სწრაფი ნავიგაცია

26 სექტემბერი
2019
გარემონტებული ბინა რედკოში თეთრი კარკასის ფასად!
განახორციელო ინვესტიცია და ამუშაო დრო შენ სასარგებლოდ − ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა ადამიანის ცხოვრებაში!
 
ამ მიზნით საქართველოს ბანკი და დეველოპერული კომპანია რედკო გთავაზობს გარემონტებულ ბინებს ახალ გუდაურში თეთრი კარკასის ფასად! 
 
რატომ უნდა ისარგებლო ამ შესაძლებლობით? 
  •  ყველაზე კარგი ინვესტიცია უძრავი ქონების შეძენაა, რომელსაც გააქირავებ და მიიღებ დამატებით შემოსავალს. მითუმეტეს, გუდაური წლებთან ერთად სულ უფრო პოპულარული კურორტი ხდება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეს ნაყიდი ბინის ფასი სამომავლოდ კიდევ უფრო მაღლა აიწევს; 
  •  თუ თხილამურებზე სრიალი შენი, შენი მეგობრების, ოჯახის წევრების მისწრაფებაა, მარტივად შეძლებ გქონდეს საკუთარი კუთხე გუდაურში, სადაც ნებისმიერ დროს ახვალ და მათთან ერთად მოიწყობ დაუვიწყარ დასვენებას; 
  •  ამ ყველაფერს კი ერთმანეთთან მარტივად შეათავსებ − შეძლებ სეზონზე შენაძენის გაქირავებასაც და ბინით სარგებლობასაც.
 
იმისათვის, რომ აქციო ეს ყველაფერი რეალობად, საქართველოს ბანკი გთავაზობს საინვესტიციო, გამარტივებულ იპოთეკურ სესხს ლარში ან სხვა ტიპის სესხს. 
 
სესხის აღებისას ჩვენ გავეცნობით შენს შემოსავლებს და სწორედ ამის მიხედვით შემოგთავაზებთ საუკეთესო გამოსავალს, რაც მოგერგება შენ და შენს ცხოვრებისეულ გეგმებს. 
 
არ გამოტოვო შანსი, გქონდეს უფრო მეტი და იყო 1 ნაბიჯით წინ. 
 
სწორ დროს სწორი გადაწყვეტილებების მიღება მნიშვნელოვანია.