სწრაფი ნავიგაცია

ანაბრით უზრუნველყოფილი სესხი

საქართველოს ბანკის მეანაბრეებს შესაძლებლობა გეძლევათ აიღოთ უზრუნველყოფილი სესხი ყველაზე დაბალ პროცენტად!

 

პირობები

 

სესხის თანხა – 200 ლარიდან

სესხის ვალუტა – ლარი/აშშ დოლარი/ევრო/გირვანქა სტერლინგი/შვეიცარიული ფრანკი (სესხი შესაძლებელია გაიცეს ანაბრის ვალუტაში). ამასთან 200 000 ლარამდე სესხების გაცემა  შესაძლებელია მხოლოდ ლარში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მსესხებლის ჯამური ვალდებულებები სესხის აღების შემდეგ საქართველოს ბანკში აღემატება 200. 000 ლარს

სესხის ვადა – უზრუნველყოფაში არსებული ანაბრის ვადის შესაბამისად (თუ სესხისა და ანაბრის ვალუტა განსხვავებულია, მაშინ – არაუმეტეს 3 თვისა; თუ უზრუნველყოფაში რამდენიმე ანაბარია, მაშინ სესხის მაქსიმალური ვადა შეესაბამება ანაბრებს შორის ყველაზე უმცირესს; თუ უზრუნველყოფაში საბავშვო ანაბარია, სესხის მაქსიმალური ვადაა 1 წელი)

წლიური საპროცენტო განაკვეთი – ანაბრის საპროცენტო სარგებლის შესაბამისად (იმ შემთხვევაში, თუ სესხის თანხა ანაბრის თანხაზე  25%-ზე ნაკლებია) 

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – 8.7%-დან