Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

11 კრეატიული პროფესია ერთ სივრცეში | რა უნდა იცოდე TUMO-ს შესახებ

თუ ფიქრობ, როგორ დაეხმარო შვილს საკუთარი ინტერესების აღმოჩენასა და მომავალი პროფესიის არჩევაში, გაიცანი თუმო ქუთაისი, საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით გაიხსნა.

პროექტი სრულად დაფინანსებულია, რაც ნიშნავს, რომ 12-დან 18 წლამდე მოზარდებს აქვთ უნიკალური შანსი, ფინანსური ბარიერის გარეშე დაეუფლონ გლობალურ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს.

რა არის თუმო და რას ისწავლის მოზარდი?

TUMO არის საერთაშორისო საგანმანათლებლო მოდელი, სადაც ბავშვები თანამედროვე ტექნოლოგიებსა და კრეატიულ სფეროებს თავისუფალ გარემოში სწავლობენ. იდეა 2011 წელს გაჩნდა, დღეს კი უკვე გლობალურ საგანმანათლებლო ქსელად იქცა და წარმატებით მუშაობს მსოფლიოს 10-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, პორტუგალიასა და ალბანეთში. პროგრამაში მონაწილე მოსწავლეს შეეძლება, თავად აირჩიოს და ერთმანეთს შეუთავსოს 11 მიმართულება:

  • გრაფიკული დიზაინი
  • პროგრამირება
  • 3D მოდელირება
  • ფოტოგრაფია
  • კინოგადაღება
  • რობოტიკა
  • თამაშების შექმნა
  • ანიმაცია
  • მუსიკა
  • გენერაციული AI
  • ხატვა

ვისთვის არის TUMO?

პროგრამა 12-დან 18 წლამდე მოზარდებისთვისაა, რომლებსაც აქვთ შემოქმედებითი ხედვა, უყვართ ფოტოების გადაღება, ფილმები, ხატვა, მუსიკა, ან აინტერესებთ, როგორ იქმნება აპლიკაციები, თამაშები და ტექნოლოგიები. თუმცა, რაც მთავარია, ეს სივრცე ღიაა ყველასთვის, ვინც ჯერ კიდევ ძიების პროცესშია და უბრალოდ საკუთარი შესაძლებლობების, ინტერესების აღმოჩენა და ახალი, საინტერესო მეგობრების შეძენა სურს.

რით არის თუმოს სწავლების მეთოდი გამორჩეული?

თუმო სრულიად განსხვავდება ტრადიციული სკოლის მოდელისგან, აქ არ არის ნიშნები, სწავლა კი პრაქტიკულია და მთლიანად მოსწავლეზეა მორგებული:

  • ინდივიდუალური სასწავლო გეგმა: სპეციალური აპლიკაციის დახმარებით მოზარდი ადგენს პერსონალურ სასწავლო გეგმას იმის მიხედვით, თუ რა სურს, რა აინტერესებს და რა ტემპით ურჩევნია სწავლა.
  • პრაქტიკული ეტაპები: სწავლა აერთიანებს მენტორების დახმარებით დამოუკიდებელ სამუშაოებს, პრაქტიკულ სემინარებსა და პროფესიონალურ ლაბორატორიებს.
  • “ცოცხალი დიპლომი“: სერტიფიკატის ნაცვლად, მოსწავლეები ქმნიან ციფრულ პორტფოლიოს – ეს არის მათი რეალური ნამუშევრების კრებული, რომელიც პრაქტიკული უნარების საუკეთესო დასტურია.

როგორ დარეგისტრირდე?

პირველი 600 დარეგისტრირებული მოსწავლე ცენტრში ავტომატურად ჩაირიცხება და სწავლას სექტემბერში დაიწყებს, მეორე 600 – ნოემბერში, დანარჩენები კი ეტაპობრივად ჩაერთვებიან პროგრამაში:

რეგისტრაცია შეგიძლია 30 სექტემბრამდე, ორნაირად:

  • ონლაინ: ვებგვერდზე 
  • ადგილზე: ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში (სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 11:00-დან 17:00 საათამდე). თან იქონიე საკუთარი და შვილის პირადობის მოწმობები (ან დაბადების მოწმობა).

საქართველოს ბანკი განათლების უცვლელი მხარდამჭერია და მსგავსი პროექტებით მუდმივად ცდილობს, ახალგაზრდებს განვითარების ახალი სივრცეები შეუქმნას. TUMO არის შესაძლებლობა მოზარდებისთვის, ისწავლონ საკუთარი ძალების ნდობა და თამამად გადადგან პირველი ნაბიჯი მომავლის პროფესიისკენ. თვალი ადევნე ganatleba.bog.ge-ს, რომ არ გამოგრჩეს საინტერესო პროექტები და განათლების გზაზე არ გაჩერდე. 

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს