2 წუთი წასაკითხად
სწავლა როგორც ექსპედიცია | მეწარმე ნათია მეტრეველის საშაბათო სკოლა ჩემოდანი
14 აპრ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
თუ გსურთ, თქვენი შვილებისთვის ისტორიის გაკვეთილები ნამდვილ მოგზაურობად აქციოთ, გაიცანით საშაბათო სკოლა ჩემოდანი. ეს არის სივრცე, რომელიც ნათია მეტრეველმა 2022 წელს შექმნა, რათა პატარებისთვის ცოდნა ემოციური და ინტერაქციული გზით გაეცოცხლებინა.
ნათია იმ მიზანდასახულ მეწარმე ქალებს შორისაა, რომლებმაც მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში, მიიღეს მონაწილეობა. პროგრამა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის, EBRD-ის და საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობით და უშიშარ, ინოვაციური იდეებით სავსე ქალ ლიდერებს 360°-იან მხარდაჭერას გთავაზობთ ‒ იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე.
ექსპედიცია წარსულში და ძიებით სწავლების მეთოდი
საშაბათო სკოლა ჩემოდანში თითოეული შაბათი პატარა ექსპედიციაა, სადაც მოზარდები მოვლენების მიზეზების ამოხსნას, კრიტიკულ დაკვირვებასა და დამოუკიდებელ აზროვნებას სწავლობენ. ნათია გვიყვება, რომ სკოლის მთავარი ძალა ის ადამიანები არიან, რომლებმაც ამ იდეას პირველივე დღიდან ნდობა გამოუცხადეს:
ჩვენი ლექტორები არ არიან უბრალოდ მასწავლებლები, რომლებიც ინფორმაციას გადასცემენ ბავშვებს. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება, ცოდნა და ძვირფასი ამბები “ჩაალაგეს ჩემოდანში”. საბოლოოდ ბავშვებს სწორედ მათი ანთებული თვალები და ენთუზიაზმი ამახსოვრდებათ ყველაზე მეტად.
პროფესიონალების რჩევები და ბიზნესის ახლებური ხედვა
ნათიასთვის, როგორც მეწარმისთვის, მნიშვნელოვანი იყო, დაენახა საკუთარი საქმიანობის სრული სურათი და მიეღო დახმარება ამ სფეროს პროფესიონალებისგან:
პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილება ჩემთვის იყო შესაძლებლობა, სრულიად ნეიტრალურ სივრცეში, სხვადასხვა დარგის პროფესიონალებისთვის გამეზიარებინა ჩემი გეგმები და მათგან მიმეღო დროული, საჭირო რჩევები.
ამ შეხვედრებმა და ექსპერტების რჩევებმა ნათიას ბიზნესის სტრატეგიულად დაგეგმვაში შეუწყო ხელი. მან ზუსტად დაინახა საკუთარი ძლიერი მხარეები და გაიცნო უამრავი საინტერესო, ძლიერი ქალი, რაც დამწყები მეწარმისთვის უდიდესი ინსპირაციის წყაროა.
რა გეგმები აქვს ჩემოდანს?
მიღებული ცოდნა და სტრატეგიული ხედვა პირდაპირ აისახა საშაბათო სკოლის სამომავლო გეგმებზე. გუნდმა უკვე დაიწყო ახალი პროექტი პატარებისთვის. პარალელურად, აქტიურად მზადდება საზაფხულო პროგრამაც. სექტემბრიდან კი სკოლა განახლებული ენერგიით დაბრუნდება, რათა მოსწავლეებთან ერთად კვლავ განაგრძოს საინტერესო ადგილებისა თუ ამბების აღმოჩენა.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომელშიც ნათიამ მონაწილეობა მიიღო, პლატფორმა ბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს პლატფორმა აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს სთავაზობს, მათ შორის საგანმანათლებლო რესურსებს, ინდივიდუალურ პროგრამებსა და სექტორულ ანალიზს. პლატფორმის შესახებ სრულ ინფორმაციას ამ ბმულზე გაეცნობით.