საქართველოს ბანკი უშვებს სადეპოზიტო სერტიფიკატებს ეროვნულ (სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატი) და უცხოურ (არასტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატი) ვალუტებში რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ. სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატის მომსახურების პირობები ეფუძნება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულებას“
სადეპოზიტო სერტიფიკატი არის საბანკო დეპოზიტი (ანაბარი) რომელიც წარმოადგენს ბანკის ვალდებულებას სერტიფიკატის პირობით გათვალისწინებულ დღეს სერტიფიკატის მფლობელს გადაუხადოს სერტიფიკატით გათვალისწინებული თანხა. საბანკო დეპოზიტისგან განსხვავებით, სადეპოზიტო სერტიფიკატის მფლობელს უფლება აქვს გაასხვისოს სერტიფიკატი მისი ვადის გასვლამდე ნებისმიერ დღეს.
საქართველოს ბანკი უშვებს ორი ტიპის სადეპოზიტო სერტიფიკატს - დისკონტური და საპროცენტო.
დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატი არის სერტიფიკატი რომლის ნომინალური ღირებულება განისაზღვრება შეძენისთანავე და კლიენტი გარანტირებულია მის მიღებაში ვადის ბოლოს. იგი იყიდება დისკონტით (შეღავათით) მის ნომინალურ ღირებულებასთან შედარებით. სერტიფიკატის მფლობელი დაფარვის ვადის დადგომისას იღებს ნომინალის ტოლ თანხას. სხვაობა ნომინალსა და შესყიდვის ფასს შორის წარმოადგენს მფლობელის შემოსავალს (სარგებელს).
საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატი არის სერტიფიკატი რომლის ნომინალის ღირებულება განისაზღვრება შეძენისთანავე და კლიენტი გარანტირებულია მის მიღებაში ვადის ბოლოს. სარგებლის სახით კლიენტი ყოველთვიურად იღებს სერტიფიკატზე დარიცხულ თანხას. სერტიფიკატის მფლობელი დაფარვის ვადის დადგომისას იღებს ნომინალის ტოლ თანხას.
სადეპოზიტო სერტიფიკატის გამოშვების მინიმალური ოდენობაა 10,000 ლარი ან ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში. სადეპოზიტო სერტიფიკატის დაფარვისას (ვადის გასვლისას) სადეპოზიტო სერტიფიკატის რეგისტრაციის სერვის ცენტრიდან სერტიფიკატის თანხის განაღდება უფასოა, ხოლო სხვა შემთხვევაში განაღდების საკომისიო განისაზღვრება, განაღდების მომენტში ბანკში მოქმედი მიმდინარე ანგარიშიდან თანხის განაღდების სტანდარტული ტარიფით; სადეპოზიტო სერტიფიკატის გასხვისების საკომისიო განისაზღვრება გასხვისებული სერტიფიკატის ღირებულების 0.1%, მინიმუმ 20 ლარით.
სადეპოზიტო სერტიფიკატების ფასები
|
ვალუტა
|
ტიპი
|
ვადა
|
ყიდვა
|
გაყიდვა
|
განახლების თარიღი
|
|
ეროვნული
|
დისკონტური
|
12
|
14.5%
|
10.50%
|
02.05.2013 09:00
|
|
ეროვნული
|
დისკონტური
|
18
|
15.25%
|
11.25%
|
02.05.2013 09:00
|
|
ეროვნული
|
დისკონტური
|
24
|
15.75%
|
11.75%
|
02.05.2013 09:00
|
|
ეროვნული
|
დისკონტური
|
36
|
15.75%
|
11.75%
|
02.05.2013 09:00
|
|
ეროვნული
|
დისკონტური
|
48
|
15.75%
|
11.75%
|
02.05.2013 09:00
|
|
ეროვნული
|
დისკონტური
|
60
|
15.75%
|
11.75%
|
02.05.2013 09:00
|
|
ეროვნული
|
საპროცენტო
|
12
|
13.85%
|
9.85%
|
02.05.2013 09:00
|
|
ეროვნული
|
საპროცენტო
|
18
|
14.50%
|
10.50%
|
02.05.2013 09:00
|
|
ეროვნული
|
საპროცენტო
|
24
|
14.75%
|
10.75%
|
02.05.2013 09:00
|
|
ეროვნული
|
საპროცენტო
|
36
|
14.15%
|
10.15%
|
02.05.2013 09:00
|
|
ეროვნული
|
საპროცენტო
|
48
|
13.75%
|
9.75%
|
02.05.2013 09:00
|
|
ეროვნული
|
საპროცენტო
|
60
|
13.40%
|
9.40%
|
02.05.2013 09:00
|
|
უცხოური
|
დისკონტური
|
12
|
11.00%
|
7.00%
|
02.05.2013 09:00
|
|
უცხოური
|
დისკონტური
|
18
|
11.25%
|
7.25%
|
02.05.2013 09:00
|
|
უცხოური
|
დისკონტური
|
24
|
11.50%
|
7.50%
|
02.05.2013 09:00
|
|
უცხოური
|
დისკონტური
|
36
|
11.25%
|
7.25%
|
02.05.2013 09:00
|
|
უცხოური
|
დისკონტური
|
48
|
11.00%
|
7.00%
|
02.05.2013 09:00
|
|
უცხოური
|
დისკონტური
|
60
|
10.75%
|
6.75%
|
02.05.2013 09:00
|
|
უცხოური
|
საპროცენტო
|
12
|
10.50%
|
6.50%
|
02.05.2013 09:00
|
|
უცხოური
|
საპროცენტო
|
18
|
10.75%
|
6.75%
|
02.05.2013 09:00
|
|
უცხოური
|
საპროცენტო
|
24
|
11.00%
|
7.00%
|
02.05.2013 09:00
|
|
უცხოური
|
საპროცენტო
|
36
|
10.55%
|
6.55%
|
02.05.2013 09:00
|
|
უცხოური
|
საპროცენტო
|
48
|
10.20%
|
6.20%
|
02.05.2013 09:00
|
|
უცხოური
|
საპროცენტო
|
60
|
9.80%
|
5.80%
|
02.05.2013 09:00
|
განმარტება:
- უცხოური ვალუტა - იგივე უცხოური ვალუტები, რომლებშიც მიიღება ვადიანი დეპოზიტები. ამ ვალუტების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ ;
- შვეიცარიული ფრანკის შემთხვევაში განაკვეთები მცირდება 1%-ით;
- საპროცენტო ტიპი - პროცენტის ყოველთვიური გატანით;
- ვადა - მოცემულია თვეებში;
- ყიდვა - შემოსავლიანობის (სარგებლის) განაკვეთი, რომლითაც საქართველოს ბანკი თანახმაა გამოისყიდოს სადეპოზიტო სერტიფიკატი;
- გაყიდვა - შემოსავლიანობის (სარგებლის) განაკვეთი, რომლითაც საქართველოს ბანკი უშვებს (ყიდის) სადეპოზიტო სერტიფიკატებს;
*გაყიდვის ფასები მითითებულია მხოლოდ რეზიდენტი დეპოზიტარებისთვის, არარეზიდენტი დეპოზიტარების გაყიდვის ფასების სანახავად ეწვიეთ აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის სამსახურის ვებ-გვერდს
სადეპოზიტო სერტიფიკატის გასხვისებისას ფასთაშორისი სხვაობის სახით (არასაპროცენტო) შემოსავლის მიღების შემთხვევაში, სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ამ შემოსავლის დეკლარირება და შესაბამისი გადასახადის გადახდა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.