2 წუთი წასაკითხად
„წარმატება არდანებებას მოითხოვს“ - საქართველოს 11-გზის ჩემპიონი, დიანა ლომაია
1 ივნ. 2026
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
გაიცანი დიანა ლომაია, 11-გზის ჩემპიონი. აღმოაჩინე მისი ისტორია, ბრძოლა ტიტულისთვის და როგორ უჭერს მხარს საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბს.
1 ივნ. 2026
2 წუთი წასაკითხად
ფოთში ჭადრაკი ქალაქის ინტელექტუალური კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ მდიდარი ტრადიციის ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა წარმომადგენელი საქართველოს 11-გზის ჩემპიონი, 21 წლის დიანა ლომაიაა. დიანა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტია, სწავლის პარალელურად უცხოელ მოსწავლეებს ჭადრაკს დისტანციურად ასწავლის და ცდილობს, ცოდნა და ენთუზიაზმი სხვებსაც გაუზიაროს.
დიანამ პირველი ჩემპიონობა მაქსიმალური ქულით თეიმურაზ ლომაიას სახელობის ტურნირზე მოიპოვა. მოგვიანებით 8 წლამდელთა ევროპის თასის ორგზის გამარჯვებულიც გახდა, თუმცა, მისი სათამაშო ხასიათი ყველაზე კარგად ერთმა კონკრეტულმა ტურნირმა გამოაჩინა:
ბევრი წარმატების მიუხედავად, ყველაზე მეტად 10 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მახსოვს. ბოლომდე ვიბრძოლე, მაგრამ დავმარცხდი, ამ მომენტმა მასწავლა სიჯიუტე და არდანებება. მოგვიანებით ზუსტად ეს თვისებები დამეხმარა, 12 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საპრიზო ადგილი დამეკავებინა და საქართველოს ნაკრებშიც მეასპარეზა.
დიანას თვალთახედვით, ჭადრაკის დაფა არც სქესს ცნობს და არც წინასწარ განწყობებს, ნებისმიერ კატეგორიაში კონკურენცია თანაბრად მაღალია და არცერთი გამარჯვება მარტივად არ მოდის:
არ აქვს მნიშვნელობა, ქალების კატეგორიაში თამაშობ, თუ კაცების, წარმატება ორივე შემთხვევაში საკუთარ ემოციებზე მუშაობას, დისციპლინას, საათობით შრომასა და რაც მთავარია, მარცხის შემდეგ არდანებებას მოითხოვს.
თითოეული პარტია ნამდვილ ორთაბრძოლას ჰგავს, თუმცა ეს დაძაბულობა მხოლოდ თამაშში რჩება:
ხშირად ყოფილა მომენტები, როცა დაფასთან მტრებივით ვპაექრობდით, თუმცა თამაშის მიღმა კარგ მეგობრებად ვრჩებოდით, ეს ამ სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მხარეა.
ქალაქი, რომელმაც მსოფლიოს ლეგენდარული მოჭადრაკე და დიდოსტატი, ნანა ალექსანდრია აჩუქა, დიანასთვის შთაგონების წყაროა:
ასეთი საჭადრაკო ისტორიის მქონე ქალაქის წარმოდგენა უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია. მინდა, ჩემი შრომითა და შედეგებით ღირსეულად გავაგრძელო ის ტრადიცია, რომელიც ფოთში თაობებს აერთიანებს.
დიანას წარმატებაში ფოთის საჭადრაკო კლუბმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. გარდა სწავლისა, კლუბი მას საერთაშორისო ტურნირებზე ფინანსურადაც ედგა მხარში, მწვრთნელები, დავით კოდუა და გოჩა ჩაჩუა კი ინდივიდუალური სათამაშო სტილის ჩამოყალიბებასა და სუსტი მხარეების გაძლიერებაში დაეხმარნენ. ახლა დიანას მთავარი მიზანი ქალთა საერთაშორისო ოსტატის (WIM) ტიტულის მოპოვებაა.
იმისთვის, რომ ფოთის საჭადრაკო ისტორია გაგრძელდეს და ახალგაზრდებმა დიანას, მსგავსად, დიდი მიზნების მიღწევა შეძლონ, საქართველოს ბანკი ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის კლუბის მთავარი პარტნიორი გახდა.
პარტნიორობის ფარგლებში 10 ნიჭიერი მოსწავლის სწავლა ბანკის სტიპენდიით სრულად დაფინანსდება. ასევე, გაძლიერდება შიდა საკლუბო ტურნირები და მხარდაჭერა ექნება საერთაშორისო ტურნირს “ნანა ალექსანდრიას თასი”. ეს ინიციატივა ახალგაზრდებს მისცემს შანსს, საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინონ და განვითარდნენ.
გაეცანი განათლების კიდევ რა შესაძლებლობებს სთავაზობს საქართველოს ბანკი მოსწავლეებს: ganatleba.bog.ge
4 წუთი წასაკითხად
27 ივლ. 2026
არაფერი შეედრება წიგნის სამყაროში დაკარგვას მგზავრობისას, ჰამაკში ნებივრობისას, თუ ზღვის სანაპიროზე, ჩრდილქვეშ ჯდომის დროს. დასვენებასთან, ახალი ადგილების და გამოცდილებების შეცნობასთან და მოგონებების დაგროვებასთან ერთად, მხატვრულ სამყაროში მოგზაურობის გარეშე, ზაფხული ზაფხული არ არის. საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია. ახალი ლიტერატურული ტერიტორიების დალაშქვრისას შენ გვერდში რომ გვიგულო, ამ ბლოგში ისეთი წიგნები შეგირჩიეთ, რომლებში დაკარგვაც ერთი დიდი თავგადასავალია.
2 წუთი წასაკითხად
13 ივლ. 2026
აღმოაჩინე ფოთის 80-წლიანი საჭადრაკო ისტორია, ლეგენდარული ნანა ალექსანდრიას კარიერა და როგორ აგრძელებს ახალი თაობა ამ მდიდარ ტრადიციას.
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026
კახეთის რეგიონი 47 ტონა ელექტრონარჩენისგან გათავისუფლდა. გაიგე, როგორ ჩაიარა „ვეისთლესის“ ეკო-ფესტივალმა და რა წვლილი შეიტანეს სკოლებმა.
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
თუ ზუგდიდში მოგზაურობას გეგმავ, დადიანების სასახლე იმ ადგილების სიაშია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო. თუმცა, მისი ღირებულება მხოლოდ გამორჩეული არქიტექტურით არ განისაზღვრება – ამ კედლებში ინახება ისტორიები, რომლებმაც ის განათლებისა და კულტურის ცენტრად აქცია. ამიტომ, გიორგი მოსიძესთან ერთად, სამ ნაკლებად ცნობილ ამბავს მოგიყვებით, რომელიც სასახლის მემკვიდრეობას სულ სხვა თვალით დაგანახებს. 1. ევროპასთან დიალოგი სამეგრელოდან სასახლის ისტორიული
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026