Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

როგორ გავხსნათ ანგარიში საქართველოს ბანკში დისტანციურად

საქართველოს ბანკი გაძლევს შესაძლებლობას, გახსნა ანგარიში და ისარგებლო საბანკო მომსახურებით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან – მარტივად, სწრაფად და ფილიალში ვიზიტის გარეშე. ეს ბლოგი დაგეხმარება, მარტივად გაიარო ყველა საჭირო ეტაპი.

ვის შეუძლია დისტანციურად რეგისტრაცია?

იმისთვის, რომ დისტანციურად გახდე ჩვენი მომხმარებელი, საჭიროა:

  • იყო საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე
  • გქონდეს მოქმედი პასპორტი ან ID ბარათი (ელექტრონული პირადობის მოწმობა)
  • გქონდეს სმარტფონი და სტაბილური ინტერნეტკავშირი

როგორია ანგარიშის გახსნის პროცესი?

პროცესი მხოლოდ რამდენიმე წუთს მოითხოვს. უბრალოდ მიჰყევი მობილბანკის ინსტრუქციას:

  • დოკუმენტის ატვირთვა: აპლიკაციის დახმარებით გადაუღებ ფოტოს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს
  • იდენტობის დადასტურება: გაივლი სახის ვერიფიკაციის მარტივ პროცედურას
  • მონაცემების შემოწმება: სისტემა ავტომატურად შეამოწმებს შენს მონაცემებს

აპლიკაციით სარგებლობისას მობილურის ნომერიც დაგჭირდება, მაგრამ აქაც ძალიან მარტივადაა საქმე:

აპლიკაციაში უბრალოდ მიუთითე იმ მომენტისთვის მოქმედი საკუთარი მობილურის ნომერი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ქვეყანაში რეგისტრირებული ნომერიაყველა საჭირო ინფორმაციას სწორედ იმ ნომერზე მიიღებ.

რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, დაუყოვნებლივ შეძლებ ახალი ანგარიშით სარგებლობას.

რას მიიღებ რეგისტრაციის შემდეგ?

ანგარიშის გახსნისთანავე, ავტომატურად გიაქტიურდება ციფრული ბარათი და მულტისავალუტო ანგარიში. ეს ნიშნავს, რომ შენ დაუყოვნებლივ შეგიძლია:

  • ისარგებლო ინტერნეტ და მობილბანკით
  • საზღვარგარეთ ნებისმიერ ობიექტში გადაიხადო ნებისმიერი რაოდენობის თანხა
  • გადაიხადო კომუნალური გადასახადები საქართველოში
  • რამდენიმე წამში გადაურიცხო ოჯახის წევრს ან სხვას სასურველი ოდენობის თანხა
  • მიიღო თანხა
  • გახსნა ანაბარი
  • შეასრულო სხვა საბანკო ოპერაციები

ალბათ, ისიც გაინტერესებს, როგორ შეიძლება შენს პირად ანგარიშზე თანხის შეტანა, რაც იმაზე ბევრად მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენია. ამას მარტივად გაიგებ ჩვენს ბლოგში.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს