სწრაფი ნავიგაცია

საქართველოს ბანკი ემსახურება 2.2  მილიონ მომხმარებელს, აქვს საქართველოში სერვისცენტრების ერთ–ერთი ყველაზე ფართო ქსელი (279 სერვისცენტრი), საქართველოში ბანკომატების ყველაზე ფართო ქსელი (813 ბანკომატი), 2,723 თვითმომსახურების ტერმინალი, დისტანციური საბანკო მომსახურების სრული პაკეტი და 24 საათიანი თანამედროვე სატელეფონო ცენტრი.

რეიტინგები

  • Moody’s: ‘B1/NP’ (FC) & ‘Ba3/NP’ (LC)
  • Fitch Ratings: ‘BB-/B’


სათავო ოფისი

გაგარინის ქუჩა 29ა, თბილისი 0106, საქართველო.


თანამშრომლების რიცხვი

საქართველოს ბანკში დასაქმებულია 5,183 თანამშრომელი.


მთლიანი აქტივები

10,679 მილიონი ლარი.
 

კლიენტთა დეპოზიტები

5,592  მილიონი ლარი.


სააქციო კაპიტალი

1,436 მილიონი ლარი.   
 

წმინდა სესხები

6,471 მილიონი ლარი  


შემოსავალი

221 მილიონი ლარი
 

მოგება

87 მილიონი ლარი
 

აქციონერები

საქართველოს ბანკის სააქციო კაპიტალის 99.52%-ს ფლობს „ბიჯეო ჯგუფი“ (BGEO Group PLC). „ბიჯეო ჯგუფის“ აქციები განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში და ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟის ძირითად ბაზარზე. „ბიჯეო ჯგუფი“ ასევე შედის ლონდონის საფონდო ბირჟის ინდექსის, FTSE 250-ის კომპანიათა ჩამონათვალში.

„ბიჯეო ჯგუფის“ აქციების 94%–ს ფლობენ წამყვანი ინსტიტუციონალური ინვესტორები ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა: დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, აშშ, კანადა, სკანდინავიის ქვეყნები, ლუქსემბურგი და სხვ.

„ბიჯეო ჯგუფის“ ყველაზე მსხვილი აქციონერები არიან:
 

  • Harding Loevner  Management LP 8.13%
  • Schroders Investment Management 4.45%
  • Artemis Investment Management 3.63%
  • Westwood International Advisors 3.36%
  • JP Morgan Asset Management 3.31%
  • LGM Investments Ltd 3.22%

 

სამეთვალყურეო საბჭო

საქართველოს ბანკის კორპორაციული მართვა შესაბამისობაშია დიდი ბრიტანეთის კორპორაციული მართვის მომთხოვნ კოდექსთან. საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო აყალიბებს კომპანიის სტრატეგიულ მიმართულებას და ზედამხედველობას უწევს კომპანიის მენეჯმენტის მუშაობას. საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო არააღმასრულებელია და ბანკის დირექტორთა საბჭოსგან დამოუკიდებელია. სამეთვალყურე საბჭო კონსტრუქციულ ოპონირებას უწევს დირექტორთა საბჭოს და აკონტროლებს მენეჯმენტის მიერ სტრატეგიის შესრულებას. 
საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო შედგება რვა წევრისგან, რომელთაგან შვიდი დამოუკიდებელია.
 


საბანკო მომსახურება – მიმართულებები

საცალო საბანკო მომსახურება: საქართველოს ბანკი ქვეყანაში ყველაზე მსხვილი საცალო საბანკომომსახურების მიმწოდებელი ბანკია და ემსახურება 1 მლნ 546.8 ათას მომხმარებელს.

საქართველოს ბანკის საცალო საბანკო მომსახურება, სთავაზობს მომხმარებელს ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა: მიმდინარე და შემნახველი ანგარიშები, ანაბრები, ფულადი გზავნილები, იპოთეკური სესხები, სამომხმარებლო სესხები, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის სესხები, განვადება, ავტოსესხი, საკრედიტო ბარათები, ლომბარდის მომსახურება და სხვ.

SOLO: სრულიად ახალი სიტყვაა პრემიალური საბანკო მომსახურების სეგმენტში. SOLO კონცეფციის მთავარ იდეას წარმოადგენს ის, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ შევქმენით – დიზაინი, მომსახურება თუ დამოკიდებულება, აწყობილია SOLO მომხმარებლის მოლოდინების გარშემო. SOLO მომხმარებელი არის ყველა მოვლენის ცენტრში, სარგებლობს პრივილეგირებული საბანკო მომსახურებითა თუ სერვისებით და იზიარებს SOLO LIFESTYLE-ის უსაზღვრო შესაძლებლობებს. იმისთვის, რომ მომხმარებელი გახდეს SOLO კლიენტი, მისი ყოველთვიური შემოსავალი უნდა შეადგენდეს მინ. 3,000 ლარს, ან ქონდეს ვადიანი ანაბარი საქართველოს ბანკში მინ. 20,000 ლარის ოდენობით. სადღეისოდ SOLO ემსახურება 21,700 მომხმარებელს.

Express Bank-: Express Bank-ის მიზანია ნებისმიერ მომხმარებელს გაუღოს კარი და გაუმარტივოს ბანკთან ურთიერთობა. Express Bank-ში მომხმარებელს ყველაზე სწრაფ მომსახურებას და მხოლოდ ძირითად, აუცილებელ თუ ნაცნობ საბანკო პროდუქტებს ვთავაზობთ. სადღეისოდ, Express Bank-ი ემსახურება 488,6 ათას მომხმარებელს.


კორპორაციული საინვესტიციო საბანკო მომსახურება:

საქართველოს ბანკი ქვეყანაში კორპორატიული სექტორის ყველაზე მსხვილი დამფინანსებელია. 
საქართველოს ბანკის კორპორატიული საბანკო მომსახურება კომპანიებს სთავაზობს სპეციალურად მათთვის გამოყოფილი კორპორატიული ბანკირების მომსახურებას, რომლებიც განაწილებული არიან ეკონომიკის დარგების მიხედვით და ზედმიწევნით იცნობენ შესაბამისი ინდუსტრიის სპეციფიკას. სასესხო მომსახურების გარდა, საქართველოს ბანკი სთავაზობს კომპანიებს ვაჭრობის ფინანსირებას და, ასევე, ლიზინგის მომსახურებას, შვილობილის „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ მეშვეობით. 

კორპორაციული საინვესტიციო საბანკო მომსახურება ასევე მოიცავს დაგროვილი ქონების მართვასა და საქართველოს ბანკის საბროკერო მიმართულებას, „გალტ & თაგგარტს“. დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება განკუთვნილია მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის, რომელთაც ბანკი თავაზობს პირადი ბანკირის მომსახურებასა და საერთაშორისო საინვესტიციო პროდუქტებს, ბანკის წარმომადგენლობების მეშვეობით: თელ ავივში, ლონდონში, ბუდაპეშტსა და სტამბოლში. „გალტ & თაგგარტი“ აერთიანებს კორპორაციულ საკონსულტაციო მომსახურებას, კერძო კაპიტალისა და საბროკერო მომსახურებას.
 

 

წარმოდგენილი მონაცემები განახლებულია 2017 წლის 31 მარტის მდგომარეობით.