ნაწილ-ნაწილ
ნახე ხელმისაწვდომი თანხა მობილბანკში
ხშირად დასმული კითხვები
რა ღირებულების გადახდა შემიძლია ნაწილ-ნაწილ?
როგორ გადავიხადო ნაწილ-ნაწილ?
ნაწილ-ნაწილ გადახდისთვის სისტემაში შესასვლელად არ მახსოვს მომხმარებლის სახელი და პაროლი, როგორ აღვადგინო?
ნაწილ-ნაწილ გადახდას საკომისიო აქვს?
ფასდაკლებულ ნივთებზე ვისარგებლებ ნაწილ-ნაწილ გადახდით?
ბანკს რაში აწყობს ასეთი გადახდის მეთოდი თუ ფასს არაფერი ემატება?
რამე წინასწარი პროცედურის გავლაა საჭირო?
განვადებისგან რითი განსხვავდება ნაწილ-ნაწილ გადახდა?
- განვადება ნივთის ღირებულებას დამატებულ ხარჯებს ნიშნავს, ნაწილ-ნაწილ კი ზუსტად იგივე ფასს იხდი, რასაც ერთიანად ფულით ან ბარათით გადაიხდიდი.
- ნაწილ-ნაწილ გადახდას მომხმარებელი ახორციელებს წინასწარ ხელმისაწვდომი თანხის გაგებითა და სალაროსთან ბარათის პოს ტერმინალზე დადებით.
- განსხვავებული ლიმიტები - განვადების ხელმისაწვდომი თანხა შეადგენს 15 000 ლარს, ნაწილ-ნაწილ - 5000 ლარს.
- ნაწილ-ნაწილ არის გადახდის მეთოდი რომელსაც ზუსტი პირობები აქვს, როგორიცაა - თანხის მაქსიმალური ლიმიტი და კონკრეტული ვადა, 4 ან 6 თვე. განვადებით სარგებლობის დროს მომხმარებელი კი თავად ირჩევს განვადების პირობებსა და ვადებს - 3 თვიდან 48 თვემდე.
გაიგე შენი ლიმიტი და ისარგებლე 0%-იანი განვადებით
ნაწილ-ნაწილ გადახდა − შენაძენი 4 ნაწილად, 0%-ად
საქართველოს ბანკი გთავაზობთ გადახდის თანამედროვე და მოქნილ მეთოდს − ნაწილ-ნაწილ გადახდას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, შეიძინო სასურველი ნივთი ან მიიღო მომსახურება და მისი ღირებულება ყოველგვარი ზედმეტი დანამატის გარეშე გაყო 4 ტოლ ნაწილად. შენ იხდი ზუსტად იმდენს, რამდენიც პროდუქტი ღირს. ეს არის მარტივი გზა, მართო შენი ფინანსები ჭკვიანურად და არ გადადო სასურველი შენაძენი
ნაწილ-ნაწილ გადახდის პრინციპი და უპირატესობები
ნაწილ-ნაწილ არ არის კლასიკური სამომხმარებლო სესხი. ეს არის გადახდის მეთოდი, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს, შენაძენის ღირებულება გადაანაწილო დროში. მისი მთავარი უპირატესობა ეფექტური 0%-ია, რაც ნიშნავს, რომ შენ არ იხდი არანაირ პროცენტს ან საკომისიოს
- ღირებულების 4 ნაწილად გადანაწილება − პროდუქტის სრული ფასი იყოფა 4 თანაბარ ნაწილად
- პირველი გადახდა − შეძენისას არაფერს იხდი
- დანარჩენი 3 ნაწილი − დარჩენილი სამი ნაწილი ავტომატურად ჩამოგეჭრება შენი ანგარიშიდან მომდევნო 3 თვის განმავლობაში
- ეფექტური 0% − არანაირი ფარული ხარჯი, პროცენტი ან დამატებითი საკომისიო
შენი პირადი განაწილების ლიმიტი მობილბანკში
ამ სერვისით სარგებლობისთვის ყველა მომხმარებელს აქვს წინასწარ განსაზღვრული, ინდივიდუალური განაწილების ლიმიტი. შენი ლიმიტის ნახვა და მართვა შეგიძლია ნებისმიერ დროს, პირდაპირ მობილბანკიდან. ლიმიტი დინამიურია და დამოკიდებულია შენს საბანკო აქტივობაზე. მისი გაზრდა შესაძლებელია დროთა განმავლობაში
როგორ გავააქტიუროთ განაწილების ლიმიტი
თუ ჯერ არ გაგიაქტიურებია განაწილების ლიმიტი, ამის გაკეთება ძალიან მარტივია. მიჰყევი ინსტრუქციას:
- გახსენი საქართველოს ბანკის მობილბანკი
- მთავარ გვერდზე იპოვე და დააჭირე ღილაკ „მეტს“
- აირჩიე მენიუ „ნაწილ-ნაწილ“
- ნახე შენთვის ხელმისაწვდომი ლიმიტი და საჭიროების შემთხვევაში გაიაქტიურე ერთი ღილაკით
ლიმიტის გააქტიურების შემდეგ შენ მზად იქნები ისარგებლო ნაწილ-ნაწილ გადახდის სერვისით
განაწილების პარტნიორები − სად შეიძლება გადავიხადოთ
საქართველოს ბანკს ჰყავს ასობით განაწილების პარტნიორი, რაც საშუალებას გაძლევს, ამ სერვისით ისარგებლო მრავალფეროვან ობიექტებში. შეგიძლია შეიძინო ტექნიკა, ტანსაცმელი, ავეჯი და სხვა. გადახდა შესაძლებელია როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ასევე ონლაინ