სწრაფი ნავიგაცია

31 მაისი
2019
Western Union-ისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი კამპანია იწყება!

1-ლი ივნისიდან, 31 ივლისის ჩათვლით, Western Union-ისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი კამპანია იწყება!

კამპანიის ფარგლებში (2 ეტაპად) გამოვლინდება 2 მთავარი პრიზის გამარჯვებული და გარანტირებული პრიზების გამარჯვებულები.

 

მთავარი პრიზი:

მთავარი პრიზის ეტაპები: 1-ლი ივნისიდან 30 ივნისამდე და 1-ლი ივლისიდან 31 ივლისამდე.

იმ მომხმარებელს, რომელიც თითოეული ეტაპის დასასრულისთვის WU-ის სისტემით, ყველაზე ბევრჯერ მიიღებს/გაგზავნის ფულად გზავნილს, საჩუქრად გადაეცემა $500-იანი ტურისტული ვაუჩერი.

ყველა მომხმარებელი, რომელიც პრომოკამპანიის განმავლობაში ისარგებლებს Western Union-ის ფულადი გზავნილით (მიღება/გაგზავნა), გამარჯვების შანსის მისაღებად, პრომოკოდის მეშვეობით, უნდა დარეგისტრირდეს პრომოკაპმანიაში. ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ თანამშრომელი, მონაწილეობის მსურველს ადგილზე გადასცემს ერთჯერად პრომოკუპონს, რომლის დამცავი საფარის ქვეშ მითითებული იქნება სპეციალური პრომოკოდი. 

მომხმარებელი, რომელიც SMS შეტყობინების სახით გაგზავნის აღნიშნულ კოდს ორგანიზატორი კომპანიის  ნომერზე: 90115 - ავტომატურად დარეგისტრირდება აქციაში.

 

გარანტირებული პრიზები:

1-ლი და მე-2 ეტაპის პერიოდში, მომხმარებელი რომელიც განახორციელებს $300-ის ან მეტი მოცულობის (ეკვ. სხვა ვალუტაში) ფულადი გზავნილის გაგზავნას/გადარიცხვას, გარანტირებულად საჩუქრად გადაეცემა WU-ის ბრენდირებული ნივთები.

აღნიშნულ მომხმარებლებს ასევე გადაეცემათ პრომოკუპონი და შესაბამისად, შესაძლებლობა - მთავარი პრიზის მოსაგებად.

გაითვალისწინეთ:

-       ნებისმიერი მობილურის ქსელიდან 90115 ნომერზე  გაგზავნილი შეტყობინება სრულიად უფასო იქნება მთელი კამპანიის პერიოდში.

-       იმისთვის რომ მომხმარებელმა რაც შეიძლება მეტი გადახდა დააგროვოს, აუცილებელია ერთი და იგივე ტელეფონის ნომრიდან განახორციელოს ზარები ნომერზე: 90115

აუცილებელია, მონაწილეებმა WU-ის მიღება/გაგზავნის ოპერაციების შემდეგ მიღებული ქვითარი, კამპანიის პერიოდის დასრულებამდე შეინახონ.