სწრაფი ნავიგაცია

სს საქართველოს ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დახმარებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, საშუალო კორპორატიულ კლიენტებს სთავაზობს განსაკუთრებულ ფინანსურ მხარდაჭერას:   
 
დაფინანსების ძირითადი პირობები მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რომელთა თანამშრომლების რაოდენობა არ აღემატება 250-ს და საშუალო კორპორატიული კომპანიებისთვის, რომელთა თანამშრომლების რაოდენობა 3000-ზე ნაკლებია (პროექტის ხარჯი 25 მილიონ ევრომდე):
 
 
  • თითოეული პროექტის მთლიანი ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს 25,000,000 ევროს, ან ამ თანხის ექვივალენტს სხვა ვალუტაში;
  • EIB-ს სესხმა შეიძლება შეადგინოს საქართველოს ბანკის მიერ კლიენტზე გაცემული თანხის 100%, თუმცა ეს ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 12,500,000 ევროს (ან ამ თანხის ექვივალენტს სხვა ვალუტაში); 
  • საქართველოს ბანკის მიერ კლიენტზე გაცემული სესხის ვადა არ უნდა აღემატებოდეს დაფინანსებული პროექტის ეკონომიკურ და ტექნიკურ სასიცოცხლო ვადას და ამავდროულად შეადგენდეს მინიმუმ 2 წელს; 
  • პროექტი უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე.
 
 
დაფინანსების ძირითადი პირობები საშუალო კორპორატიული კომპანიებისთვის (პროექტის ხარჯი 25 მილიონიდან 50 მილიონ ევრომდე):
 
  • თითოეული პროექტის მთლიანი ხარჯი უნდა იყოს მინიმუმ 25,000,00 ევრო, მაგრამ  არაუმეტეს 50,000,000 ევროსი, ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში;
  • EIB-ს მიერ დაფინანსებული თანხა არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ხარჯების 50%-ს;
  • საქართველოს ბანკის მიერ კლიენტზე გაცემული სესხის ვადა არ უნდა აღემატებოდეს დაფინანსებული პროექტის ეკონომიკურ და ტექნიკურ სასიცოცხლო ვადას და ამავდროულად შეადგენდეს მინიმუმ 2 წელს; 
  • პროექტი უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე.
 
ლიზინგით დაფინანსება
საოპერაციო და ფინანსური ლიზინგის დაფინანსება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსებულია საშუალო, ან გრძელვადიანი აქტივი (პროექტი). სამომხმარებლო ლიზინგის დაფინანსება არ განიხილებაა.
 
საინვესტიციო კატეგორიები
ინვესტიციები და ხარჯები, რომელთა დაფინანსებაც პროექტის ფარგლებში დასაშვებად შეიძლება ჩაითვლოს:
  • მატერიალური აქტივის (მიწის გარდა) შესყიდვა, განახლება, ან გაფართოება;
  • არამატერიალურ აქტივებში ინვესტიცია:
    - მატერიალური აქტივის წარმოების პროცესთან დაკავშირებული განვითარების, დაგეგმვისა და დაფინანსების ხარჯები
    - კვლევისა და განვითარების ხარჯები (საკომისიოები, განვითარების ხარჯები, კვლევასა და განვითარებასთან პირდაპირ დაკავშრებული ჯამური ხელფასები და ინოვაციის კომპონენტები);
    - სადისტრიბუციო ქსელის აწყობა შიდა და გარე ბაზრებზე (აქტივების და/ან სავაჭრო ნიშნის შესყიდვა, საოპერაციო და სამუშაო ძალის ხარჯები);
  • საშუალო და გრძელვადიან საოპერაციო კაპიტალზე მოთხოვნა. EIB-ს სესხის გამოყენება შესაძლებელია კომპანიების სტაბილური საოპერაციო კაპიტალის შესაქმენლად, სავაჭრო ციკლის და ყოველდღიური ბიზნეს აქტივობების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.  დაფინანსება სხვა ტიპის ხარჯებთან ერთად შეეხება ნედლეულისმასალების  და ინვენტარის შესყიდვას, ზედნადებ ხარჯებს,სავაჭრო და არასამომხმარებლო დებიტორულ დავალიანებებს, იმ პირობით, რომ საკრედიტო რესურსის ხანგრძლივობა მინიმუმ ორ წელს უნდა შეადგენდეს. საოპერაციო კაპიტალისათვის გამოყოფილი ხაზის ათვისების დონე შეიძლება იზრდებოდეს და მცირდებოდეს მისი მინიმუმ ორწლიანი სასიცოცხლო ვადის განმავლობაში. საქართველოს ბანკი, გრძელვადიანი რესურსების საჭიროებიდან გამომდინარე, საოპერაციო კაპიტალის დასაფინანსებლად, კლიენტს უზრუნველყოფს მინიმუმ ორწლიანი სესხით.
 

ბიზნესისთვის

ანგარიშის წარმოება სახელფასო პროგრამა ბიზნესბარათები ანაბრები სესხები აგროსესხი საბანკო გარანტიები დოკუმენტური ოპერაციები ფაქტორინგი დისტანციური საბანკო პროდუქტები სახაზინო ოპერაციები ლიზინგი საგადამხდელო სისტემა