Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები: საქართველოს ნაკრების განრიგი

ფიგურული სრიალი, სამთო თხილამურობა - გაეცანი საქართველოს ნაკრების ასპარეზობის სრულ განრიგს 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე

4 თებ. 2026

2026 წელი ქართული სპორტის ისტორიაში ახალ ფურცელს შლის. მილანისა და კორტინა-დ’ამპეცოს თოვლიანი მწვერვალები ისტორიულ მოვლენას მასპინძლობენ. ზუსტად 70 წლის შემდეგ, ჩვენი სპორტსმენები ბრუნდებიან იქ, სადაც ზამთრის თამაშებზე პირველი ნაბიჯები გადადგეს.

სწორედ 1956 წელს, კორტინა-დ’ამპეცოს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, იასპარეზა პირველმა ქართველმა ოლიმპიელმა, კობა წაქაძემ, რომელიც საბჭოთა კავშირის საუკეთესო ტრამპლინიდან მხტომელი იყო. „მფრინავ ტორპედოდ“ წოდებული წაქაძე ხტომის იმდენად ორიგინალური მანერით გამოირჩეოდა, რომ ამერიკელმა ნოველისტმა ჯონ აპდაიკმა ლექსიც კი მიუძღვნა – „Tsokadze O Altitudo“.

ახლა კი, 70-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული დროშა კვლავ აფრიალდება იტალიის ოლიმპიურ არენაზე, თუმცა ამჯერად სრულიად განსხვავებული ამბიციით. 

2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი 6 თებერვალს, საქართველოს დროით 23:00-ზე დაიწყება, 22 თებერვალს ამავე დროს კი დახურვის ცერემონიალს ვიხილავთ.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის ასპარეზობა საკმაოდ დატვირთული გრაფიკით წარიმართება. ჩვენი სპორტსმენები შეჯიბრებებში 6 თებერვლიდან ჩაერთვებიან და მედლებისთვის 19 თებერვლის ჩათვლით იბრძოლებენ.

საქართველოს ნაკრების ასპარეზობის განრიგი

6 თებერვალი

12:55 – 17:55 საათი: ფიგურული ციგურაობა (გუნდური შეჯიბრება)

  • დიანა დევისი / გლებ სმოლკინი – სპორტული ცეკვები (მოკლე პროგრამა)
  • ანასტასია მეტელკინა /ლუკა ბერულავა – სპორტული წყვილები (მოკლე პროგრამა)
  • ანასტასია გუბანოვა – ერთეულები  (მოკლე პროგრამა)

7 თებერვალი

22:45 – 01:50 საათი: ფიგურული ციგურაობა (გუნდური შეჯიბრება)

  • ნიკა ეგაძე – ერთეულები (მოკლე პროგრამა)
  • დიანა დევისი/ გლებ სმოლკინი – სპორტული ცეკვები (თავისუფალი პროგრამა)

8 თებერვალი

22:30 – 02:00 საათი: ფიგურული ციგურაობა (გუნდური შეჯიბრება) 

  • ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავა – სპორტული წყვილები (თავისუფალი  პროგრამა)
  • ანასტასია გუბანოვა – ერთეულები (თავისუფალი პროგრამა)
  • ნიკა ეგაძე – ერთეულები (თავისუფალი  პროგრამა)

9 თებერვალი

22:20 – 02:55 საათი: ფიგურული ციგურაობა

  • დიანა დევისი/ გლებ სმოლკინი – სპორტული ცეკვები (მოკლე პროგრამა)

10 თებერვალი

21:30 – 02:45 საათი: ფიგურული ციგურაობა

  • ნიკა ეგაძე – ერთეულები (მოკლე პროგრამა) 

11 თებერვალი

22:30 – 02:00 საათი: ფიგურული ციგურაობა

  • დიანა დევისი / გლებ სმოლკინი – სპორტული ცეკვები (თავისუფალი პროგრამა)

13 თებერვალი

22:30 – 02:10 საათი: ფიგურული ციგურაობა

  • ნიკა ეგაძე – ერთეულები  (თავისუფალი  პროგრამა)

14 თებერვალი

13:00 – 18:10 საათი: სამთო თხილამურობა

  • ლუკა ბუჩუკური – გიგანტური სლალომი 

15 თებერვალი

13:00 – 18:10 საათი: სამთო თხილამურობა

  • ნინო წიკლაური – გიგანტური სლალომი 

22:45 – 02:55 საათი: ფიგურული ციგურაობა

  • ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავა – სპორტული წყვილები (მოკლე პროგრამა) 

16 თებერვალი

13:00 – 18:10 საათი: სამთო თხილამურობა

  • ლუკა ბუჩუკური – სლალომი 

23:00 – 02:15 საათი: ფიგურული ციგურაობა 

  • ანასტასია მეტელკინა /ლუკა ბერულავა – სპორტული წყვილები (თავისუფალი პროგრამა)

17 თებერვალი

21:45 – 02:00 საათი: ფიგურული ციგურაობა

  • ანასტასია გუბანოვა – ერთეულები (მოკლე პროგრამა)

18 თებერვალი

13:00 – 18:10 საათი: სამთო თხილამურობა

  • ნინო წიკლაური –  სლალომი 

19 თებერვალი

22:00 – 02:10 საათი: ფიგურული ციგურაობა

  • ანასტასია გუბანოვა – ერთეულები (თავისუფალი პროგრამა)

გაიცანით ჩვენი ოლიმპიელები

ნიკა ეგაძე

2026 წლის იანვარში, ევროპის ჩემპიონატზე, ნიკა ეგაძემ უმაღლეს დონეზე შეასრულა მოკლე და თავისუფალი პროგრამები, ყველა მეტოქე ჩამოიტოვა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამ გამარჯვებით, ეგაძემ საქართველოს ისტორიაში პირველად მოუტანა ქვეყანას ევროპის ჩემპიონობა ვაჟთა ერთეულთა თანრიგში და ოლიმპიური მედლისთვის ბრძოლის იმედი რეალობად აქცია.

ასპარეზობს: 10 თებერვალს, 21:30 – 02:45 საათზე (მოკლე პროგრამა) და 13 თებერვალს, 22:30 – 02:10 საათზე (თავისუფალი პროგრამა).

ანასტასია გუბანოვა

ევროპის ჩემპიონატი მოგებული აქვს ანასტასია გუბანოვასაც, 2023 წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ისტორიაში არცერთ სპორტსმენს არ ჰქონდა მოგებული. რაც შეეხება 2026 წლის ევროპის ჩემპიონატს, ანასტასიამ თავისუფალ პროგრამაში შესანიშნავად იასპარეზა და მე-2 ადგილი დაიკავა.

ასპარეზობს: 17 თებერვალს, 21:45 – 02:00 საათზე (მოკლე პროგრამა) და 19 თებერვალს, 22:00 – 02:10 საათზე (თავისუფალი პროგრამა).

ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავა

ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა შეფილდში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ნამდვილი ფურორი მოახდინა. აღსანიშნავია, რომ ამ წყვილს გასულ ტურნირებზე უკვე ჰქონდა მოპოვებული ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. თავად სპორტსმენების განცხადებით, 2026 წლის ოლიმპიადაზე მათი სამიზნე მხოლოდ და მხოლოდ ოქროს მედალი იქნება.

ასპარეზობენ: 15 თებერვალს, 22:45 – 02:55 საათზე (მოკლე პროგრამა) და 16 თებერვალს, 23:00 – 02:15 საათზე (თავისუფალი პროგრამა).

დიანა დევისი და გლებ სმოლკინი

წარმატებული იყო 2026 წლის ევროპის ჩემპიონატი დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილისთვისაც, რომლებმაც საერთო ჩათვლაში მეექვსე ადგილი დაიკავეს. თუმცა მათი წყვილი ამაზე არ ჩერდება: “შეგვიძლია კიდევ უფრო უკეთესად ვიასპარეზოთ”, – თქვა სმოლკინმა შეჯიბრების დასრულების შემდეგ.

ასპარეზობენ: 9 თებერვალს, 22:20 – 02:55 საათზე (მოკლე პროგრამა) და 11 თებერვალს, 22:30 – 02:00 საათზე (თავისუფალი პროგრამა).

ნინო წიკლაური

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ ჩვენი სამთო მოთხილამურეებიც. ნინო წიკლაური საქართველოს ნაკრების ყველაზე გამოცდილი წევრია – 2026 წლის მილანი-კორტინას თამაშები მისთვის მეხუთე ოლიმპიადა იქნება, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია ქართული ზამთრის სპორტის ისტორიაში.

ასპარეზობს: 15 თებერვალს, 13:00 – 18:10 საათზე (გიგანტური სლალომი) და 18 თებერვალს, 13:00 – 18:10 საათზე (სლალომი).

ლუკა ბუჩუკური

ლუკა ბუჩუკური სამთო თხილამურობის ახალ ტალღას წარმოადგენს. ლუკამ დუბაისა და თურქეთში გამართულ ტურნირებზე წარმატებით იასპარეზა, სადაც მე-4 და მე-7 ადგილები დაიკავა. ამ შედეგებმა მისცა მას საშუალება, დაეგროვებინა საჭირო სარეიტინგო ქულები და ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება მოეპოვებინა.

ასპარეზობს: 14 თებერვალს, 13:00 – 18:10 საათზე (გიგანტური სლალომი) და 16 თებერვალს, 13:00 – 18:10 საათზე (სლალომი).


წინ ისტორიული თამაშებია. საქართველის ნაკრები იტალიის თოვლიან მწვერვალებზე არა მხოლოდ მონაწილეობისთვის, არამედ მედლებისთვის საბრძოლველად მიდის. ეს არის შანსი, რომ 2026 წელი ქართული ზამთრის სპორტის ახალი ეპოქის დასაწყისად იქცეს.

ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. 

საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს