Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

როგორ გაფართოვდა Balance ბიზნეს სესხით | ახალი სივრცე და თანამედროვე სამზარეულო 

პირადი გამოცდილება და საფრანგეთში შეფ-მზარეულად მუშაობის წლებმა ნუცა სურგულაძეს და გაბრიელ მაგუბს დაანახა, რომ ჯანსაღი კვება არ უნდა იყოს მოსაწყენი და უგემური, გემრიელი კერძი კი აუცილებლად ჯანმრთელობის საზიანო არ არის – ამ იდეით შეიქმნა Balance, ბიზნესი, რომელიც ადამიანებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში ეხმარება ისე, რომ საყვარელ გემოებზე უარის თქმა არ უწევთ.

გემოსა და ხარისხის ბალანსი

დღეს ადამიანებს ხშირად არ აქვთ დრო, თავად მოამზადონ ჯანსაღი საკვები. ნუცას თქმით, ბალანსის მთავარი უპირატესობა ხარისხისა და გემოს იდეალური კომბინაციაა. მომხმარებლებისთვის ეს არჩევანი დროებითი დიეტა კი არა, ყოველდღიური ცხოვრების წესია, რომელიც ენერგიასა და კარგ განწყობას განაპირობებს.

ჩვენთვის ჯანსაღი კვება მხოლოდ კალორიების დათვლა არ არის. უდიდესი მნიშვნელობა აქვს პროდუქტის ხარისხს, მომზადების ტექნოლოგიას, ვიზუალს და რა თქმა უნდა, გემოს.
აღნიშნავს ნუცა

განვითარების ახალი ეტაპი და ფინანსური მხარდაჭერა

კვების ინდუსტრიაში მაღალი სტანდარტების შენარჩუნება პირდაპირ უკავშირდება თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და განახლებულ ტექნიკას. მიზნის მისაღწევად ნუცამ საქართველოს ბანკის ბიზნეს სესხის სპეციალური შეთავაზებით ისარგებლა, რაც წლიურ საპროცენტო განაკვეთზე 15%-მდე ფასდაკლებას გულისხმობს.

ბიზნესის ზრდასთან ერთად, პროდუქციაზე მოთხოვნამ საგრძნობლად მოიმატა. ნათელი გახდა, რომ არსებული რესურსებით იმ ტემპის შენარჩუნება გაგვიჭირდებოდა აუცილებელი გახდა წარმოების გაზრდა, თანამედროვე სივრცის მოწყობა და პროფესიონალური ტექნიკის შეძენა.
– გაბრიელი

რა შეცვალა დაფინანსებამ და როგორია სამომავლო გეგმები

სესხმა ნუცას და გაბრიელს საშუალება მისცა, მოეწყო უფრო დიდი სივრცე, თანამედროვე სამზარეულო და ეყიდა პროფესიონალური დანადგარები, მათ შორის უახლესი გამაგრილებელი და თერმული სისტემები – სიახლეებმა წარმოების მოცულობა მნიშვნელოვნად გაზარდა და სამუშაო პროცესები ბევრად უფრო ეფექტური გახადა.

რაც შეეხება მომავალს, ჩვენი მიზანი დედაქალაქში ახალი ფილიალების გახსნაა, რათა ჯანსაღი კვება კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. ეს იქნება სივრცეები, სადაც მომხმარებელი არა მხოლოდ შეიძენს პროდუქტს, არამედ მიიღებს სრულფასოვან და პოზიტიურ გამოცდილებას.
– ნუცა

განავითარეთ თქვენი ბიზნესი

Balance-ის ისტორია კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამხელა როლი აქვს ბიზნესის ზრდის პროცესში დროულ ფინანსურ მხარდაჭერას.

თუ თქვენც ფიქრობთ წარმოების გაფართოებასა და განვითარებაზე, ახლა საუკეთესო დროა.

საქართველოს ბანკში ბიზნეს სესხზე სპეციალური შეთავაზება აგვისტოს ბოლომდე მოქმედებს და შეგიძლიათ, წლიურ საპროცენტო განაკვეთზე 15%-მდე ფასდაკლებით ისარგებლოთ.

ხოლო თუ ჯერ ზუსტად არ იცით, რომელი სესხი შეესაბამება თქვენს მიზნებს, გაეცანით გზამკვლევს და შეარჩიეთ საუკეთესო ვარიანტი.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს