Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

საქართველოს პარალიმპიური ნაკრების ასპარეზობის განრიგი | Paris 2024

გაიგეთ, როდის ასპარეზობენ ქართველი პარასპორტსმენები პარიზის 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე. იხილეთ სრული განრიგი და ვუგულშემატკივროთ ერთად!

27 აგვ. 2024

28 აგვისტოს ზაფხულის 2024 წლის პარალიმპიური თამაშები დაიწყება, რომელსაც საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი უმასპინძლებს. ღონისძიება 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 4 400 პარასპორტმენი სპორტის 22 სახეობაში მიიღებს მონაწილეობას.

პარალიმპიადა აქამდე 16-ჯერ ჩატარდა, საქართველომ კი მასში მონაწილეობა ოთხჯერ მიიღო (2008, 2012, 2016, 2020). ქართველი პარასპორტსმენების ანგარიშზე 1 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალია.

საქართველო პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე 14 მონაწილით წარდგება და ისინი შეეცდებიან ქვეყანას კიდევ უფრო მეტი მედალი მოუტანონ.

საქართველოს ბანკი გთავაზობთ ქართველი პარასპორტსმენების ასპარეზობის განრიგს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე:

29 აგვისტო

ლია ჩაჩიბაია, პარატაეკვანდო, -47 კგ

12:00 − 22:35

1/8 ფინალი, 1/4 ფინალი, 1/2 ფინალი, შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის, ფინალი

ანა ჯაფარიძე, პარატაეკვანდო, -52 კგ

12:20 − 23:05

1/8 ფინალი, 1/4 ფინალი, 1/2 ფინალი, შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის, ფინალი

30 აგვისტო

გიორგი ნიკოლაძე, პარატაეკვანდო, -70 კგ

11:50 − 23:05

1/8 ფინალი, 1/4 ფინალი, 1/2 ფინალი, შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის, ფინალი

დავით ქავთარაძე, პარამძლეოსნობა, შუბის სროლა

14:20

ფინალი

ვლადიმერ ჭინჭარაული, პარასროლა, პნევმატური შაშხანიდან სროლა სადგამით 10 მეტრზე

15:30 − 18:15

კვალიფიკაცია, ფინალი

1-ლი სექტემბერი

გიგა ოჩხიკიძე, პარამძლეოსნობა, ბირთვის კვრა

12:05

ფინალი

ვლადიმერ ჭინჭარაული, პარასროლა, პნევმატური შაშხანიდან სროლა 10 მეტრზე

11:30 − 17:00

კვალიფიკაცია, ფინალი

3 სექტემბერი

ირმა ხეცურიანი, ეტლით ფარიკაობა, ხმლით ფარიკაობა, B კატეგორია

15:00 − 23:15

1/16 ფინალი, 1/8 ფინალი, 1/4 ფინალი, 1/2 ფინალი, შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის, ფინალი

ნინო თიბილაშვილი, ეტლით ფარიკაობა, ხმლით ფარიკაობა, A კატეგორია

15:00 − 00:05

1/16 ფინალი, 1/8 ფინალი, 1/4 ფინალი, 1/2 ფინალი, შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის, ფინალი

4 სექტემბერი

ირმა ხეცურიანი, ეტლით ფარიკაობა, რაპირით ფარიკაობა, B კატეგორია

11:00 − 22:15

1/16 ფინალი, 1/8 ფინალი, 1/4 ფინალი, 1/2 ფინალი, შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის, ფინალი

ნინო თიბილაშვილი, ეტლით ფარიკაობა, რაპირით ფარიკაობა, A კატეგორია

11:00 − 23:25

1/16 ფინალი, 1/8 ფინალი, 1/4 ფინალი, 1/2 ფინალი, შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის, ფინალი

ვლადიმერ ჭინჭარაული, პარასროლა, პნევმატური შაშხანიდან სროლა 50 მეტრზე

11:30 − 17:00

კვალიფიკაცია, ფინალი

5 სექტემბერი

ზურაბ ზურაბიანი, პარაჯუდო, -60 კგ

12:05 − 18:40

1/8-ფინალი, 1/4-ფინალი, 1/2-ფინალი, რეპეშაჟი, შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის, ფინალი

6 სექტემბერი

გიორგი ქალდანი, პარაჯუდო, -73 კგ

12:00 − 19:55

1/8 ფინალი, 1/4 ფინალი, 1/2 ფინალი, რეპეშაჟი, შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის, ფინალი

ინა ქალდანი, პარაჯუდო, -70 კგ

12:40 − 20:26

1/4 ფინალი, 1/2 ფინალი, რეპეშაჟი, შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის, ფინალი

7 სექტემბერი

ლაშა ყიზილაშვილი, პარაჯუდო, -90 კგ

11:35 − 19:10

1/8 ფინალი, 1/4 ფინალი, 1/2 ფინალი, რეპეშაჟი, შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის, ფინალი

რევაზ ჩიკოიძე, პარაჯუდო, +90 კგ

11:55 − 20:15

1/4 ფინალი, 1/2 ფინალი, რეპეშაჟი, შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის, ფინალი

8 სექტემბერი

აკაკი ჯინჭარაძე, პარაწოლჭიმი, +107 კგ

17:35

ფინალი

პარასპორტსმენების პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკის სოციალური მედიის არხებიდან მიიღებთ. ე

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ პარასპორტსმენებს გამარჯვების გზაზე.

საქართველო პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე: მიღწევები და ნაკრების შემადგენლობა

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს