სწრაფი ნავიგაცია

გაიცანით mBank - საქართველოს ბანკის მობილბანკი შენი მობილური ცხოვრებისთვის

mBank-ის საშუალებით დისტანციურად შეძლებ ყველა იმ მნიშვნელოვანი საბანკო ოპერაციის შესრულებას, რომლებიც ყოველდღიურად გჭირდება და შენი მობილური ცხოვრებისთვის აუცილებელია.
 

mBank-ში მიიღებ ინფორმაციას:
 

1. ნგარიშების, ბარათების, საკრედიტო პროდუქტებისა და ანაბრების შესახებ

აპლიკაციაში შესვლისთანავე მიიღებ სრულყოფილ ინფორმაციას ჯამურად ხელმისაწვდომი თანხის, ანგარიშებისა და ბარათების, ანაბრების, სესხების, ფასიანი ქაღალდების შესახებ; 


2. მოახლოებული გადახდების შესახებ

აპლიკაციის მთავარ გვერდზე თავმოყრილია შემახსენებელი ინფორმაცია მოახლოებული გადახდების შესახებ;


3. ლოკაციების შესახებ

იპოვი უახლოეს ბანკომატს, გადახდის აპარატსა და სერვისცენტრს, ნახავთ მათს სტატუსს, სამუშაო საათებსა და ნებისმიერის არჩევის შემთხვევაში აპლიკაცია გიჩვენებს მათთან მისასვლელ უმოკლეს გზას;


4. დაგროვების პროგრამების შესახებ

ურთიერთობის პროგრამა PLUS, Membership Rewards − დაგროვების პროგრამა, Express ბონუსპროგრამა, sCool Card-ის დაგროვების პროგრამა, ელექტრონული ყულაბა;


5. შესრულებული ოპერაციების შესახებ

შეძლებ შეამოწმო ანგარიშების ამონაწერი და ოპერაციების ისტორია;


6. ვალუტის კურსების შესახებ

მარტივად ნახავ შენთვის საინტერესო ვალუტის მიმდინარე კურსსა და მისი ცვლილების დინამიკას;


7. სიახლეების შესახებ

აპლიკაციის განახლების შემდგომ, mBank-ის პირველივე გახსნისას, ვიზუალური შეტყობინების სახით მიიღებ ინფორმაციას განხორციელებული სიახლეების შესახებ;

 
მეტი მოხერხებულობისთვის სასურველი ინფორმაციის მოძიებას აპლიკაციაში ნებისმიერი მოდულიდან „ძიების“ გამოყენებით შეძლებ. მისი საშუალებით მოძებნი ნებისმიერ ფუნქციას, ოპერაციას, პროდუქტსა და მომსახურებას და სწრაფად განახორციელებ ყველა საჭირო ოპერაციას.


 

მარტივად შეასრულებ შემდეგ ოპერაციებს:


1. მობილურის ბალანსის შევსება

mBank-ით მარტივადაა შესაძლებელი მობილურის ბალანსის შევსება და სასურველი პაკეტის შეძენა ნომრის სრულად შეყვანის გარეშე. მეტი მოხერხებულობისთვის აპლიკაცია მომხმარებელს უჩვენებს ტელეფონის კონტაქტებს;

2. გადახდები რეგისტრაციის გარეშე

მარტივად სრულდება კომუნალური და სხვა გადასახდელების დაფარვა. შეგიძლია ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე, ნებისმიერი ბანკის ბარათით შეავსო მობილურის ბალანსი ან გადაიხადო კომუნალური და სხვა გადასახადები;
 

3. გადარიცხვები

აპლიკაციით მარტივად შეძლებ გადარიცხო თანხა საკუთარ ანგარიშებს შორის, ჩაურიცხო თანხა ეროვნულ ვალუტაში სხვა პირს ანგარიშის ან პირადი ნომრით ან განახორციელო საბიუჯეტო გადარიცხვა; ისეთ ანგარიშზე თანხის გადარიცხვისას, რომელზეც უკვე შესრულებული გაქვს გადარიცხვის ოპერაცია, აღარ არის საჭირო ერთჯერადი კოდით დადასტურება;

4. ვალუტის კონვერტაცია

აპლიკაციით შესაძლებელია თანხის კონვერტაცია mBank-ის სპეციალური შეღავათიანი კურსით;

5. საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილება და ერთჯერადი კოდების მიღება ელფოსტით

მარტივად შეგიძლია საკუთარი საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილება და ერთჯერადი კოდების მისაღებ არხად სასურველი ტელეფონის ნომრისა თუ ელფოსტის მითითება;

6. PLUS-ების გადაცვლა

PLUS-ებს გადაცვლი PLUS კატალოგის განსაკუთრებულ საჩუქრებზე, მობილურის, კომუნალურის ან ტრანსპორტის ბალანსზე;

7. Swipe ოპერაციები

ოპერაციებში თითოეულ ტრანზაქციაზე შეგიძლია გა-swipe-ება და სხვადასხვა ქმედების განხორცილება: ქვითრის გაზიარება; კონკრეტული გადახდის/გადარიცხვის დამატება ავტომატურ გადახდებში/გადარიცხვებში; შაბლონად შენახვა; ოპერაციის გამეორება; უკან გადარიცხვა ჩარიცხვის ოპერაციაზე;


გაიაქტიურებ შემდეგ სერვისებსა და პროდუქტებს:
 

1. SMS სესხი

აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის SMS სესხების აქტივაცია: სამომხმარებლო სესხი, ბიზნეს SMS სესხი, Express სესხი;
 

2. ანაბარი

სწრაფად და მარტივად გახსნი ანაბარს შენთვის მოსახერხებელი პირობით და დააგროვებ თანხას შენი მიზნისთვის;

 

3. სადებეტო ბარათი

შეუკვეთავ სადებეტო ბარათს არსებულ ან ახალ ანგარიშზე; 

 

4. ავტომატური გადახდები და ავტომატური გადარიცხვები

შეგიძლია წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით გადახდისა და გადარიცხვის ოპერაციის დაგენერირება;

 

5. SMS და PUSH შეტყობინებების მართვა

თავად შეგიძლია განსაზღვრო ის ოპერაციები, რაზეც გსურს შეტყობინების მიღება: გადახდებზე, გადარიცხვებზე, ჩარიცხვებზე და ა.შ;

 

6. ელექტრონული ყულაბა

გაიაქტიურებ ელექტრონულ ყულაბას შენთვის სასურველ მოცულობაზე და ოპერაციების შესრულებისას დააგროვებ თანხას ანაბარზე;

 

7. ბარათის დაცვა

შეგიძლია ბარათის დაცვის სერვისის სასურველი პაკეტის გააქტიურება ბარათის „დეტალებიდან“;

 

8. 3D უსაფრთხოება

საკუთარ ბარათებზე ჩაირთავ დამატებითი უსაფრთხოების სერვისს და შემდგომში ონლაინგადახდებს დაადასტურებ ერთჯერადი SMS კოდით;

 
ჩამოტვირთეთ mBank-ი უფასოდ App Store-იდან და Google Play Store-იდან
 
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: mbank.ge