სწრაფი ნავიგაცია

საქართველოს ბანკისა და საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“  პროექტის „ბიზნეს კაფეს“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა

მთელი საქართველოს ბანკის და საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ პროექტის „ბიზნეს კაფე“-ს ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემას წარმოადგენდა „სტარტაპერის მანიფესტი”, რომელიც სტარტაპსა და კორპორაციაში არსებულ განსხვავებულ ღირებულებებს, ლიდერობისა და მართვის სტილს მიეძღვნა.

შეხვედრის მოწვეულმა სპიკერმა, IT კომპანია “ლემონდუსა” და TKT.GE-ს დამფუძნებელმა, ლევან კილაძემ ისაუბრა საკუთარი გამოცდილებით შეძენილ იმ ძირითად პრინციპებზე, რომელიც მას დაეხმარა კორპორატიული კულტურიდან სტარტაპის გარემოს გააზრებასა და მორგებაში.

„ბიზნეს კაფეს“ მორიგ შეხვედრას ესწრებოდა 40 ორგანიზაციის უმაღლესი რგოლის მენეჯერი, მათ შორის, საქართველოს ბანკის პარტნიორი მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.

“ბიზნეს კაფე” წარმოადგენს საკონსულტაციო კომპანია ინსორსის პროექტს, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ბანკის პარტნიორობით ხორციელდება. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ბიზნესის მმართველი რგოლის წარმომადგენელების  არაფორმალურ შეხვედრას საკუთარი გამოცდილების გაზიარების მიზნით.

Facebook