Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

100%-ით ქართული ნუში და ახალი გემოები | როგორ ქმნის მეწარმე ნანი ჭოლარია ტკბილეულის ჯანსაღ ალტერნატივას

ჯანსაღი ტკბილეულის პოვნა, რომელიც თან ადგილობრივი ნედლეულით მზადდება, თანამედროვე ბაზარზე ხშირად საკმაოდ რთულია. სწორედ ამიტომ, ნანი ჭოლარიამ გადაწყვიტა, მომხმარებლისთვის 100%-ით ქართული ნუშისგან დამზადებული ნატურალური კარაქი შეეთავაზებინა და ასე გაჩნდა ახალი ბრენდი იამი.

ბიზნესის ზრდის პროცესში არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ნანიმ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას მიმართა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის, EBRD-ის და საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობით ხორციელდება და უშიშარ, ინოვაციური იდეებით სავსე ქალ ლიდერებს 360°-იან მხარდაჭერას გთავაზობთ ‒ იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე.

ბუნებრივი ინგრედიენტები და წარმოების ჯადოსნური პროცესი

ნანის სურდა, შეექმნა სუფთა და ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც მთლიანად ქართული ნედლეულით იქნებოდა დამზადებული. ბაზარზე ნუშისგან წარმოებული მსგავსი პროდუქტის მცირე არჩევანი იყო, შოკოლადის სახეობა კი საერთოდ არ არსებობდა. სწორედ ამ თავისუფალი ნიშის აღმოჩენით დაიწყო იამის ისტორია.

ყველაზე მეტად ნუშის დამუშავება და სხვადასხვა სახეობის შოკოლადების მომზადება გვიყვარს, ამ დროს ჩვენს საწარმოში საოცარი სურნელი ტრიალებს. რა თქმა უნდა, საბოლოო შედეგის დაგემოვნება და იმის ცოდნა, რომ მომხმარებელს ნამდვილად ხარისხიან პროდუქტს ვთავაზობთ, საქმიანობის ყველაზე სასიამოვნო ნაწილია.

წარმოების ზრდა და ახალი სტრატეგიული ნაბიჯები

იამი სულ რაღაც 2 თვეა, რაც ბაზარზე გამოჩნდა და უკვე მოასწრო მომხმარებლების მოწონების დამსახურება. სწრაფმა პოპულარობამ წარმოების გაფართოების საჭიროება გააჩინა, რაც დამწყები ბიზნესისთვის მარტივი არ არის. მთავარი გამოწვევა იყო, როგორ გაეზარდათ მასშტაბები ეტაპობრივად ისე, რომ სტაბილური ხარისხი შეენარჩუნებინათ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ნანიმ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში ჩართვა:

გვინდოდა, პროფესიონალებისგან გვესწავლა და თავიდან აგვეცილებინა ის შეცდომები, რომლებიც ხშირად დამწყებ ბიზნესს აფერხებს. პროგრამამ მოგვცა ცოდნა და გამოცდილება, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი ბრენდის სწორად განვითარებაში და გაყიდვების სტრატეგიის გაუმჯობესებაში.

ნანის თქმით, მსგავსი პროექტების არსებობა დამწყები მეწარმეებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან გამოცდილი მენტორებისგან მიღებული რჩევები არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებაში, არამედ პრაქტიკული ხედვის ჩამოყალიბებასა და თავდაჯერებულობის მოპოვებაში გეხმარება.

იამის სამომავლო ხედვა

სამომავლოდ იამი პროდუქციის გაფართოებას გეგმავს. დაემატება ახალი გემოები და გაიზრდება ასორტიმენტი. გუნდი აქტიურად მუშაობს, რომ შემოდგომისთვის იამის შეძენა მომხმარებლებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სავაჭრო წერტილში იყოს შესაძლებელი. 

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომელიც ნანის წარმოების გაზრდაში დაეხმარა, ბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს პლატფორმა აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს სთავაზობს, მათ შორის საგანმანათლებლო რესურსებს, ინდივიდუალურ პროგრამებსა და სექტორულ ანალიზს. პლატფორმის შესახებ სრულ ინფორმაციას ამ ბმულზე გაეცნობით.

აიღეთ სესხი გამარტივებული პროცედურით, თქვენს ბიზნესსა თუ შესაძლებლობებზე მორგებული პირობებით

მოითხოვეთ ბიზნეს სესხი

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს