სწრაფი ნავიგაცია

საქართველოს ბანკი გთავაზობთ სპეციალურ იპოთეკურ სესხს "ჩემი პირველი სახლი“
 

საქართველოს ბანკში სპეციალური იპოთეკური სესხის შეთავაზებაა, მათთვის, ვინც ცხოვრებაში პირველად იღებს ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, როგორიც სახლის ყიდვაა.

პირველი სახლის შეძენა ყოველთვის განსაკუთრებულია. ზოგჯერ ის ბევრ ფიქრსაც უკავშირდება და ხშირად ადამიანები დროებით გამოსავლად ბინის ქირაობასაც განიხილავენ, ამითი დამოუკიდებლად ცხოვრების საკითხი გვარდება, თუმცა ამ პროცესს ახლავს ბევრი დისკომფორტიც. სხვისი სახლი ვერასდროს გახდება ისეთი კომფორტული და შენზე მორგებული, როგორიც იქნებოდა შენი საკუთარი კუთხე, რომ არაფერი ვთქვათ ყოველთვე გადახდილ ბინის ქირაზე


დღეიდან საქართველოს ბანკი გაძლევთ შესაძლებლობას, რომ აღარ იორჭოფოთ და ისარგებლოთ სპეციალური პირობით:

ეწვიეთ ჩვენს უახლოეს სერვისცენტრს
აიღეთ სპეციალური იპოთეკური სესხი − ჩემი პირველი სახლი

საპროცენტო განაკვეთი: 7% (2 წელი ფიქსირებული)
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 8.77%-დან