სწრაფი ნავიგაცია

ჩვენ შესახებ

  • ჩვენ საქართველოში ლიდერი უნივერსალური ბანკის ნაწილი ვართ. ,,საქართველოს ბანკის'' ჯგუფი ეს არის: ქვეყნის უმსხვილესი კორპორაციული ბანკი, ნომერ პირველი საბროკერო კომპანია, წამყვანი სავაჭრო და აქტივების მართვის ბიზნესი, უმაღლესი დონის საინვესტიციო ბანკინგი, ლიდერი სადაზღვევო ბიზნესში და ასევე უაღრესად პროგრესული IT და რისკების მართვის ინფრასტრუქტურა. 
  • ჩვენი მომხმარებლების უმრავლესობა ბიზნესის მფლობელია. მომხმარებელი ჩვენი უმთავრესი კაპიტალია. მათი უმრავლესობა  ბიზნესმენია საქართველოში ან უცხოეთიდან. ვაცნობიერებთ, რომ მომხმარებლების საჭიროებები იცვლება მათი ბიზნესის განვითარებასთან ერთად. ჩვენ მუდმივად ვპასუხობთ ამ ცვალებად მოთხოვნებს გადაწყვეტილებების მთელი სპექტრის შეთავაზებით დანაზოგების დაგროვებიდან კრედიტების ხელმისაწვდომობის ჩათვლით, ისევე, როგორც ამ ორი შეთავაზების კომბინაციას.  
  • წარმომადგენლობითი ოფისები საქართველოს ფარგლებს გარეთ. დღეისათვის ჩვენ ვასრულებთ ოპერაციებს წარმომადგენლობითი ოფისების საშუალებით აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და დიდ ბრიტანეთში. ამასთან, დაგეგმილი გვაქვს მეტი წარმომადგენლობის გახსნა სხვა რეგიონებშიც. ,,საქართველოს ბანკის" უნიკალური შეთავაზება სტაბილურობასა და მიმზიდველ ამონაგებთან ერთად არის შესაძლებლობების ის ნიშა, რომელსაც მრავალი უცხოელი მომხმარებელი ძალიან მიმზიდველად აღიქვამს (დღეის მდგომარეობით ,,საქართველოს ბანკის" აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის სამსახურში მოზიდული სახსრების 70%-ზე მეტი უცხოური კაპიტალია). 
  • საერთაშორისო დონეზე ჩვენ ვპოზიციონირდებით, როგორც შესაძლებლობების ნიშა მოვახდინოთ კაპიტალის დივერსიფიცირება რისკი/ამონაგების მიმზიდველი შეფარდებით.  ჩვენ საქართველოს საფინანსო სექტორის უდავო ლიდერები ვართ.
  • პირადი ბანკირების მოტივაცია ყოველთვის მომხმარებლების ინტერესებს ემთხვევა. პირადი ბანკირების (ისევე, როგორც მთელი დეპარტამენტის) მოტივაცია მუდმივად ემთხვევა მომხმარებლების ინტერესებს. პირადი ბანკირების ანაზღაურება დამოკიდებულია მომხმარებელთა კმაყოფილებაზე (ბანკში განთავსებული თანხების ოდენობა და ხანგრძლივობა) და არა მიღებული მომსახურებისა და საკომისიო გადასახადებზე, როგორც ბანკების უმეტეს შემთხვევაში ხდება. გაითვალისწინება მხოლოდ გაწეული საფინანსო მომსახურების (საბანკო, საბროკერო, დაზღვევა, საინვესტიციო ბანკინგი, FX ოპერაციები) ხარისხი და არა ამ მომსახურებებიდან მიღებული შემოსავლების ოდენობა.
  • სიამოვნებით წარმოგიდგენთ ,,საქართველოს ბანკის" უაღრესად პროგრესულ IT და ოპერაციული რისკების მართვის პლატფორმებს. ჩვენ ვიყენებთ ,,საქართველოს ბანკის" უაღრესად დახვეწილ საინფორმაციო ტექნოლოგიასა და ოპერაციული რისკების მართვის სისტემას, საჭიროების შემთხვევაში კი მათ სპეციალური დანამატებით უზრუნველვყოფთ.

,,საქართველოს ბანკის" აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის სამსახური 2005 წლიდან ემსახურება ყველაზე წარმატებულ, შეძლებულ პირებსა და მათს ოჯახებს მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან.

გამორჩეული კორპორაციული მმართველობა, სრული გამჭვირვალობა, ფინანსური სიძლიერე და ,,საქართველოს ბანკის" ბრენდი თქვენთვის და თქვენი ბიზნესისთვის სანდო და პროფესიული მომსახურების დამატებით გარანტიებს წარმოადგენს. ჩვენ ვაფასებთ თქვენს ლოიალობას, რაც, ვფიქრობთ, ჩვენ მიერ გაწეული უმაღლესი კლასის მომსახურებით, მუდმივად განახლებადი უნიკალური შეთავაზებებითა და თქვენი ფინანსების გონივრული განთავსებითაა განპირობებული.

  • მომხმარებლის ინტერესები უპირველეს ყოვლისა! უმაღლესი დონის სტანდარტები, სერვისის ხელმისაწვდომობა მსოფლიოს მასშტაბით და პერსონალური, ფრთხილი მიდგომა თითოეული კლიენტისადმი, მომხმარებლების ლოიალობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს;
  • მომხმარებელსა და პირად ბანკირს შორის ნდობა ფუნდამენტურია ჩვენი ბიზნესის წარმატებისათვის – პირადი ბანკირების პროფესიონალიზმი და ერთგულება ამ ნდობის გაღრმავებას ემსახურება;
  • გრძელვადიანი პარტნიორობის შენარჩუნება მხოლოდ პარტნიორებისათვის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობით არის შესაძლებელი;
  • სრული გამჭვირვალობა – არანაირი დაფარული მოსაკრებელი, საკომისიო თუ სხვა გადასახადი;
  • ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც სრულიად პასუხობს მომხმარებლის მოთხოვნებს – ჩვენ არ ვყიდით მზა გადაწყვეტილებებს. ჩვენი შეთავაზებები ინდივიდუალურ მოთხოვნებზეა მორგებული.  

 

საქართველოს ბანკის აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის სამსახური ემსახურება დაახლოებით 1000 მომხმარებელს მსოფლიოს 60 მეტი ქვეყნიდან. პირადი ბანკირების მიერ ჩვენი კლიენტებისთვის მომსახურების გაწევისას გამოჩენილი უმაღლესი პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობის შედეგად ჩვენი მომხმარებლების (ჩვენ მიერ მართული) კაპიტალი ბოლო 5 წლის განმავლობაში 438%-ით (40% CAGR) გაიზარდა.

თუ გსურთ გახდეთ ,,საქართველოს ბანკის"  აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის სამსახურის მომხმარებელი, მიჰყევით ბმულს „ინტერესის გამოხატვა“ ან დაგვიკავშირდით ელექტრონულ მისამართზე – wm@bog.ge


თქვენთან საბანკო ურთიერთობისას ჩვენ მუდამ ამ პრინციპების ერთგულები ვართ!