„საქართველოს ბანკი“ გთავაზობთ შემდეგ სახაზინო ოპერაციებს:
ვალუტის გაცვლითი ოპერაციები
- ჩვენ გთავაზობთ 30-ზე მეტი უცხოური ვალუტის გაცვლით ოპერაციებს კონკურენტული კომერციული კურსებით საკომისიოს დამატების გარეშე.
ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა
- თქვენი მოთხოვნების შესაბამისად ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენთვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველად აუქციონზე შეძენას, მეორად ბაზარზე ყიდვა-გაყიდვას, შენახვასა და დაგირავების ოპერაციებს.
სხვა პროდუქტები
- სავალუტო კურსების ჰეჯირება სავალუტო ფორვარდებისა* და სავალუტო ოფციონების** მეშვეობით;
- სავალუტო სვოპების*** მეშვეობით სხვადასხვა ვალუტის რესურსების გაცვლა შეთანხმებული ვადით.
*ვალუტის გაცვლითი ოპერაცია წინასწარ შეთანხმებული სავალუტო კურსით, წინასწარ შეთანხმებული მომავლის ვალუტირების თარიღით ან ვადაში (Option Dated Forward), ვალუტირების თარიღზე ანგარიშსწორებით ან ანგარიშსწორების გარეშე (Non-Deliverable Forward).
**ერთი ვალუტის სხვა ვალუტის სანაცვლოდ ყიდვის ან გაყიდვის უფლება, რომელიც აძლევს კლიენტს ვალუტის ყიდვის/გაყიდვის უფლებას და არა ვალდებულებას. ამავდროულად ბანკი იღებს ვალდებულებას კლიენტის მიერ გარიგებით მინიჭებული უფლების გამოყენების შემთხვევაში დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა ვალუტის ყიდვაზე/გაყიდვაზე წინასწარ შეთანხმებული სავალუტო კურსით წინასწარ შეთანხმებულ დღეს (ევროპული ოფციონი) ან ვადაში (ამერიკული ოფციონი).
***ორი ურთიერთსაპირისპირო ვალუტის გაცვლითი ოპერაცია ერთი და იმავე თანხებით, წინასწარ შეთანხმებული სავალუტო კურსებითა და განსხვავებული ვალუტირების თარიღებით.