სწრაფი ნავიგაცია

ინტერნეტთაღლითობა მსოფლიოში და უკვე რამდენიმე თვეა საქართველოშიც გავრცელებული დანაშაულია.  

ცხოვრების თანამედროვე ტემპმა, მომხმარებლების გადიჯიტალიზებამ, ანუ ციფრული არხებით სარგებლობაზე მზარდმა მოთხოვნამ ადამიანებში, გამოიწვია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხების აქტუალიზებაც, რაც მეტ გასაქანს აძლევს მთელს მსოფლიოში ინტერნეტთაღლითობას, ე.წ. „ფიშინგს“. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა ენდოთ ისეთ კომფორტულ საშუალებებს, როგორიც  მობილბანკი თუ ინტერნეტბანკია. თქვენგან საჭიროა მეტი ყურადღება, სიფრთხილე და დაკვირვება, რადგან ინტერნეტთაღლითები ბანკის სახელს, ლოგოს, ყალბი ვებგვერდის მისამართებს არიან ამოფარებულები და ასე ცდილობენ მახეში გააბან მომხმარებლები. 
 
ყურადღებით გაეცანით ჩვენს რჩევებს,  გაითვალისწინეთ და იგრძენით თავი უსაფრთხოდ, მხოლოდ საქართველოს ბანკის ნამდვილს ინტერნეტ და მობილბანკში:   
 
  • ინტერნეტბანკით სარგებლობისას დარწმუნდით რომ იმყოფებით საქართველოს ბანკის დაცულ ვებგვერდზე, საქართველოს ბანკს, მხოლოდ 1 ოფიციალური მისამართი აქვს ინტერნეტბანკისთვის: login.bog.ge - ეს აუცილებლად დაიმახსოვრეთ, თუნდაც 1 სიმბოლოთი ნაკლებობა ან მეტობა, ან სხვა სახელით არსებობა, ნიშნავს იმას, რომ თქვენ თაღლითის შესაძლო სამიზნე ხართ
  • არავის გადასცეთ ინტერნეტ და მობილბანკში შესასვლელი სახელი, პაროლი და ერთჯერადი კოდი, ისინი მხოლოდ თქვენია და უსაფრთხოდ, თამამად მათი გამოყენება შეგიძლიათ საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკის ოფიციალურ მისამართზე: login.bog.ge და მობილბანკის აპლიკაციაში: BOG mBank
  • არ გამოიყენოთ თქვენთვის უცნობი Wi-Fi ქსელი, შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის უფასო Wi-Fi-ით, თუ იმყოფებით სერვისცენტრში ან მის მახლობლად
  • არ შეამოწმოთ თქვენი საბანკო ანგარიში „Public Wi-F“i-ის ქსელიდან, შეეცადეთ არ გამოიყენოთ Bluetooth თქვენს ტელეფონში თუ ის არ გჭირდებათ; 
  • შეეცადეთ, რომ თქვენი ინტერნეტ და მობილბანკის პაროლი იყოს უნიკალური, არ გქონდეთ ეს პაროლი გამოყენებული სხვა გვერდებზე; სასურველია, რომ პაროლი იყოს რთულ, რომელიც შეიცავს ციფრებს, დაბალი და მაღალი რეგისტრის სიმბოლოებს - ამითი თქვენ უფრო მეტად იცავთ თქვენს პირად საბანკო ინფორმაციას. ასეთი პაროლის გამოცნობა და აგტეხვა რთულია
  • არ შეინახოთ ავტომატურ რეჟიმში თქვენი პაროლი ინტერნეტსივრცეში
  • არ შეინახოთ პაროლი დაუცველ ფაილებში მაგალითად თქვენს ტელეფონში ან კომპიუტერში, გამოიყენეთ password manager პროგრამა, თუ გიჭირთ პაროლის დამახსოვრება; 
  • კომპიუტერსა და ტელეფონში, საიდანაც სარგებლობთ ინტერნეტ და მობილბანკით პერიოდულადგამოიყენეთ  ანტივირუსული პროგრამები
  • არავის გაუზიაროთ თქვენი ბარათის მონაცემები, CVV კოდი, პინკოდი; 


 - კიდევ ერთხელ, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ბანკის არც ერთ ოპერაციას არ ახასიათებს მომხმარებლის ინიცირების გარეშე, პროაქტიულად პირადი მონაცემების (იუზერის და პაროლის) და სმს კოდის მოთხოვნა. 
  - დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ბანკის საოპერაციო სისტემები არის სრულად და სათანადოდ დაცული და არც ერთ მათგანს საფრთხე არ ემუქრება.