Logo
ბლოგი
Time icon

4 წუთი წასაკითხად

ჟინი ემიგრაციაში - ამბავი პარიზში დამეგობრებულ სამ ქართველზე

პარიზში, სამმა ქართველმა მეგობარმა სირთულეები დაძლია და საკუთარი რესტორანი გახსნა. აღმოაჩინე მათი შთამაგონებელი ამბავი ემიგრაციაზე, მეგობრობაზე და როგორ ეხმარება მათ საქართველოს ბანკი ფინანსების მართვაში.

შოთა მაისურაძე, ათული ვეფხვაძე და მამუკა ნამიჭეიშვილი საფრანგეთში ემიგრაციამ დააახლოვა. დღეს ისინი არა მხოლოდ მეგობრები, არამედ რესტორან Cavalier-ის თანადამფუძნებლები არიან.

შოთა მაისურაძე

შოთამ საფრანგეთში წასვლა 12 წლის წინ გადაწყვიტა. თავდაპირველი ოცნება ფეხბურთის თამაში იყო. ათულისთან ერთად პარიზში კლუბში Le Bon Conseil თამაშობდა. თუმცა, ახლის ძიების ჟინი არ ასვენებდა და საბოლოოდ სულ სხვა გზას დაადგა.

ქართული ღვინის, სამზარეულოს და გამორჩეული სტუმარ-მასპინძლობის გაზიარების სურვილი სწორედ ევროპის კულინარიის დედაქალაქში გაუჩნდა.

ეს საკმაოდ ამბიციური წამოწყება იყო ქალაქში, სადაც ხალხს ვერაფრით გააკვირვებ, მაგრამ სულ სჯეროდა, რომ ამ ჩანაფიქრს მომავალი ჰქონდა. როგორც კი თანამოაზრეები, და შემდეგ უკვე საუკეთესო მეგობრები, ათული და მამუკა გაიცნო, ჩანაფიქრის განხორციელება ერთად დაიწყეს.

ემიგრაციაში ყველაზე რთული მარტოობა იყო. ძალიან გამიმართლა, რომ ათული და მამუკა ჩამოსვლის შემდეგ მალევე გავიცანი და სამივეს ღირებულებები და ცხოვრებისეული ფილოსოფია დაემთხვა ერთმანეთს. საერთო მიზნები გვაქვს და სამმაგი ძალით მივიწევთ წინ. გაჩერებაზე და დანებებაზე ადრე მიფიქრია, მაგრამ, რაც ბიჭები გავიცანი, სამივესთვის ყველაფერი შეიცვალა

თავიდანვე გადაწყვიტეს, რომ სანამ საკუთარ რესტორანს გახსნიდნენ, ჯერ ამ სფეროს ყველა ასპექტი უნდა შეესწავლათ და საუკეთესო გზა ამისათვის რესტორნებში და ბარებში მუშაობა იყო.

ახლა უკვე საკუთარი გამოცდილებით იციან რას ნიშნავს სამზარეულოში გრძელი ცვლების გატარება, გადავსებულ რესტორანში მიმტანობა, ბარში კოქტეილების მომზადება, გარეცხვა, დალაგება…

ბიჭების აზრით მათი რესტორნის წარმატება დაუღალავი შრომის გარდა იმაზეც დგას, რომ ისინი ქართველები არიან და განსაკუთრებულად კარგად გამოსდით სტუმრებთან ურთიერთობა.

მართალია საფრანგეთში ძალიან ბევრი რამე ვისწავლეთ და გავიზარდეთ, მაგრამ ფრანგებსაც შეუძლიათ ჩვენგან, ქართველებისგან, ბევრის სწავლა

საქართველოსთან კავშირი არ გაუწყვეტიათ და ამიტომაც მიიჩნევენ, რომ საქართველოს ბანკის მრავალფეროვანი შეთავაზებები ემიგრანტებისთვის ძალიან მოხერხებულია და იმასაც ამბობენ, რომ ევროპულზე ბევრად მოქნილი მობილბანკინგი ხშირად უადვილებთ ამა თუ იმ ოპერაციის შესრულებას.

ემიგრაციის გზაზე ვისწავლე, რომ ფინანსური თავისუფლება და თანხის დაგროვება ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ბანკი ემიგრანტებს შესაძლებლობას გვაძლევს, რომ დისტანციურად გავხსნათ ანაბარი, რომელზეც თანხას მომავალი მიზნებისთვის დავაგროვებთ. თანხის დამატება ნებისმიერ დროს შეიძლება და თან სარგებელსაც იღებ. თუ მოულოდნელად გარკვეული თანხა მიმდინარე ხარჯებზეა საჭირო, იმასაც მარტივად მოხსნი და გამოიყენებ.

მამუკა ნამიჭეიშვილი

მამუკა 2012 წელს ჩავიდა საფრანგეთში და უამრავი სირთულე მასაც წინ ელოდა.

სირთულე ბევრი იყო, ენა არ ვიცოდი, მეგობრები არ მყავდა, თავის გადარჩენაზე ვფიქრობდი, სიამოვნებისთვის მუშაობის საკითხი არც იდგა. მაგრამ ბიჭების გაცნობის მერე დავიჯერე, რომ ჩვენი საკუთარი ადგილი გვექნებოდა და ასეც მოხდა

რესტორნის გახსნამ მას ფინანსების სხვაგვარად მართვა ასწავლა და ბიზნეს ანგარიშის გარდა, პირადი ანგირიშის მართვა, გონიერად და მარტივად თანხის გადანაწილება მისთვის მნიშვნელოვანი გახდა.

საფრანგეთში ბანკში ანგარიშის გახსნა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი იყო, როგორც მამუკა იხსენებს ამ პროცესს თვეები დასჭირდა.

საქართველოს ბანკის შეთავაზება ემიგრანტებისთვის, რომ ნებისმიერი ქვეყნიდან გახსნან ანგარიში და ციფრული ბარათი ისევე გამოვიყენოთ, როგორც ფიზიკური ბარათი, ბევრ რამეს გვიადვილებს. თანხის გადაგზავნა საქართველოში ბევრად გამარტივებულია, საკუთარ ანგარიშზე თანხის გადაგზავნა და შემდეგ ფულის ოჯახის წევრებთან გადარიცხვა, კომუნალური გადასახადების, საჩუქრის გაკეთება ან ნებისმიერი სხვა ხარჯის გაწევა საქართველოში ძალიან კომფორტულია. საჭიროების შემთხვევაში, თანხის განაღდებაც შეგიძლია ბანკომატიდან, მიუხედავად იმისა, რომ ბარათი ციფრულია

მიუხედავად იმისა, რომ რესტორნის გახსნა დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, მითუმეტეს, როდესაც ნაკლებად ნაცნობ სამზარეულოზე აკეთებ აქცენტს, მაინც არასოდეს გაჩერებულან და სულ იცოდნენ, რომ სამივეს ერთად ისეთი ჟინი ჰქონდათ, რომ ყველაფერს შეძლებდნენ.

უცხოეთში ჩამოსვლა და არაფრისგან რაღაცის შექმნა დიდ სტიმულს მაძლევს. მიზანი და ოცნება თუ გაქვს, შრომით ყველაფერს მიაღწევ. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამის მაგალითი ვართ. და არც ის უნდა დაივიწყონ ემიგრანტებმა, რომ მათ უკან საქართველოა, თავისი დიდი ისტორიით და კულტურით

ათული ვეფხვაძე

ათულიც დაახლოებით იგივე დროს ჩავიდა პარიზში და ისიც ფეხბურთს თამაშობდა. თბილისიდან უკვე ტრავმირებული ჩამოვიდა, რამდენიმე ოპერაცია ჰქონდა გადატანილი და საბოლოოდ ვერ შეძლო თამაშის გაგრძელება. თუმცა, პარიზში ქართული სამოყვარულო კლუბი „შევარდენი” შოთასთან ერთად ჩამოაყალიბა.

ყველაფერს პრაქტიკაში სწავლობდა, ენასაც და საქმესაც. 6-7 წელი მუშაობდა ჰორეკას სფეროში. სახლი-სამსახურის გარდა არაფრის დრო არ ჰქონია. მოთმინების უნარმა და ნაბიჯ-ნაბიჯ მიზნისკენ სვლამ ოცნება რეალობად აქცია.

მთავარი ღერძი, რაზეც „კავალიე” დგას არის ერთსულოვნება და ჩვენი ერთგული მეგობრობა. გაჭირვებას რომ დააღწევ თავს არ უნდა დაივიწყო რა გზა გაიარე. ტემპი პარიზში ძალიან სწრაფია და გაჩერების დრო არ გაქვს. მაგრამ, ისეთ სიამოვნებას მანიჭებს კმაყოფილი კლიენტი, რომ დაღლას ვერც ვგრძნობ

როგორც თვითონ ამბობენ, საქართველოს ნაკრების გასვლამ ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთში და ცალკეული ფეხბურთელების ევროპულ კლუბებში თამაშმა საქართველოს ცნობადობა გაზარდა.

ეს ნებისმიერი ემიგრანტისთვის სასიხარულო ამბავია, რადგან საბოლოოდ ყველას ის ეამაყება, რომ ისინი საქართველოდან არიან.

განსაკუთრებულად უხარიათ, როდესაც საქართველოდან ჩამოსული ტურისტები შედიან რესტორანში და ამბობენ, რომ საქართველოშიც უნდათ ასეთი ტიპის ქართული რესტორნები, სადაც მეგობრული და ოჯახური გარემოა, ამავე დროს საავტორო კოქტეილებიც არის და ტრადიციულთან ერთად თანამედროვე სულიც ტრიალებს.

ემიგრაციაში წასვლა არ ნიშნავს კონტაქტის გაწყვეტას საქართველოსთან. გული იქ მაქვს, იქაც მყავს საყვარელი ხალხი. საქართველოს ბანკის შეთავაზებები ემიგრანტებისთვის ჩემთვის ძალიან ხელსაყრელია. თვითონ ის ფაქტი, რომ სამშობლოდან შორს შეგიძლია შენი ქართული პირადობით საქართველოს ბანკის მობილბანკიდან დისტანციურად გახსნა ანგარიში, ჩართო ციფრული ბარათი და სრულად მართო შენი თანხები, ძალიან ბევრს ნიშნავს

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს