სწრაფი ნავიგაცია

13 მარტი
2020
ინიციატივა საქართველოს ბანკისა და SOLO-სგან
საქართველოს ბანკი და SOLO შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბანკი, ახალი ინიციატივით გამოდის. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირების მიზნით SOLO მომხმარებელ ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე 3-თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.  
 
13 მარტიდან, 3 თვის განმავლობაში SOLO მომხმარებლები, რომლებსაც სესხის მომსახურების გადახდა უწევდათ, ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას 13 ივნისამდე გადაავადონ ყოველთვიური გადასახადი. 
 
ეს შეღავათი ვრცელდება ყველა სესხზე: იპოთეკა, სამომხმარებლო, განვადება, საკრედიტო ბარათი, იმ ვალუტაში რა ვალუტაშიც არის გაცემული სესხი.
 
ბანკი მომავალი კვირიდან დაიწყებს შესაბამისი პროცედურების გატარებას და ეტაპობრივად მოხდება მომხმარებლის ინფორმირება, რისთვისაც არ არის საჭირო ბანკში ვიზიტი.
 
იმ შემთხვევაში, თუ SOLO მომხმარებელს არ სურს ამ შეღავათით სარგებლობა, ბანკის მხრიდან მასთან განხორციელებული კომუნიკაციის შემდეგ, ის უნდა დაუკავშირდეს SOLO ბანკირს, ან დარეკოს ქოლცენტრში: 032 2 444 400