Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

არჩილ გაჩეჩილაძე- იდეათეკა არის განათლების, სიახლეებისა და უსაზღვრო შესაძლებლობების სივრცე მოსწავლეებისთვის

საქართველოს ბანკის იდეათეკა ფერადი  საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობას ერთდროულად იძლევა. საგანმანათლებლო  პროექტმა, რომელიც საქართველოს ბანკმა 4 წლის წინ, 2019 წელს დაიწყო, ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახადა ხარისხიანი განათლების მიღება, ასევე, რეგიონებში შექმნა ინტელექტუალური განვითარების პერსპექტივაც.

იდეათეკის კონცეფცია გულისხმობს ყველაფერ იმას, რაც საჭიროა ახალგაზრდა ადამიანებისთვის, რომ მათ ჰქონდეთ წვდომა საჭირო ინვენტარზე, რაც მათ საკუთარი უნარ-ჩვევების პოვნასა და გამოვლენაში დაეხმარება. გვჯერა, ეს ახალგაზრდებს მისცემს ბიძგს და შესაძლებლობას, ძალიან სწრაფად ცვალებად დროში იპოვონ საკუთარი ადგილი, იდეა, რომელსაც ტექნოლოგიების ათვისებითა და დახმარებით განახორციელებენ.

ცალკე დამატებითი მნიშვნელობისაა იდეათეკების გეოგრაფია: საზღვრისპირა სოფლები, მაღალმთიანი რეგიონები, ეთნიკური უმცირესობით დასახლებული და სიღარიბის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქალაქები – სწორედ ასეთ ადგილებში არსებულ საჯარო სკოლებში გაიხსნა და მომავალშიც გაიხსნება დამატებითი საგანმანათლებლო სივრცეები ღია და თავისუფალი იდეებისთვის:

ამ ეტაპზე შესაძლებლობებით სავსე სრულიად ახალი სივრცე საქართველოს 6 რეგიონის 16 სკოლაშია გახსნილი, რაც 7000-მდე მოსწავლეს უჩენს უსაზღვრო შესაძლებლობების სივრცეს. საზღვრისპირა და მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდა ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი აქტიურად დადის იდეათეკებში: დრომ და პრაქტიკამ კიდევ უკეთ გამოაჩინა მსგავსი სივრცეების სასიცოცხლო აუცილებლობა და საჭიროება.

იდეათეკები უკვე გახსნილის: გორის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფლებში – დიცი, ხურვალეთი, ზემო ნიქოზი; თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის #1 საჯარო სკოლაში, თბილისის 146-ე, ამბროლაურის 1-ელი, ოზურგეთის მე-4, ახალქალაქის მე-3, დუისის, ჩოხატაურის 1-ელი, ნაბეღლავის, ჯვრის 1-ელი, უდაბნოს საჯარო სკოლებში, კახეთის რეგიონის სოფლები: ერისიმედი, ლამბალო და საბათლო.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს