინვესტიციო საქმიანობა

გიორგი ფაილოძე სს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილედ კორპორაციული საბანკო საინვესტიციო საქმიანობის სფეროში 2019 წლის ივნისში დაინიშნა.

გიორგი ფაილოძეს მსოფლიო ფინანსური მომსახურების სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. იგი მუშაობდა საერთაშორისო და ადგილობრივ საბანკო დაწესებულებებში. საქართველოს ბანკში მოსვლამდე გიორგი Evercore-ის - საბანკო საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანიის - ვიცე-პრეზიდენტი იყო. იგი მუშაობდა Evercore-ის ნიუ-იორკის (2015-2017) და ლონდონის (2017-2019 წლები) ოფისებში. Evercore-ში გიორგი ფაილოძე სტრატეგიულ, კრედიტებთან და ინვესტიციებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს უწევდა სხვადასხვა დარგის წარმომადგენელ კორპორაციულ და კერძო საინვესტიციო კლიენტებს. Evercore-ში მისვლამდე გიორგი ფაილოძე ორი წელი მუშაობდა ნიუ-იორკში, Citigroup-ის კორპორაციულ და საბანკო საინვესტიციო დეპარტამენტში. გიორგი ფაილოძემ საბანკო სფეროში  კარიერა საქართველოში დაიწყო - მას სხვადასხვა წამყვანი თანამდებობა ეკავა „თიბისი ბანკსა“ და „HSBC ბანკ საქართველოში“. 

გიორგი ფაილოძეს დამთავრებული აქვს კავკასიის ბიზნესის სკოლა. მაგისტრის ხარისხი კი მან კორნელის უნივერსიტეტში მიიღო.

 

ვასილ ხოდელი

გენერალური დირექტორის მოადგილე

ვასილ ხოდელი 2017 წლიდან საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეა.

მან კარიერა საბანკო სფეროში 1996 წელს დაიწყო და მას შემდეგ მრავალი მიმართულებით, მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პოზიციებზე მუშაობდა. იყო საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალის მმართველის მოადგილე; საკრედიტო რისკების ანალიზისა და კონტროლის განყოფილების უფროსი. 2004 წლიდან საქართველოს ბანკში კორპორაციულ და საინვესტიციო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

ვასილ ხოდელს გრენობლის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა აქვს დამთავრებული. ფლობს მაგისტრის ხარისხს ბიზნესის მართვაში. ასევე დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკის ფაკულტეტი. 

 

გიორგი ჭილაძე

გენერალური დირექტორის მოადგილე,
რისკების მართვა

გიორგი ჭილაძე დაინიშნა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილედ რისკების მართვის დარგში 2013 წლის სექტემბერში.

2008–2011 წლებში, გიორგის ეკავა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტი ფინანსების დარგში. 2011–2013 წლებში გიორგიმ იმოღვაწევა საპარტნიორო ფონდში, გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. 2003 წელს გიორგი ნიუ იორკში, კომპანია Bear Sterns-ის პროგრამული ვაჭრობის დახლზე მუშაობდა, 2004-2005 წლებში სადაზღვევო კომპანია „ევროპეისის“ სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი წევრი გახდა. ამავე წლებში დააფუძნა მენეჯმენტის საკითხებში საკონსულტაციო ფირმა შპს „ალტერგრუპი“. 2005 წლიდან გიორგი ჭილაძე სს „ბტა ბანკის“ (საქართველო) გენერალური დირექტორის პოსტს იკავებს. 2008 წლის ოქტომბერში კი საქართველოს ბანკის ფინანსური დირექტორი ხდება.

გიორგი ჭილაძეს მიღებული აქვს მეცნიერების დოქტორის წოდება ფიზიკაში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტისგან, ბალტიმორში, მერილედნი და ბაკალავრის ხარისხი ფიზიკაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან.

 

ვახტანგ ბობოხიძე

გენერალური დირექტორის მოადგილე,
ინფორმაციული ტექნოლოგიები

ვახტანგ ბობოხიძე 2018 წლის 23 მარტს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

მან კარიერა 2005 წელს საქართველოს ბანკში ხარისხის კონტროლის ინჟინერის პოზიციით დაიწყო. 2005-2013 წლებში მუშაობდა დეველოპერად, ანალიტიკოსად, ბიზნეს კონსულტანტად. ამ ხნის განმავლობაში, ვახტანგ ბობოხიძემ ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, ღირებული პროფესიული ცოდნა და გამოცდილება დააგროვა. ამას კი კარიერაში მნიშვნელოვანი დაწინაურებები მოჰყვა. 2013 წელს დეველოპმენტის სამსახურის უფროსის პოზიციაზე გადაინაცვლა; მოგვიანებით იყო ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2016 წლიდან კი საქართველოს ბანკში ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია ეკავა.

ვახტანგ ბობოხიძე ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს. მანამდე, ამავე უნივერსიტეტში გავლილი აქვს გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა, ასევე ფინანსებისა და საბანკო საქმის საბაკალავრო პროგრამები.

 

ნინო სუქნიძე

საქართველოს ბანკის გენერალური მრჩეველი

ნინო სუქნიძე 2017 წლიდან საქართველოს ბანკის გენერალური მრჩეველია.

ნინო წლების განმავლობაში გახლდათ საერთაშორისო იურიდიული კომპანია DLA Piper საქართველოს იურიდიული დირექტორი და მანამდე უფროსი ადვოკატი. საქართველოს ბანკში მოსვლამდე, მას ეკავა იურიდიული მრჩევლის (Counsel) პოზიცია საერთაშორისო იურიდიულ კომპანიაში Dentons Georgia. ნინო ასევე იყო საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის ფინანსური დირექტორის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში და PA Consulting Group Gmbh-ს  საქართველოს წარმომადგენლობის უფროსი იურიდიული მრჩეველი. მას ასევე აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება და გავლილი აქვს სტაჟირება სხვადასხვა იურიდიულ ფირმაში აშშ-სა და ჰოლანდიაში.

ნინო ფლობს როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტის (Erasmus University Rotterdam) მაგისტრის ხარისხს ბიზნეს და სავაჭრო სამართალში (LLM cum laude, Nuffic scholar), წარჩინებით აქვს დამთავრებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართალისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და მიღებული აქვს იურისტის და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტის კვალიფიკაცია.