სწრაფი ნავიგაცია

05 მაისი
2020
ლენი კრავიცის კონცერტის ახლი თარიღი

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ლენი კრავიცის, კონცერტის ახალი თარიღი უკვე ცნობილია და ის 2021 წლის 29 მაისს თბილისში ისევ მსოფლიო ტურის − Here to Love-ის − ფარგლებში გაიმართება.

თუ ბილეთი შეძენილი გაქვთ, SOLO-ს გადაწყვეტილებით ის მოქმედი რჩება და მომავალ წელს კონცერტზე დასასწრებად გამოიყენებთ. ასევე, 7 მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე გეძლევათ ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობაც.

 

ხშირად დასმული კითხვები:

როდის გაიმართება ლენი კრავიცის კონცერტი?

კონცერტის გამართვის ახალი თარიღია 2021 წლის 29 მაისი

იქნება თუ არა მოქმედი ჩემ მიერ შეძენილი ბილეთი  2021 წელს კონცერტზე დასასწრებად?

რა თქმა უნდა, თქვენი ბილეთი მოქმედი იქნება

რატომ გადაიდო ლენი კრავიცის კონცერტი?

კონცერტი გადაიდო მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო და COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით

ვისი ინიციატივით გადაიდო ლენი კრავიცის კონცერტი?

კონცერტი გადაიდო თავად არტისტისა და ჩვენი შეთანხმების საფუძველზე

დამიბრუნდება თუ არა ბილეთ(ებ)ის თანხა?

რა თქმა უნდა, 7 მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე თქვენ ბილეთების დაბრუნების შესაძლებლობა ნებისმიერ დროს გეძლევათ.

პროცესი ასეთია:

Tkt.ge-ზე შეძენილი ბილეთების დასაბრუნებლად:

  • • ეწვიეთ tkt.ge-ზე თქვენს გვერდს
  • • დააჭირეთ შეძენილ ბილეთ(ებ)ს
  • • შემდეგ კი „დაბრუნების“ ღილაკს და თანხა დაგიბრუნდებათ tkt.ge-ს ბალანსზე
  • • თუ გსურთ თანხის ანგარიშზე დაბრუნება, დააჭირეთ შესაბამის ღილაკს და 24 საათის განმავლობაში ის თქვენს ანგარიშზე აისახება
  • • თუ ბარათი, რითაც შეიძინეთ, ვადაგასულია, ახალი ანგარიშის ნომრის შეყვანა დაგჭირდებათ

 ბანკირთან ან პირად ასისტენტთან შეძენილი ბილეთების დასაბრუნებლად კი:

მოგვწერეთ lenny@solo.ge-ზე ან დაუკავშირდით SOLO ბანკირს და მოგვაწოდეთ შემდეგი ინფორმაცია: 

  • • პირადობის მოწმობის ასლი
  • • ანგარიშის ნომერი
  • • ნაყიდი ბილეთ(ებ)ი

 გაითვალისწინეთ, ბილეთ(ებ)ის დასაბრუნებლად აუცილებელია მოგვმართოს იმ მომხმარებელმა, ვის სახელზეცაა ბილეთი გატარებული.