2 წუთი წასაკითხად
მეწარმე ქალის შექმნილი ეკოლოგიური ბრენდი | ნემსიყლაპია და უნიკალური ნაქსოვი პერსონაჟები
14 აპრ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
პატარებისთვის სამყაროს აღმოჩენა და წარმოსახვის განვითარება სათამაშოებით იწყება. ამ გზაზე გადამწყვეტია, რომ მათ გარშემო არსებული ნივთები ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო იყოს. ზუსტად ამ პრინციპით ხელმძღვანელობს მარიამ ქავთარაძის მცირე ბიზნესი ნემსიყლაპია. აქ შექმნილი ხელნაკეთი ნაქსოვი სათამაშოები ანტიალერგიული, ეკოლოგიური მასალებით მზადდება. თითოეული სათამაშო კი ინდივიდუალური და გამორჩეულია.
საყვარელი საქმის განსავითარებლად მარიამი მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში ჩაერთო, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის, EBRD-ის და საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობით ხორციელდება და უშიშარ, ინოვაციური იდეებით სავსე ქალ ლიდერებს 360°-იან მხარდაჭერას გთავაზობთ ‒ იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე.
შვილისთვის შექმნილი პირველი თოჯინადან საკუთარ ბიზნესამდე
მარიამის ინტერესმა ხელნაკეთი ნივთების მიმართ სრულიად ახალი დატვირთვა შეიძინა, როცა საკუთარი შვილისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო სათამაშოს შექმნა სცადა. მისმა ნამუშევარმა დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა, რასაც მალევე პირველი კომერციული შეკვეთაც მოჰყვა. ეს იყო ზუსტად ის იმპულსი, რამაც მას დაანახა, რომ შემოქმედება შეიძლებოდა წარმატებულ და სხვებისთვისაც ღირებულ პროექტად ქცეულიყო:
ინსპირაცია ყოველთვის უკავშირდება ბავშვობის მოგონებებს და ყოველდღიური ცხოვრების პატარა დეტალებს. მუშაობის პროცესს ფერების შერჩევით ვიწყებ, შემდეგ ვარჩევ ფორმასა და დეტალებს. ქსოვა ჩემთვის არა მხოლოდ შემოქმედება, არამედ შინაგანი სამყაროს გამოხატულებაა.
გამოწვევები მენეჯმენტში და ახალი ცოდნა წარმატებისთვის
მარიამისთვისაც მთავარი გამოწვევა ბიზნესის მართვის სპეციფიკური ცოდნის ნაკლებობა იყო. ქსოვისა და შემოქმედებითი ნაწილის მიღმა იყო პროდუქციის რეალიზაციის, მარკეტინგისა და ფინანსების დაგეგმვის სირთულეები. სწორედ ამან გაუჩინა მას სურვილი, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში ჩართულიყო:
- პროგრამის შემდეგ ჩემი საქმიანობა უფრო სტრუქტურირებული და გააზრებული გახდა. ვისწავლე ბიზნეს სტრატეგიის ჩამოყალიბება, ფასების სწორად განსაზღვრა და ფინანსური დაგეგმვა. დავიწყე სოციალური ქსელების უფრო ეფექტურად გამოყენება. ცოდნის გარდა პროგრამა დამეხმარა, უფრო თავდაჯერებული გავმხდარიყავი
ნემსიყლაპიას სამომავლო გეგმები
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მიღებულმა ცოდნამ მარიამს სტიმული მისცა, საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე ბევრად უფრო მასშტაბურად ეფიქრა. სამომავლოდ ის პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას, წარმოების მოცულობის გაზრდასა და ხარისხის სტანდარტების გამყარებას გეგმავს. მისი მთავარი მიზანი ონლაინ გაყიდვების გაძლიერება, საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა და ისეთი ბრენდის შექმნაა, რომელიც მშობლებისთვის ნდობისა და სითბოს სიმბოლოდ იქცევა.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომელშიც მარიამმა მონაწილეობა მიიღო, ბიზნეს 360°-ის ნაწილია. ეს პლატფორმა აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს სთავაზობს, მათ შორის საგანმანათლებლო რესურსებს, ინდივიდუალურ პროგრამებსა და სექტორულ ანალიზს. პლატფორმის შესახებ სრულ ინფორმაციას ამ ბმულზე გაეცნობით.
აიღეთ სესხი გამარტივებული პროცედურით, თქვენს ბიზნესსა თუ შესაძლებლობებზე მორგებული პირობებით