მისამართები
ვალუტის კურსი

შემოგვიერთდი, რომ არ გაჩერდე!

ჩვენ დაგეხმარებით აღმოაჩინო შენი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა, რომ პროგრესი და პერსონალური ზრდა ის პროცესია, რომელიც არასდროს ჩერდება
დაათვალიერე ვაკანსიები

ორგანიზაციული კულტურა

გაეცანი ჩვენს ორგანიზაციულ კულტურას, რათა უკეთ დაინახო, რა პრინციპებზე ვდგავართ და გაიგო, რამდენად ემთხვევა შენი ხედვა ბანკისას
გაიგე მეტი

მრავალფეროვნება, ინკლუზიურობა, ადამიანის უფლებები

მსოფლიოში ყოველი ადამიანი იმსახურებს, მოეპყრონ ღირსეულად და თანასწორუფლებიანად. ეს გახლავთ ჩვენი ფასეულობებისა და რწმენის განუყოფელი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ყველაფრის საფუძველს, რისკენაც ვისწრაფვით.
გაიგე მეტი

სად ხედავ შენს თავს?

აირჩიე შენი გუნდი და შემოგვიერთდი
რისკების მართვა
საცალო საბანკო საქმიანობა
ინფორმაციული ტექნოლოგიები - IT
მცირე და საშუალო ბიზნესი
ნახე ყველა ვაკანსია
lideratori ლიდერატორი

თუ ხარ სტუდენტი ან ახალი კურსდამთავრებული, გახდი ლიდერატორი

დაიწყე წარმატებული კარიერა საქართველოს ბანკში. ახალგაზრდა ლიდერების მომზადება საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ჩვენ ვზრუნავთ კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი საუკეთესო ტალანტების მოზიდვასა და შემდგომ განვითარებაზე

თუ ხარ დამწყები

თუ ფიქრობ, რომ დროა, იზრუნო კარიერაზე, განვითარდე და მიაღწიო პროფესიულ წარმატებას, გაეცანი ვაკანსიებს, შემოგვიერთდი და გადადგი ნაბიჯი პირველი ნაბიჯები წარმატებისკენ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იყო შენი საქმის პროფესიონალი. თუმცა, ასევე ძალიან მნიშნელოვანია გვქონდეს ღირებულებათა თანხვედრა

როგორ მოხვდები ჩვენთან

1 ნაბიჯი
რეზიუმეს მიღება
თუ უკვე იპოვე შენთვის სასურველი ვაკანსია ან თუ ჯერაც არ შეგირჩევია, გამოგვიგზავნე რეზიუმე. შესაძლოა, ჩვენ დავინახოთ შენი საჭიროება ჩვენს დიდ გუნდში ახლა ან თუნდაც მომავალში
2 ნაბიჯი
შერჩევა
მოდი მომზადებული, დაგვისვი კითხვები თამამად და იყავი გულწრფელი. გასაუბრების მიზანია, რომ სწორად დავანახოთ ერთმანეთს ჩვენი საჭიროებები და ინტერესები
3 ნაბიჯი
გადაწყვეტილება
თუ შენც და ჩვენც დავინახავთ, რომ ჩვენი საჭიროებები, სურვილები და ღირებულებები ემთხვევა ერთმანეთს, ჩვენგან მიიღებ ოფიციალურ შემოთავაზებას გუნდში შემოერთებაზე
გამოგვიგზავნე რეზიუმე

შემოუერთდი ჩვენს გუნდს

ტალანტების მოზიდვის გუნდი ელფოსტა: Careers@bog.ge ტელეფონი: (+995 32) 2444444 (ext. 4422).

ხშირად დასმული კითხვები

სად ვნახო IT დეპარტამენტის ვაკანსიები?

რამდენ ხანში მოხდება გადაწყვეტილების მიღება?

შერჩევის ეტაპები და ვადები დამოკიდებულია პოზიციის სპეციფიკაზე, ვაკანსიის ლეველზე და შერჩევის პროცესზე. შერჩევის გუნდის წარმომადგენელი გაგიზიარებს სიახლეებს პროცესთან დაკავშირებით 1-2 კვირის განმავლობაში.

დამიკავშირდებით თუ არა უარის შემთხვევაში?

შერჩევის გუნდის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ ნებისმიერი უკუკავშირის შემთხვევაში, გასაუბრებისას დათქმულ ვადაში.

შესაძლებელია თუ არა რეზიუმე გამოვაგზავნო რამდენიმე ვაკანსიაზე ერთდროულად?

რეზიუმე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რამდენიმე ვაკანსიაზე. მიუხედავად იმისა, კონკრეტულ პოზიციაზე მოხდება თუ არა შერჩევის ეტაპზებში ჩართვა, თქვენი აპლიკაცია შეინახება ბაზაში და კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა თავად შერჩევის გუნდიდან დაგიკავშირდნენ და გაგაცნონ აქტიური ვაკანსია.

რა ფორმით ტარდება გასაუბრებები?

გასაუბრებები ტარდება დისტანციური ან/და ფიზიკური შეხვედრის ფორმატში.

გაქვთ თუ არა ვაკანსიები სტუდენტებისთვის?

საქართველოს ბანკში მოქმედებს სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“, ასევე დამატებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა გამოცხადდეს სტაჟირებები სხვადასხვა მიმართულებით.

შემიძლია თუ არა მუშაობა ნახევარ განაკვეთზე?

ჩვენთან ვაკანსიების უმეტესობა ცხადდება სრულ განაკვეთზე, თუმცა კონკრეტულ პოზიციებზე არის ნახევარ განაკვეთზე დასაქმების შესაძლებლობაც, რაც მითითებულია ვაკანსიის აღწერაში; ასევე თანამშრომლებს საუნივერსიტეტო საქმიანობაში მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს.

აღმოაჩინე შენი პოტენციალი საქართველოს ბანკში

რატომ უნდა აგვირჩიო? არ აქვს მნიშვნელობა, დამწყები ხარ თუ კარიერული სიახლეებისთვის ემზადები, ჩვენთან ნახავ ყველა შესაძლებლობას, რაც საკუთარი თავის პოვნაში და განვითარებაში დაგეხმარება

იმისათვის, რომ არ გაჩერდე და შეძლო შენი პოტენციალის რეალიზება, საქართველოს ბანკის გუნდში უნდა შემოგვიერთდე, სადაც პროფესიული განვითარება და დიდი კარიერული წარმატება გელოდება

მაგალითად:

  • თუ ფიქრობ, რომ დროა იზრუნო შენს კარიერაზე, მაშინ გადადგი პირველი ნაბიჯი, გაეცანი ჩვენს ვაკანსიებს დამწყებთათვის და შემოგვიერთდი
  • თუ სტუდენტი ხარ, ლიდერატორის პროგრამაში შეგიძლია გაწევრიანდე, რომლის ფარგლებშიც აღმოაჩენ შენთვის ყველაზე საინტერესო გამოცდილებას – სულ 12 პროგრამაზე ცხადდება მიღება, რაც ბანკის მასშტაბით 30-მდე სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს 
  • თუ გრძნობ, რომ კარიერული სიახლეების დროა და იცი, სადაც ხედავ შენს თავს, მაშინ გაეცანი ყველა ვაკანსიას 1 სივრცეში და აუცილებლად გამოგვიგზავნე რეზიუმე. ასე შეძლებ დასაქმდე საქართველოს ბანკში შენთვის საინტერესო პოზიციაზე და, რაც მთავარია, ქვეყნის ნებისმიერ ქალაქში

კანდიდატების შერჩევის პროცესიც მარტივია, რადგან, ძირითადად, სამი ეტაპებისგან შედგება, თუმცა ზოგჯერ შესაძლოა, სხვა საფეხურებსაც მოიცავდეს. ეს კი იმის მიხედვით, თუ რა პოზიციით ან პროგრამით დაინტერესდები

რაც მთავარია, ჩვენ შემუშავებული გვაქვს ორგანიზაციული კულტურა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებებს ეფუძნება. ამიტომ თუ საქართველოს ბანკის გუნდის წევრი გახდები, მნიშვნელოვანია, იცნობდე ჩვენს მისიას, ხედვებს, თუ რას ვაკეთებთ, რატომ ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ. ასე წარმოდგენა გექნება იმ აუცილებელ ფასეულობებზე, რაზეც ჩვენი ბანკი უკვე წლებია, დგას

თუ კიდევ ფიქრობ, რატომ უნდა აირჩიო საქართველოს ბანკი, დარწმუნებით შეგიძლია იცოდე, რომ სწორედ ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას, გამოავლინო საკუთარი თავი, უნარ-ჩვევები და მიიღო სრულიად ახალი გამოცდილება, რომლის მსგავსაც სხვაგან უბრალოდ ვერ ნახავ... ყოველდღიურად გექნება შეხება პროფესიონალებთან, რომლებიც ქმნიან ლიდერ საბანკო ორგანიზაციას 2 500 000-ზე მეტი ადამიანისთვის და ზრუნავენ თითოეული მათგანის ცხოვრების გამარტივებაზე. მათ შორის შეგიძლია იყო შენც!

არ გაჩერდე, საუკეთესო წინ არის!

მეტის ჩვენება ნაკლების ჩვენება
ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში