Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი

როდესაც მომავლის პროფესიებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ტექნოლოგიური და სამეცნიერო სფეროები გვახსენდება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკისთვის, როგორც განათლების მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ამ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეთ. 

უკვე 4 წელზე მეტია, კომაროვის სკოლასთან პარტნიორობით, STEM ოლიმპიადას ვატარებთ, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ შეჯიბრი.

სასკოლო პროგრამის მიღმა: ახალი უნარების განვითარება

ოლიმპიადა მოსწავლეებს სთავაზობს ისეთ კომპლექსურ და საინტერესო გამოწვევებს, რომლებიც სცილდება სტანდარტული სასწავლო პროგრამის ფარგლებს. მონაწილეები არა მხოლოდ ფიზიკასა და მათემატიკაში იღრმავებენ ცოდნას, არამედ სწავლობენ პრობლემის კრეატიულად გადაჭრას, კრიტიკულ აზროვნებასა და, რაც მთავარია, გუნდურ მუშაობას. ეს ის უნარებია, რომლებიც მათ მომავალ პროფესიულ ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ.

ინტერესის გაღვივება მომავლის პროფესიებისადმი

STEM ოლიმპიადა ახალგაზრდებში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართ ინტერესს აღვივებს. ეს სფეროები დღეს განსაკუთრებით მოთხოვნადია როგორც საქართველოს, ისე გლობალურ შრომის ბაზარზე. ოლიმპიადაში მონაწილეობა მოსწავლეებს ეხმარება, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი და პირველი ნაბიჯები გადადგან წარმატებული კარიერისკენ.

ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და ხელშეწყობა

ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობაა. ოლიმპიადა მათ საშუალებას აძლევს, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, გაიარონ გადამზადება კომაროვის სკოლის სპეციალისტებისგან და მიიღონ ხარისხიანი ცოდნა ამ სფეროში.

საბოლოოდ, STEM ოლიმპიადა აერთიანებს ახალგაზრდებს, რომლებიც არ ჩერდებიან, მუდმივად ეძებენ განვითარების გზებს და მზად არიან, თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის პროგრესში. ჩვენი მთავარი გზავნილიც ხომ ესაა – განათლების გზაზე არ გაჩერდე.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს