ჩემი ცხოვრების ბარათი

American Express Card-ი საერთაშორისო საკრედიტო ბარათია. მას მსოფლიოს 60 ქვეყანაში 15 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და მათ შორის საქართველოს ბანკის დახმარებით ქართველი მომხმარებლებიც არიან.
American Express Card-თან ერთად თქვენ ისარგებლებთ:
დაგროვების პროგრამა Membership Rewards-ით;
ფასდაკლების პროგრამა Selects-ით;
დაზღვევით;
დამატებითი ბარათით და სხვ.
American Express Card-ით:
გადაიხდით სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ან ინტერნეტმაღაზიებში;
დაფარავთ კომუნალურ გადასახადებს ინტერნეტბანკის (www.ibank.ge), მობილბანკის (www.mbank.ge), ბანკომატისა და ონლაინგადახდების (www.epay.ge) საშუალებით;
გაანაღდებთ თანხას ბანკომატებიდან და სერვისცენტრებში.
გადაიხდით ავტობუსით, მეტროთი, სამარშრუტო ტაქსითა და საბაგიროთი მგზავრობის ღირებულებას მხოლოდ ერთი შეხებით.
MEMBERSHIP REWARDS – დაგროვების პროგრამა
.png)
MR ქულებით მიღებული სასურველი საჩუქარი
გადაიხადეთ ან გაანაღდეთ თანხა American Express Card-ით;
ყოველი გადახდისას დააგროვეთ MR ქულები;*
დაგროვებული ქულები გადაცვალეთ MR კატალოგიდან არჩეულ სასურველ საჩუქარზე!
Membership Rewards-ის პროგრამაში ჩართვისთანავე თქვენ საჩუქრად მიიღებთ 1 000 MR ქულას.**
SELECTS – ფასდაკლების პროგრამა
.png)
ფასდაკლებები და ექსკლუზიური შეთავაზებები
თქვენ, როგორც American Express Card-ის მფლობელი, ისარგებლებთ სპეციალური ფასდაკლებებითა და პრივილეგიებით როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში.
თუ საზღვარგარეთ მიემგზავრებით, გაეცანით ფასდაკლების პროგრამა Selects-ის შეთავაზებებს და თქვენ წინასწარ გეცოდინებათ უცხოეთში რომელ სასტუმროს, რესტორანს ან მაღაზიას ესტუმროთ.
ადგილობრივი/საერთაშორისო შეთავაზებები და ფასდაკლებები იხილეთ აქ
დაზღვევა
American Express Card-ი უზრუნველყოფს თქვენს სრულყოფილ დაცვას:
იქნებით მშვიდად მოგზაურობის დროს;
თქვენი ნებისმიერი შენაძენი ავტომატურად იქნება დაცული ქურდობის ან დაზიანებისაგან;
არ დაზარალდებით იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს ბარათს თაღლითურად გამოიყენებენ.
დამატებითი ბარათი
გაუზიარეთ American Express Card-ის უპირატესობები თქვენთვის ძვირფას ადამიანს, შეიძინეთ მისთვის დამატებითი ბარათი და დააგროვეთ MR ქულები სასურველი საჩუქრისთვის 2-ჯერ უფრო სწრაფად.
AMERICAN EXPRESS CARD-ის პირობები
ბარათის მფლობელის ასაკი – 22-დან 65 წლამდე***
გაეცანით American Express Card-ის პირობებს უფრო დეტალურად აქ
....................................................................................................................................................
*თითოეულ დახარჯულ 1 ლარზე მიიღებთ: 1.5 MR ქულას სავაჭრო ობიექტებში ბარათით გადახდისას; 0.5 MR ქულას – ბანკომატებიდან თანხის გამოტანისას.
**ქულები არ დაგერიცხებათ, თუ უკვე გაწევრიანებული ხართ დაგროვების პროგრამა Membership Rewards-ში.
***20 ან 21 წლის პირზე ბარათი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ის არანაკლებ 3 თვის ჩართულია საქართველოს ბანკის სახელფასო პროგრამაში.