2 წუთი წასაკითხად
ფოთის საჭადრაკო კლუბი: 80-წლიანი საჭადრაკო ისტორია გრძელდება
13 ივლ. 2026
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
აღმოაჩინე ფოთის 80-წლიანი საჭადრაკო ისტორია, ლეგენდარული ნანა ალექსანდრიას კარიერა და როგორ აგრძელებს ახალი თაობა ამ მდიდარ ტრადიციას.
13 ივლ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია.
ფოთში ჭადრაკი უკვე ათწლეულებია ქალაქის ისტორიის, კულტურისა და ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ქალაქის ორგანიზებული საჭადრაკო ცხოვრება 1948 წლიდან იწყება, როდესაც ფოთში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა, სადაც ახალგაზრდებს ამ ინტელექტუალური თამაშის სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობა მიეცათ.
მას შემდეგ თითქმის 80 წელი გავიდა, თუმცა ჭადრაკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ქალაქში დღემდე გრძელდება და თაობიდან თაობას გადაეცემა.
წლების განმავლობაში ფოთი არაერთი მნიშვნელოვანი საჭადრაკო მოვლენის მასპინძელი ყოფილა. სწორედ აქ ჩატარდა საქართველოს ღია პირველობა, რომელშიც მსოფლიო ექსჩემპიონი მიხეილ ტალიც მონაწილეობდა. მსოფლიო ჩემპიონის რანგში ქალაქს ნონა გაფრინდაშვილიც სტუმრობდა.
ფოთის საჭადრაკო ისტორიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული ნანა ალექსანდრიას სახელი.
ფოთში დაბადებულმა ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ჭადრაკის თამაში ოთხი წლის ასაკში დაიწყო. 20 წლისთვის ის უკვე სამგზის ჩემპიონი იყო, მოგვიანებით კი ორჯერ იბრძოლა ქალთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის. ექვს საჭადრაკო ოლიმპიადაზე ნანა ალექსანდრიამ გუნდთან ერთად ექვსი ოქროს მედალი მოიპოვა და ქართული ქალთა ჭადრაკის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი გახდა.
1987 წლიდან ფოთის საჭადრაკო კლუბი სწორედ ნანა ალექსანდრიას სახელს ატარებს.
ფოთის თითქმის 80-წლიანი საჭადრაკო ისტორია მხოლოდ წარსულში მიღწეული წარმატებების შესახებ არ გვიყვება. დღესაც ქალაქში ახალი თაობის მოჭადრაკეები იზრდებიან, სწავლობენ თამაშს, მონაწილეობენ ტურნირებში და საკუთარ შესაძლებლობებს ავითარებენ.
ჭადრაკი კი მათ გაცილებით მეტს ასწავლის, ვიდრე ფიგურების სწორად გადაადგილებაა – სტრატეგიულ აზროვნებას, გადაწყვეტილებების მიღებას, მოთმინებასა და რამდენიმე სვლით წინ ხედვას.
სწორედ ამ მრავალწლიანი ტრადიციისა და ძლიერი საჭადრაკო კულტურის გამო, ფოთს საქართველოს საჭადრაკო რუკაზე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია. პარტნიორობის მიზანი ახალგაზრდა მოჭადრაკეებისთვის განვითარების შესაძლებლობების შექმნა და ქალაქის მრავალწლიანი საჭადრაკო ტრადიციის გაგრძელების ხელშეწყობაა.
ამასთან, საქართველოს ბანკი ფოთის ჭადრაკის ფესტივალის ფარგლებში ქართველ მოჭადრაკეებსაც უჭერს მხარს და ეხმარება მათ, საკუთარი შესაძლებლობები კიდევ უფრო ფართო ასპარეზზე წარმოაჩინონ.
ფოთში ჭადრაკის ისტორია კვლავ გრძელდება ახალი თაობებით და ახალი შესაძლებლობებით.
და, ალბათ, სწორედ ამიტომ შეიძლება ფოთს ჭადრაკის ქალაქი ვუწოდოთ – ქალაქი, სადაც თითქმის 80 წელია, ყოველი ახალი თაობა საკუთარ სვლას აკეთებს.
4 წუთი წასაკითხად
8 სექ. 2026
აღმოაჩინე ლეგენდარული ნანა ალექსანდრიას შთამაგონებელი ისტორია. გაიგე, როგორ ეხმარება ჭადრაკი ბავშვებს დამოუკიდებლობისა და ემოციების მართვის ხელოვნებაში.
1 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
გაიგე, როგორ მოიპოვო საქართველოს ბანკის 1-წლიანი სტიპენდია ფოთის საჭადრაკო კლუბში. შეავსე სარეგისტრაციო ფორმა 13 სექტემბრამდე და დაეხმარე შვილს განვითარებაში
2 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
გაინტერესებს მეცნიერება? გაიცანი STEM სკოლის მასწავლებლები, რომლებიც თეორიას რეალურ პროექტებად აქცევენ. დარეგისტრირდი დღესვე და აღმოაჩინე შენი პოტენციალი
3 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
STEM განათლება მომავლის პროფესიებისთვის! აღმოაჩინე, როგორ გაძლევს STEM სკოლა საბაზისო ცოდნას ტექნოლოგიურ სფეროებში. გაიგე მეტი სწავლების ფორმატსა და სტიპენდიებზე.
1 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026