2 წუთი წასაკითხად
ფოთის საჭადრაკო ტრადიციის ახალი თაობა - აკაკი ყალიჩავას გზა ჩემპიონობამდე
22 მაი. 2026
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
გაიცანით 20 წლის ფოთელი FIDE-ს ოსტატი, აკაკი ყალიჩავა. აღმოაჩინეთ მისი წარმატების ფორმულა და გაიგეთ, როგორ უჭერს მხარს საქართველოს ბანკი ნიჭიერ მოსწავლეებს
22 მაი. 2026
2 წუთი წასაკითხად
ფოთში ჭადრაკი უკვე 70 წელია, ქალაქის ისტორიისა და კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ დიდი ტრადიციის ერთ-ერთი გამორჩეული გამგრძელებელი 20 წლის აკაკი ყალიჩავაა, საქართველოს ჩემპიონი და FIDE-ს ოსტატი – ეს სტატუსი მსოფლიო საერთაშორისო საჭადრაკო იერარქიაში რიგით მესამე უმაღლესი წოდებაა, რომლის მოსაპოვებლადაც მოთამაშეს FIDE-ს რეიტინგში მინიმუმ 2300 ქულის დაგროვება სჭირდება. აკაკი პირადი გამარჯვებების პარალელურად, საკუთარ ცოდნას დამწყებ მოთამაშეებს უზიარებს და ასე აგრძელებს მშობლიური ქალაქის ისტორიას.
აკაკისთვის მთავარი შთაგონების წყარო მსოფლიოში ცნობილი ჩემპიონები არ ყოფილან:
ბავშვობაში ცნობილ მოჭადრაკეებს ნაკლებად ვაკვირდებოდი. ჩემი მთავარი შთაგონება ჩემი მწვრთნელი, გოჩა ჩაჩუა, იყო. ტურნირებზე მას რამდენჯერმე შევხვდი, თუმცა ვერასდროს მოვუგე. ჩემს მთავარ მოტივაციადაც ეგ იქცა, ოდესმე მწვრთნელისთვის მეჯობნა.
აკაკის წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფოთის საჭადრაკო სკოლაში მეგობრებს შორის არსებულმა ჯანსაღმა კონკურენციამაც. მოთამაშეები ერთმანეთს მოტივაციას აძლევდნენ და ტურნირებზე დაძაბული მომენტების განმუხტვასაც კი იუმორით ახერხებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ აკაკი 10 წლიდან ყოველთვის ტურნირების საუკეთესო სამეულში ხვდებოდა, გადამწყვეტ მომენტებში ნერვიულობა ხშირად უშლიდა ხელს. საბოლოოდ, საქართველოს ჩემპიონის ტიტული 2020 წელს მოიპოვა. გამოცდილებამ ასწავლა, რომ ჭადრაკი ცხოვრების კარგი მოდელია:
ჩემთვის გამორჩეულია პაიკი, რომელიც ყველაზე სუსტი ფიგურაა დაფაზე, თუმცა განსაკუთრებული ჩვევა აქვს: უკან არ იხევს და ყოველთვის წინ მიდის. ამან მიმახვედრა, რომ რეალურად არანაირი შეზღუდვა არ გაქვს, თუ არ გაჩერდები და წინსვლას არ შეწყვეტ, აუცილებლად მიაღწევ მიზანს.
ის დამწყებ მოთამაშეებს ყოველთვის ურჩევს, პროცესით ისიამოვნონ და ყველა შედეგში განვითარების ახალი გზები აღმოაჩინონ:
თუ მოჭადრაკე ხარ, უნდა გიყვარდეს ჭადრაკი. წაგებაც ამ თამაშის ნაწილია და არ უნდა შეგვეშინდეს. პირიქით, უნდა ვნახოთ რა შეგვეშალა, რომ უფრო მეტად განვვითარდეთ. მარცხი სწავლის საუკეთესო შესაძლებლობაა.
დღეს აკაკის მთავარი მიზანი საერთაშორისო ოსტატის ოფიციალური ტიტულის მიღებაა, ამის შემდეგ კი უკვე დიდოსტატობისკენ გეგმავს სვლას.
სწორედ მსგავსი მიზანდასახული ახალგაზრდების მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკი ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის კლუბის მთავარი პარტნიორი გახდა. პარტნიორობის ფარგლებში, ბანკის სტიპენდიით 10 ნიჭიერი მოსწავლის სწავლა სრულად დაფინანსდება. ასევე, გაძლიერდება შიდა საკლუბო აქტივობები და საერთაშორისო ტურნირი – “ნანა ალექსანდრიას თასი”.
გაეცანი განათლების კიდევ რა შესაძლებლობებს სთავაზობს საქართველოს ბანკი მოსწავლეებს: ganatleba.bog.ge
3 წუთი წასაკითხად
21 მაი. 2026
გსურს საზღვარგარეთ სწავლა დაფინანსებით? UWC სტიპენდია შენი შანსია. გაიგე, როგორ მოხვდე მსოფლიოს 18 სკოლიდან ერთ-ერთში და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე
2 წუთი წასაკითხად
14 მაი. 2026
გაიგე, როგორ უჭერს მხარს საქართველოს ბანკი ფოთის ლეგენდარულ საჭადრაკო კლუბს. აღმოაჩინე, რა შესაძლებლობები, სტიპენდიები და ტურნირები ელით ახალგაზრდა მოჭადრაკეებს.
2 წუთი წასაკითხად
5 მაი. 2026
გაიგე, როგორ იქცა ბავშვობის გატაცება Minecraft-ით დიდ მიზნად. გიორგი ბურჯალიანის ისტორია, რომელიც ქუთაისიდან იწყება და შთაგაგონებს, არ გაჩერდე განათლების გზაზე
2 წუთი წასაკითხად
22 აპრ. 2026
აღმოაჩინე მარი სუხიშვილის გულწრფელი ინტერვიუ. რა რჩევას აძლევს ის 19 წლის საკუთარ თავს და რა როლი ითამაშა განათლებამ მის წარმატებაში?
2 წუთი წასაკითხად
14 მაი. 2026
2 წუთი წასაკითხად
5 მაი. 2026
2 წუთი წასაკითხად
22 აპრ. 2026