2 წუთი წასაკითხად
STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დასრულდა - კონკურსში 200-მდე სკოლა ჩაერთო
7 დეკ. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადამ 179 სკოლა გააერთიანა. გაიგეთ მეტი მონაწილეებზე, მასწავლებლების გადამზადებასა და მთავარ პრიზზე — CERN-ის ვიზიტზე!
7 დეკ. 2023
2 წუთი წასაკითხად
ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციისა და ამ მიმართულებით სკოლის მოსწავლეებში ინტერესის გაღრმავების მიზნით, საქართველოს ბანკმა კომაროვის სკოლასთან პარტნიორობით მასშტაბური პროექტი — STEM ოლიმპიადა დაიწყო. STEM ოლიმპიადა VII-XI კლასის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, სკოლის სახელით იასპარეზონ და მათემატიკის, ფიზიკის, ინფორმატიკისა და ინჟინერიის მიმართულებით თავი გამოცადონ. STEM ოლიმპიადაზე დარეგისტრირებული მოსწავლეებისა და სკოლების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივმა პროექტმა უკვე დიდი დაინტერესება გამოიწვია.
2023-2024 წლის STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია 7 ნოემბერს დაიწყო და 3 დეკემბერს დასრულდა. STEM ოლიმპიადაზე 179 სკოლა, ანუ ჯამში 1074 მოსწავლე დარეგისტრირდა, რადგან თითოეულმა სკოლამ 6-წევრიანი გუნდი უნდა წარადგინოს. დარეგისტრირებული სკოლების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.
მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ სკოლის მოსწავლეების წახალისებასთან ერთად, საქართველოს ბანკი მასწავლებლების პროფესიული ზრდის შესაძლებლობაზეც ზრუნავს. თითოეული სკოლის გუნდს მენტორად სკოლის მასწავლებელი უნდა ჰყავდეს, რომლებსაც ოლიმპიადის საკითხების შესახებ კონსულტაციები კომაროვის პროფესიონალებთან ექნებათ, ხოლო მეორე ტურში გადასული მენტორები მოსწავლეებთან ერთად 3-თვიან უფასო გადამზადებასსფეროს სპეციალისტებისგან გაივლიან.
STEM ოლიმპიადის შემდეგი ეტაპები თეორიულ და პრაქტიკულ ტურებად არის დაყოფილი. თეორიული ტური 19 იანვარს ჩატარდება, ხოლო ფინალურ პრაქტიკულ ტურს STEM ოლიმპიადის მონაწილეები მაისში გაივლიან. ორივე ტური ჩატარდება თბილისში, ფიზიკურ ფორმატში. 19 იანვრამდე როგორც მოსწავლეებს, ასევე მენტორებს საოლიმპიადო საკითხებზე წვდომა ექნებათ და თითო საგანში 5, ანუ ჯამში 15 საკონსულტაციო შეხვედრა კომაროვის პროფესიონალებთან ჩაუტარდებათ. თეორიულ ეტაპზე გუნდის წევრებს ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში ტესტები ჩაუტარდებათ, რის შედეგადაც 10 გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ასპარეზობას პრაქტიკულ ეტაპზე განაგრძობენ.
რაც შეეხება პრიზებს, პირველ ადგილზე გასული გუნდის წევრები და მათი მენტორი საგანმანათლებლო ვიზიტით ჟენევაში, CERN-ის (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია) კვლევით ინსტიტუტში, გაემგზავრებიან. ასევე, გამარჯვებული გუნდის სკოლაში STEM კუთხე მოეწყობა. მეორე და მესამე საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს ლეპტოპები და პლანშეტები გადაეცემათ, STEM ოლიმპიადის ყველა მონაწილე კი სერტიფიკატს მიიღებს.
1 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
გაიგე, როგორ მოიპოვო საქართველოს ბანკის 1-წლიანი სტიპენდია ფოთის საჭადრაკო კლუბში. შეავსე სარეგისტრაციო ფორმა 13 სექტემბრამდე და დაეხმარე შვილს განვითარებაში
2 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
გაინტერესებს მეცნიერება? გაიცანი STEM სკოლის მასწავლებლები, რომლებიც თეორიას რეალურ პროექტებად აქცევენ. დარეგისტრირდი დღესვე და აღმოაჩინე შენი პოტენციალი
3 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
STEM განათლება მომავლის პროფესიებისთვის! აღმოაჩინე, როგორ გაძლევს STEM სკოლა საბაზისო ცოდნას ტექნოლოგიურ სფეროებში. გაიგე მეტი სწავლების ფორმატსა და სტიპენდიებზე.
3 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
აღმოაჩინეთ STEM სკოლის უნიკალური პროგრამა, რომელიც მოგამზადებთ მომავლის პროფესიებისთვის. გაიგეთ, როგორ მიმდინარეობს სწავლა ონლაინ და მიიღეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია.
1 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026