Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

როგორ იქცა პანდემიის გამოწვევა ტკბილ წარმატებად: „შოკოტელას“ ისტორია

როგორ აქცია მარიამ კაპანაძემ პანდემიის გამოწვევა წარმატებულ ბიზნესად? შეიტყვეთ შოკოტელას ამბავი და მიიღეთ რჩევები თქვენი სტარტაპისთვის.

პანდემიამ თითქმის ყველას ცხოვრება დააყენა თავდაყირა და ახალ რეალობას შეაჩეხა. ასე მოხდა მარიამ კაპანაძის შემთხვევაშიც, რომელიც იმ პერიოდში ბორტგამცილებელი იყო. ფრენები შეწყდა, მარიამს კი მოუწია, ხელახლა აღმოეჩინა საკუთარი თავი და ეპოვა საქმე, რომელიც არა მხოლოდ შემოსავალს, არამედ უდიდეს სიყვარულს და სიამოვნებას მოუტანდა. ეს იყო ტკბილი ისტორიის დასაწყისი, რომელსაც დღეს შოკოტელა ჰქვია.

პირველი ნაბიჯის შიში და დიდი გამბედაობა

იდეის განხორციელება მარტივი არ ყოფილა. მარიამისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა დაწყების შიში აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი პროდუქტის ხარისხის სჯეროდა, ეშინოდა, როგორ მიიღებდა მას საზოგადოება. ეს შიში აჩერებს ბევრ ახალბედა მეწარმეს და ხელს უშლის, პირველი ნაბიჯი გადადგას. თუმცა, მარიამმა დაძლია ეს შიში და შოკოტელა საზოგადოებას წარუდგინა.

გამოწვევები და წარმატების ფორმულა

დაწყების შემდეგ ახალი გამოწვევები გამოჩნდა. ინვესტიციების მოძიება, თანამოაზრეების პოვნა და ბაზარზე საკუთარი ნიშის დამკვიდრება ნებისმიერი ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელი, მაგრამ რთული ამოცანებია. მარიამის თქმით, ამ გზაზე მთავარია:

არ შეუშინდე უარს. წარუმატებელი მცდელობები და უარყოფითი გამოცდილება არ უნდა მოქმედებდეს თქვენზე. გიყვარდეთ საკუთარი საქმე იმდენად, რომ ამგვარი პრობლემები უბრალოდ გაიაროთ.

მარიამს მიაჩნია, რომ წარმატებისთვის მხოლოდ კარგი იდეა არ კმარა. საჭიროა:

გქონდეს დიდი ოცნებები და მიზნები, რაც ყოველდღიურად დიდ მოტივაციას მოგცემს რთულ დღეებშიც კი.

როცა საქმეს სიყვარულით აკეთებ, ის არა მხოლოდ შემოსავლის წყარო, არამედ სიხარულის მომტანიცაა. სიყვარულთან ერთად კი დისციპლინა და დროის ფასის გააზრებაც უნდა გახდეს ყოველდღიური რუტინის ნაწილი. როგორც მარიამი ამბობს:

სფეროს ძლიერმა სიყვარულმა დამაწყებინა 5 წლის წინ საქმის კეთება და მომიყვანა დღევანდელ დღემდე – ამ გზაზე სიყვარულთან ერთად დიდი როლი აქვს დისციპლინასა და დროის ფასის გააზრებას.

მარიამისა და შოკოტელას ამბავი გვაჩვენებს, რომ წარმატებისთვის მხოლოდ მონდომება, დისციპლინა და საკუთარი ოცნებებისადმი ერთგულებაა საჭირო. მარიამი, რომელიც თავიდან თვითდასაქმებული იყო, ახლა გუნდის შექმნაზე, გაფართოებასა და წარმოების გაუმჯობესებაზე ოცნებობს. 

ეს არის ამბავი გამოწვევების დაძლევისა და სურვილების ასრულების დაუსრულებელი ჟინის შესახებ.

ჟინი მაინც გამოიყვანს საქართველოს ბანკის ახალი გზავნილია ბიზნესებისთვის, რომლებიც არ ჩერდებიან. საქართველოს ბანკი უკვე არაერთი წელია, ფინანსური, საგანმანათლებლო, ტექნოლოგიური შესაძლებლობებით, სექტორული კვლევებით, ღონისძიებებითა და სხვა ინიციატივებით ბიზნესს აქტიურად უჭერს მხარს, ამასთანავე, საზოგადოებას წარმატებული მეწარმეების ისტორიებს აქტიურად აცნობს.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს