2 წუთი წასაკითხად
არჩილ გაჩეჩილაძე- მულტიფიუნქციურმა ახალმა სივრცემ „იდეათეკამ“ მოსწავლეებს წიგნის კითხვა შეაყვარა
23 სექ. 2021
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
გაიგეთ, როგორ ცვლის საქართველოს ბანკის პროექტი „იდეათეკა“ მოსწავლეების განათლებას. აღმოაჩინეთ სივრცე, სადაც წიგნი, ტექნოლოგია და თვითგანვითარება ერთიანდება.
23 სექ. 2021
2 წუთი წასაკითხად
„იდეათეკა“ საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტია, რომელსაც ბანკი 2019 წლიდან კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს. პროექტი რეგიონის სკოლებში თანამედროვე და მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების მოწყობას გულისხმობს. იდეათეკების მიზანი არაფორმალურ განათლებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომის გაზრდა და მოსწავლეებისთვის განვითარების და შემეცნების კიდევ უფრო საინტერესო პროცესად ქცევაა.
იდეათეკა ფუნქციონირებს გორის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფლის, დიცის საჯარო სკოლაშიც. სკოლის მესამე კლასის დამრიგებლის, ანი გოგოაძის თქმით, იდეათეკა გახსნის შემდეგ ყველასთვის საყვარელ ადგილად იქცა.
„იდეათეკაში განთავსებული კომპიუტერები, წიგნები და სხვა საგანმანათლებლო რესურსი ყოველდღიური საგაკვეთილო პროცესის ნაწილი გახდა. რამდენიმეჯერ პროექტორის გამოყენებით მოსწავლეებს ფილმიც ვაჩვენე, რაც მათთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. „იავნანამ რა ჰქმნა“, „მაგდანას ლურჯა“ და სხვა ფილმების ყურების შემდეგ, მოსწავლეებმა დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა და ერთმანეთს საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარეს – მართლაც საინტერესო მოსასმენი და სანახავი იყო, როგორ აქტიურად განიხილავდნენ ფილმს“, – გვიყვება ანი.
იდეათეკამ არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესს შესძინა მრავალფეროვნება, არამედ მოსწავლეებისათვის შემეცნებისა და თვითგანვითარების საყვარელ ადგილადაც იქცა. დიცის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხშირად თავისუფალ დროს იდეათეკაში, წიგნის კითხვაში, ფაზლების აწყობასა და ჯგუფურ პროექტებზე მუშაობაში ატარებენ.
„სამწუხაროდ დიცის მსგავსს საზღვრისპირა სოფლებში არც თუ ისე ბევრი გასართობია, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებისათვის. ზაფხულში დასასვენებლად წასვლის შესაძლებლობა ბევრ მოსწავლეს არ ჰქონია, თუმცა მათ ზაფხულის გაფერადება იდეათეკის დახმარებით შეძლეს. ზაფხულის განმავლობაში მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, იდეათეკიდან მათთვის სასურველი წიგნები გამოეტანათ და არდადაგების პერიოდი კითხვაში გაატარეს. როგორც პედაგოგები გვიყვებიან, რამდენიმე მოსწავლემ იკითხა კიდეც, სასწავლო წელი რომ დაიწყება შევძლებდნენ თუ არა კიდევ სხვა წიგნების გამოტანას“, – ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი. „ სკოლის მასწავლებლებმა ისიც გვითხრეს რომ მულტიფინქციურმა სივრცემ მოსწავლეებს არა მხოლოდ წიგნის კითხვა შეაყვარა, არამედ აზრის უკეთ გამოხატვაც ასწავლა.
აღსანიშნავია, რომ იდეათეკა პედაგოგებისთვისაც მნიშვნელოვანი ადგილი გახდა. დიცის სკოლის მასწავლებლები ხშირად თავადაც სტუმრობენ იდეათეკას და თვითგანვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, პედაგოგებისათვის განკუთვნილ სხვადასხვა წიგნებს ეცნობიან.
2 წუთი წასაკითხად
15 აპრ. 2026
1 წუთი წასაკითხად
15 აპრ. 2026
როდესაც მომავლის პროფესიებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ტექნოლოგიური და სამეცნიერო სფეროები გვახსენდება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკისთვის, როგორც განათლების მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ამ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეთ. უკვე 4 წელზე მეტია, კომაროვის სკოლასთან პარტნიორობით, STEM ოლიმპიადას ვატარებთ, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ შეჯიბრი. სასკოლო პროგრამის მიღმა: ახალი უნარების განვითარება ოლიმპიადა მოსწავლეებს სთავაზობს ისეთ კომპლექსურ და საინტერესო გამოწვევებს,
7 წუთი წასაკითხად
2 აპრ. 2026
საქართველოს ბანკის 2025 წლის მდგრადი განვითარების (ESG) ანგარიში, რომელიც მოიცავს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით მიმართულებებსა და განხორციელებულ პროექტებს.
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026
ყოველი დიდი აღმოჩენა, წარმატებული პროექტი თუ ტექნოლოგიური გარღვევა ოდესღაც ერთი იდეით დაიწყო. თუმცა, იდეას სჭირდება სივრცე და რესურსები, რომ რეალობად იქცეს. სწორედ ასეთი გარემოს შექმნაა საქართველოს ბანკის იდეათეკის პროექტის მთავარი მიზანი, რომელიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ათასობით მოსწავლეს განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. იდეათეკების რუკას გორის №3 საჯარო სკოლა დაემატა – რიგით 27-ე საგანმანათლებლო სივრცე კიდევ 1140-ზე
2 წუთი წასაკითხად
15 აპრ. 2026
7 წუთი წასაკითხად
2 აპრ. 2026
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026