სწრაფი ნავიგაცია

American Express ბარათები გამოირჩევა ფინანსური მოქნილობით, სანდოობითა და მათ მიერ მონიჭებული კომფორტით. მრავალწლიანი პარტნიორობა American Express-სა და ,,საქართველოს ბანკს" შორის მჭიდრო თანამშრომლობაში გადაიზარდა. ,,საქართველოს ბანკს" აქვს American Express-ის გამოშვებისა და შეძენის ექსკლუზიური უფლება. ჩვენ გვეამაყება, რომ ქართველი მომხმარებლის უმრავლესობა, რომელიც არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრივილეგირებული ბარათის –American Express Centurion-ის – მფლობელი, ელიტურ საფინანსო კლუბს ,,საქართველოს ბანკის" დახმარებით შეუერთდა. ჩვენ მოგიწოდებთ გამოიყენოთ ეს პრივილეგიები და აირჩიოთ თქვენთვის საუკეთესო ბარათი.

American Express Green-ი გამოირჩევა ფინანსური მოქნილობით, სანდოობითა და კომფორტულობით, რაც საერთოა American Express-ის ბრენდებისთვის;

American Expess Gold-ი არის მაღალი ლიმიტის მქონე ბარათი, რომელიც გამოირჩევა პერსონალური სერვისებით, როგორებიცაა, მაგალითად, მოგზაურობის დაგეგმვა და ასევე მრავალი სხვა უპირატესობა მათთვის, ვინც არის ამ ბარათის აქტიური მომხმარებელი;   

American Express Platinum-ი არის ექსკლუზიური ბარათი განსაკუთრებული მომხმარებლებისთვის. Platinum-ი გთავაზობთ განსაკუთრებულ სამოგზაურო პრივილეგიებს, რომელთა გაზიარებაც შეგიძლიათ მეგობრებისთვის და/ან ოჯახის წევრებისთვის;

American Express Centurion-ი ელიტური ტიპის ბარათია და მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური მოწვევის საფუძველზე. Centurion ბარათთან ერთად თქვენ ხდებით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კლუბის წევრი და უერთდებით იმ ადამიანების ჯგუფს, რომელთაც ერგოთ პრივილეგია და პატივი გამხდარიყვნენ Centurion ბარათის მფლობელები; 

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი პირადი ბანკირი მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას ,,საქართველოს ბანკისა" და American Express-ის საერთო პროდუქტებზე და დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გასაკეთებლად.