სწრაფი ნავიგაცია

05 ნოემბერი
2018
უნიკალური სიახლე მთელი საქართველოს ბანკისგან!
სულ მალე ამოქმედდება ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა − განათლების ბანკი, სადაც თავს მოიყრის მრავალფეროვანი ცოდნა და გამოცდილება.
 
პლატფორმა გააერთიანებს ყველაფერს, რაც ახალგაზრდების წარმატებული მომავლის უზრუნველსაყოფად იქნება საჭირო, მათ შორის:
 
ონლაინ- და ფიზიკურ სასწავლო სივრცეებს
ენის შემსწავლელ და სასტიპენდიო პროგრამებს
სხვადასხვა მიმზიდველ საგანმანათლებლო კონკურსებს, პროექტებსა და სხვ.
 
აღსანიშნავია, რომ განათლების ბანკის მეშვეობით საფუძველი ჩაეყრება უამრავ საინტერესო წამოწყებას, შესაძლებელი იქნება განათლების სფეროს მნიშვნელოვანი განვითარება და მისთვის დამახასიათებელი ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა.
 

მთელი საქართველოს ბანკი განათლების ბანკია