სწრაფი ნავიგაცია

02 ნოემბერი
2018
მსოფლიო დაზოგვის დღე

საქართველოს ბანკი და პროექტი „გროვია“ აგრძელებენ 100-წლიანი ისტორიის მქონე მსოფლიო დაზოგვის დღის აღნიშვნას!

„გროვია“ გახლავთ პროექტის - „დანაზოგების დაგროვება და ფინანსური შესაძლებლობები“-ს ნაწილი, რომელსაც გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საქართველოს ბანკების ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტის მხარდამჭერია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო და მისი მიზანია მოსახლეობისთვის დანაზოგებზე, საბანკო პროდუქტებსა და ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება.