სწრაფი ნავიგაცია

საქართველოს ბანკი - საანგარიშსწორებო ბანკი (ანგარიშსწორების აგენტი)

საქართველოს ბანკი გთავაზობთ საანგარშსწორებო ბანკის მომსახურებას, საერთაშორისო მაღალი სტანდარტებით და სრულფასოვანი მომსახურების სპექტრით მათ შორის:

  • გარიგებასთან დაკავშირებული ფულადი სახსრებით ანგარიშსწორება;
  • კორპორაციულ ქმედებებთან დაკავშირებული ფულადი სახსრებით ანგარიშსწორება;
  • მომხმარებლის საკუთარი და ნომინალური (კლიენტების) ანგარიშებისთვის სავაჭრო სისტემაში მოთხოვნილი ლიმიტების ასახვა;

 

რა შემთხვევაში გჭირდებათ ანგარიშსწორების ბანკი?

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გსურთ  სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ დეპოზიტარში“ (GCSD) ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა, და ხართ ამ  სისტემის მონაწილე (ბაზრის შუამავალი ან იურიდიულ პირი) და გჭირდებათ საანგარიშსწორებო ბანკი (ანგარიშსწორების აგენტი). სხვა შემთხვევაში სისტემის მონაწილე ვერ შეასრულებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ გარიგებებს.

 

ვის შეიძლება მოემსახუროს საქართველოს ბანკი როგორც საანგარიშწორებო ბანკი?

რეზიდენტ ან არარეზიდენტ იურიდიულ პირს, რომელიც არის სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ დეპოზიტარის“ სისტემის მონაწილე.

 

რა არის საჭირო რომ საქართველოს ბანკი გახდეს თქვენი საანგარიშსწორებო ბანკი?

თქვენ შეიძლება უკვე იყოთ საქართველოს ბანკის მომხმარებელი ან მომბრძანდეთ და გახსნათ ახალი ანგარიში. მომხმარებლის საანგარიშსწორებო ანაგრიშ(ებ)ად შეიძლება გამოყენებულ იქნეს  როგორც უკვე არსებული ანაგრიშ(ებ)ი ასევე შეიძლება გაიხსნას ახალი ანაგრიშ(ებ)ი.    

 

საანგარიშსწორებო ბანკი ხელშეკრულება