2 წუთი წასაკითხად
STEM ოლიმპიადა: რა ელის გამარჯვებულებს ჟენევაში?
29 ნოე. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადა გელოდება! გაიგე, რა პრიზები გადაეცემა გამარჯვებულ გუნდებს, მათ შორის მოგზაურობა CERN-ში. დარეგისტრირდი 3 დეკემბრამდე!
29 ნოე. 2023
2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ერთობლივ პროექტს იწყებენ. საქართველოში ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადა გაიმართება. STEM ოლიმპიადა ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მეცნიერებისა და მომავლის პროფესიების პოპულარიზაციისთვის შეიქმნა. მეცნიერებით დაინტერესებული მოსწავლეები 6 მონაწილისგან შემდგარ გუნდებს შექმნიან და სკოლის სახელით იასპარეზებენ. გუნდებს ეყოლებათ მენტორები (იმავე სკოლის რომელიმე ტექნიკური საგნის მასწავლებელი), რომლებიც მასალების მომზადებასა და მეცადინეობაში დაეხმარებიან მოსწავლეებს.
ოლიმპიადის საორგანიზაციო გუნდის ხედვით, STEM მეცნიერებებს საქართველოს ყველა სკოლაში უნდა მიექცეს სათანადო ყურადღება. ამიტომაც, ოლიპიადა სწორედ იმ სკოლებისთვის შეიქმნა, რომლებსაც ფიზიკა-მათემატიკური სტატუსი არ აქვთ და ეს მიმართულება გაძლიერებულად არ ისწავლება. მიუხედავად ამისა, სპეციალური სტატუსის მქონე სკოლებს ოლიმპიადაში მონაწილეობა გამოცდილებისთვის მაინც შეეძლებათ: ფიზიკა-მათემატიკური სკოლები მთავარ საპრიზო ადგილს ვერ დაიკავებენ, თუმცა შესაძლებლობა აქვთ, განსაკუთრებული პრიზი მიიღონ საქართველოს ბანკისგან.
STEM ოლიმპიადა ორ ეტაპად ჩატარდება, პირველ ტურში გუნდები თეორიულ ცოდნაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს, საუკეთესო ათეული კი გამარჯვებისთვის ფინალში იბრძოლებს. მეორე და ფინალურ ტურში მონაწილეებს მოუწევთ ინჟინერიის პრაქტიკულ დავალებებს გაუმკლავდნენ.
ფინალის ბოლოს ობიექტური და კომპეტენტური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს. უკვე ცნობილია რა პრიზები გადაეცემათ გამარჯვებულ გუნდებს:
I ადგილი
გამარჯვებული გუნდის ყველა მონაწილე მენტორთან ერთად გაემგზავრება ჟენევაში, CERN-ის (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია) კვლევით ცენტრში. თავისი არქიტექტურული ძეგლებითა და ბუნებრივი ლანდშაფტის გამო ჟენევა მოგზაურობისთვის საოცნებო ადგილია, თუმცა იქ მდებარე ცერნის უნივერსიტეტში მოხვედრა იქაურობას მეცნიერებით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის კიდევ უფრო შთამბეჭდავ დანიშნულების ადგილად აქცევს.
მსოფლიოს უდიდესი კვლევითი ლაბორატორია ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში სწორედ CERN-შია, სადაც თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე წარმატებული მეცნიერები მუშაობენ და სამყაროს შექმნის მეცნიერულ საფუძვლებს იკვლევენ. კვლევით ცენტრში სტუმრობისას გამარჯვებულ გუნდს იქ მომუშავე ქართველი და უცხოელი მეცნიერები ერთი მხრივ ლექციებს ჩაუტარებენ, მეორე მხრივ კი ცერნის ტექნოლოგიურ-მეცნიერულ შესაძლებლობებს დეტალურად გააცნობენ.
აღსანიშნავია, რომ ცერნში შეიქმნა World Wide Web და იქვეა მსოფლიოში ნაწილაკების ყველაზე დიდი ამაჩქარებელი (დიდი ადრონული კოლაიდერი), რომლის სიგრძეც თითქმის 27 კილომეტრია. სწორედ მსგავსი მეცნიერული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და მასშტაბურ ცდებზე დაკვირვების შესაძლებლობა მიეცემათ მოსწავლეებს.
გუნდები ოლიმპიადაზე სკოლების სახელით ასპარეზობენ, შესაბამისად, გამარჯვებული გუნდის სკოლაც დასაჩუქრდება. გამარჯვებულ სკოლაში შეიქმნება მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. ახალი სივრცე სკოლის მოსწავლეებს დაეხმარება, დაინტერესდნენ და გაიღრმაონ ცოდნა STEM მიმართულებით.
II ადგილი
მეორე ადგილზე გასული გუნდის ყველა წევრს ლეპტოპი გადაეცემა საჩუქრად.
III ადგილი
რაც შეეხება მესამეადგილოსნებს, მათ პლანშეტები გადაეცემათ.
გამარჯვებულ გუნდებს წინ საინტერესო პრიზები ელით, თუმცა შეგახსენებთ, რომ პროექტში მონაწილეობა ნებისმიერი გუნდისა და მენტორისთვის საინტერესო გამოცდილებაა, რადგან გუნდის ყველა წევრი ოლიმპიადის პერიოდში სამთვიან კურსს გაივლის და STEM მიმართულებით გადამზადდება. გუნდები წინასწარ გაეცნობიან ოლიმპიადის პროგრამას და ექნებათ საკმარისი დრო საკითხების დასამუშავებლად. ფინალისტ მონაწილეებს კი შესაძლებლობა ექნებათ გამოცადონ საკუთარი ძალები გუნდურ მუშაობაში და გამოიყენონ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში.
STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია 3 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, ასე რომ, ჯერ ისევ გაქვს დრო, ჩაერთო ყველაზე მასშტაბურ ოლიმპიადაში, მიიღო ცოდნა, გამოცდილება, გაიცნო საერთო ინტერესების მქონე ადამიანები და იბრძოლო გამარჯვებისთვის.
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026
კახეთის რეგიონი 47 ტონა ელექტრონარჩენისგან გათავისუფლდა. გაიგე, როგორ ჩაიარა „ვეისთლესის“ ეკო-ფესტივალმა და რა წვლილი შეიტანეს სკოლებმა.
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
თუ ზუგდიდში მოგზაურობას გეგმავ, დადიანების სასახლე იმ ადგილების სიაშია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო. თუმცა, მისი ღირებულება მხოლოდ გამორჩეული არქიტექტურით არ განისაზღვრება – ამ კედლებში ინახება ისტორიები, რომლებმაც ის განათლებისა და კულტურის ცენტრად აქცია. ამიტომ, გიორგი მოსიძესთან ერთად, სამ ნაკლებად ცნობილ ამბავს მოგიყვებით, რომელიც სასახლის მემკვიდრეობას სულ სხვა თვალით დაგანახებს. 1. ევროპასთან დიალოგი სამეგრელოდან სასახლის ისტორიული
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
აღმოაჩინე, რომელმა წიგნებმა იქონია გავლენა დათო ტურაშვილზე. გაიგე მისი რეკომენდაციები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე და წიგნებზე, რომლებიც დროს უსწრებენ.
2 წუთი წასაკითხად
1 ივნ. 2026
გაიცანი დიანა ლომაია, 11-გზის ჩემპიონი. აღმოაჩინე მისი ისტორია, ბრძოლა ტიტულისთვის და როგორ უჭერს მხარს საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბს.
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026
2 წუთი წასაკითხად
1 ივნ. 2026