2 წუთი წასაკითხად
რიგით მე-19 იდეათეკა სოფელ შინდისში გაიხსნა - განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკისგან
22 ნოე. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკის მე-19 იდეათეკა სოფელ შინდისში გაიხსნა. აღმოაჩინეთ, როგორ უქმნის მულტიფუნქციური სივრცე 300-ზე მეტ მოსწავლეს თანამედროვე ცოდნისა და უნარების გაღრმავების უნიკალურ შესაძლებლობებს. გაიგეთ მეტი ამ ინიციატივის შესახებ.
22 ნოე. 2023
2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობასა და მოსწავლეებისთვის ახალი-ახალი შესაძლებლობების შექმნას კვლავ განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, სოფელ შინდისში საქართველოს ბანკის რიგით მე-19 იდეათეკა გაიხსნა. იდეათეკა, რომელიც მულტიფუნქციური სივრცეა, მოსწავლეებს საგანმანათლებლო რესურსებსა და სწავლისთვის საჭირო თანამედროვე ინვენტარზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს. სოფელ შინდისში გახსნილი ახალი იდეათეკა კი, კიდევ 300 მოსწავლეს ხარისხიანი განათლების მიღებაში დაეხმარება.
იდეათეკა მოსწავლეებს როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობას სთავაზობს, რადგან მისი კონცეფცია ასეთია: მულტიფუნქციურ სივრცეში ახალგაზრდას მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რესურსებზე უნდა ჰქონდეს წვდომა, რათა საკუთარი ინტერესები ცოდნად აქციოს და უნარ-ჩვევებიც გაიღრმავოს. თანამედროვე ტექნოლოგიებით მოცულ იდეათეკაში კი ეს გაცილებით მარტივია და თითოეული მოსწავლისთვის ახალ-ახალი თავგადასავლებიც იწყება. ამასთანავე, ყველა იდეათეკაში STEM კუთხე ცალკე არის გამოყოფილი, რომელიც ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებულ მოსწავლეებს პროგრამირების, რობოტიკის და სხვა საინტერესო მიმართულებებით საბაზისო ცოდნის მიღების საშუალებას აძლევს.
იდეათეკის პროექტი საქართველოს ბანკმა 2019 წელს წამოიწყო, შედეგად კი საქართველოს 7 რეგიონში უკვე 19 იდეათეკა ფუნქციონირებს. იდეათეკების პროექტის მიზანი ისაა, რომ საქართველოში მცხოვრები მოსწავლეებისთვის განათლება თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. სწორედ ამიტომ, იდეათეკები საზღვრისპირა სოფლებში, მაღალმთიან რეგიონებსა და ეთნიკური უმცირესობით დასახლებული სოფლებში იხსნება, რათა იქ მცხოვრები მოსწავლეებისთვის განათლების ახალი შესაძლებლობები შექმნას. იდეათეკების ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკი ხარისხიანი განათლების მიღებაში უკვე 9 000-მდე მოსწავლეს დაეხმარა.
“საქართველოს ბანკის, ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას განათლება წარმოადგენს. რადგან გვჯერა, რომ სწორედ განათლება განაპირობებს უკეთეს, უფრო ნათელ მომავალს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ამ მიმართულებით, ჩვენი პორტფოლიო 40-მდე ინიციატივასა და 120 000-ზე მეტ ბენეფიციარს ითვლის. მათ შორის გამორჩეულ ადგილს ჩვენი იდეათეკები იკავებს. საქართველოს ბანკის იდეათეკის მთავარი მიზანი მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მოსწავლეებისთვის განათლების რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაა, რათა მათ მივცეთ მუდმივი განვითარების, ახალი აღმოჩენებისა და შემეცნების შესაძლებლობა. ჩვენი ინიციატივის შედეგად, უკვე 9000-მდე მოსწავლისთვის გავხსენით იდეათეკის ფერადი სივრცე. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი ინიციატივების განხორციელებას”, — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
სოფელ შინდისში საქართველოს ბანკის იდეათეკა ქართული წიგნის ინსტიტუტთან და საბა ქონსთრაქშენთან პარტნიორობით გაიხსნა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, საქართველოს ბანკი იდეათეკების პროექტს კვლავ განაგრძობს და თანამედროვე სასწავლო რესურსებზე წვდომა მალე კიდევ უფრო მეტ მოსწავლეს ექნება.
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026
კახეთის რეგიონი 47 ტონა ელექტრონარჩენისგან გათავისუფლდა. გაიგე, როგორ ჩაიარა „ვეისთლესის“ ეკო-ფესტივალმა და რა წვლილი შეიტანეს სკოლებმა.
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
თუ ზუგდიდში მოგზაურობას გეგმავ, დადიანების სასახლე იმ ადგილების სიაშია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო. თუმცა, მისი ღირებულება მხოლოდ გამორჩეული არქიტექტურით არ განისაზღვრება – ამ კედლებში ინახება ისტორიები, რომლებმაც ის განათლებისა და კულტურის ცენტრად აქცია. ამიტომ, გიორგი მოსიძესთან ერთად, სამ ნაკლებად ცნობილ ამბავს მოგიყვებით, რომელიც სასახლის მემკვიდრეობას სულ სხვა თვალით დაგანახებს. 1. ევროპასთან დიალოგი სამეგრელოდან სასახლის ისტორიული
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
აღმოაჩინე, რომელმა წიგნებმა იქონია გავლენა დათო ტურაშვილზე. გაიგე მისი რეკომენდაციები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე და წიგნებზე, რომლებიც დროს უსწრებენ.
2 წუთი წასაკითხად
1 ივნ. 2026
გაიცანი დიანა ლომაია, 11-გზის ჩემპიონი. აღმოაჩინე მისი ისტორია, ბრძოლა ტიტულისთვის და როგორ უჭერს მხარს საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბს.
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026
2 წუთი წასაკითხად
1 ივნ. 2026