მედალში ერთიანდება აქტივობები, რომლის შესრულებითაც საჩუქრებს და სხვადასხვა უპირტესობებს მიიღებ
ხშირად დასმული კითხვები
მედლების სივრცე მობილბანკში
რა არის მედალი?
რამდენი სახის მედალია?
- სტატუსის მედალი, რომლის მოპოვებასაც პროდუქტების აქტივაციით და ყოველთვიურად კონკრეტული რაოდენობის გადახდებით შეძლებ. ყველა სტატუსს შესაბამისი უპირატესობა მოყვება
- საჩუქრის მედალი, რომლის მოპოვებასაც ყოველდღიური საბანკო აქტივობების შესრულებით შეძლებ. ყველა მედალს შესაბამისი ერთჯერადი საჩუქრი მოყვება
როგორ მოვიპოვო საჩუქრის მედალი?
საჩუქრის მედლის მისაღებად საჭიროა კონკრეტული აქტივობების შესრულება, რის შემდეგაც მიიღებ შესაბამის საჩუქარს. შეგიძლია წინასწარ დაათვალიერო მედლები და აირჩიო, რომელი აქტივობა უფრო გამოგადგება და რომელი საჩუქარი გირჩევნია. შესრულების თანმიმდევრობა არ არის განსაზღვრული და არც რაოდენობრივად ხარ შეზღუდული — ერთდროულად რამდენი მედალიც გინდა იმდენი შეგიძლია მოიპოვო
რა საჩუქრების მიღება შემიძლია და აქვს თუ არა საჩუქრებს გამოყენების ვადა?
მედლების მოპოვებით შეგიძლია მიიღო PLUS ქულები, ფასდაკლების ვაუჩერები, ქეშბექები და სხვა საჩუქრები. ზოგ საჩუქარს აქვს გამოყენების ვადა - მაგალითად, ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია განსაზღვრული დროის განმავლობაში.
ყველას ერთნაირი მედლები აქვს?
მედლები მორგებულია მომხმარებლის აქტივობასა და მის საჭიროებებს. შესაბამისად, შესაძლოა მომხმარებლებს ერთმანეთისგან განსხვავებული მედლები გამოუჩნდეთ
როგორ მოვიპოვო სტატუსის მედალი?
როგორც კი მომხმარებელი საქართველოს ბანკში ანგარიშს ხსნის, დამწყების (STARTER) სტატუსი ენიჭება. თუმცა უკეთესი სტატუსის მოპოვებას პროდუქტების აქტივაციისა და გადახდების შედეგად მიღებული ვარსკვლავებითაა შესაძლებელი. ყველა სტატუსს მოყვება შესაბამისი უპირატესობები, როგორიცაა გადახდისას მეტი PLUS ქულის დაგროვება, ფასდაკლება ევექსის კლინიკებში და სხვა. რაც უფრო მეტ აქტივობას შეასრულებ და მეტ ვარსკვლავს დააგროვებ, მით უფრო უკეთეს სტატუსს მიიღებ და უკეთესი უპირატესობებით ისარგებლებ
პოპულარული კითხვები
რამდენი ნაკრები არსებობს და რა შედის თითოეულში?
შეგიძლია ჩართო მცირე მოცულობის ნაკრები S, რაშიც შედის:
- მულტისავალუტო ანგარიში (ლარი, დოლარი, ევრო, ფუნტი)
- Mastercard ან Visa ბარათი
- PLUS ბარათი
- ციფრული ბარათი
- SMS ბანკი
- ავტომატური გადახდა
- ავტომატური გადარიცხვა
ან ისარგებლო საშუალო მოცულობის M ნაკრებით, რაც მოიცავს S ნაკრებში შემავალ პროდუქტებს და დამატებით გთავაზობს:
- ბარათის დაცვას (სტანდარტი)
- 3 000 ლარიან ტრანზაქციულ ლიმიტს (გადახდები დისტანციური არხებით, ლარის განაღდება სადებეტო ბარათით საქართველოს ბანკის ბანკომატიდან)
დიდი მოცულობის ნაკრების, L-ის, შემთხვევაში ისარგებლებ S ნაკრებში შემავალი პროდუქტებითა და დამატებით:
- ბარათის დაცვით (სტანდარტ+)
- 10 000 ლარიანი ტრანზაქციული ლიმიტი (გადახდები დისტანციური არხებით, ლარის, დოლარისა და ევროს განაღდება სადებეტო ბარათით საქართველოს ბანკის ბანკომატიდან)
- 10%-იანი ფასდაკლება PLUS ქულებით გადახდისას
- მხოლოდ ნაკრების ფარგლებში. 10%-იანი ფასდაკლება დაემატება PLUS ქულებთან დაკავშირებულ უკვე არსებულ აქციებსაც (ჯამური ფასდაკლება მაქს. 50%-მდე)
- 2X PLUS ქულა AmEx PLUS ბარათით სუპერმარკეტებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე. გაორმაგებით თვეში მაქს. 10,000 PLUS ქულას მიიღებ
- ნებისმიერი ბანკის ბანკომატიდან თანხის გამოტანის 10,000-ლარიანი დღიური ლიმიტი, თითო სადებეტო ბარათზე
როგორ შევუკვეთო ბარათი?
პლასტიკური და ციფრული ბარათის შეკვეთა შეგიძლია ჩვენი ვებგვერდიდან მხოლოდ პირადი ნომრით, ასევე ინტერნეტ და მობილბანკიდან და ჩვენი ნებისმიერი ფილიალიდან
როგორ გადმოვწერო მობილბანკი?
გადმოწერე მობილბანკი შენს ტელეფონში APP Store-დან ან Google Play-დან
რა არის საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლათფორმა?
პირველად საქართველოში, საქართველოს ბანკის მობაილბანკით შენ უკვე შეგიძლია მინიმალური თანხით დაიწყო თანხის ინვესტირება და შეიძინო საერთაშორისო კომპანიების აქციები თუ სხვა ფასიანი ქაღალდები ძალიან მარტივად. საქართველოს ბანკის ახალი პლატფორმით შეგიძლიათ ივაჭროთ ამერიკის ბირჟებზე (NASDAQ, NYSE) 4,500-მდე ფასიანი ქაღალდით, მათ შორის აქციებით, ETF-ებით, ADR-ებით და REIT-ები. ჩვენს პლატფორმაზე ხელმისაწვდომია მხოლოდ ის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
- უნდა იყოს განთავსებული ამერიკულ საფონდო ბირჟებზე;
- საბაზრო კაპიტალიზაცია უნდა აღემატებოდეს 300 მილიონ დოლარს;
- საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობა მინიმუმ $1.0 მილიონი და 100,000 ცალი.
ინვესტიციების პლატფორმაზე ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი მცირე ღირებულების (Penny stocks) აქციები, ოფციონები, ობლიგაციები ან საპაიო საინვესტიციო ფონდები.
შემიძლია თუ არა PLUS ქულების გადაცვლა მობილბანკით?
მობილბანკით შეგიძლია გადაცვალო PLUS ქულები მობილურის ან სატრანსპორტო ბალანსზე, გადაიხადო კომუნალური ან სხვა გადასახადები. PLUS კატალოგის შეთავაზებებზე გადაცვლა კი შესაძლებელია ვებგვერდიდან − plus.ge
როგორ გავხსნა ანაბარი?
ანაბრის გახსნა შეგიძლია ჩვენი ვებგვერდიდან, ინტერნეტ ან მობილბანკიდან და ჩვენი ფილიალებიდან.