1 წუთი წასაკითხად
როგორ გადავრიცხოთ თანხა ევროპულ და ქართულ ბარათებს შორის, უცხოურ ვალუტაში
3 ოქტ. 2025
1 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
მობილბანკის მომხმარებლებს 8.8.0 ვერსიიდან შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სხვა ბანკიდან მომენტალური გადარიცხვის განახლებული ფუნქციონალით.
პირველად საქართველოში, უკვე შესაძლებელია სხვა ქვეყნის და ქართულ ბარათებს შორის თანხის მომენტალურად გადარიცხვა უცხოურ ვალუტაში. ეს ნიშნავს, რომ სულ რამდენიმე წამში შეძლებ თანხის გაგზავნას ან მიღებას, სადაც არ უნდა იყო – სამსახურში, სახლში თუ მოგზაურობის დროს.
უკვე შეგიძლია:
- თანხის გადარიცხვა-გადმორიცხვა: საკუთარ ბარათებს შორის მომენტალური ასახვით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს
- ვალუტა: დოლარი, ევრო, ფუნტი
- საბარათე სისტემები: VISA/MASTERCARD
- ერთი ტრანსაქციის მოცულობის ლიმიტი: 1 000 ერთეული (ევრო, დოლარი და/ან ფუნტი)
- საკომისიო: 1% მინ. 2 ერთეული
რომელ ქვეყნებშია ხელმისაწვდომი გადარიცხვა?
უცხოურ ვალუტაში გადარიცხვა 24/7-ზე შესაძლებელია შემდეგ ქვეყნებში: აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, კვიპროსი, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიეტუვა, ლატვია, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი
ტრანზაციის შესრულების ლიმიტები:
| ერთჯერადი ლიმიტი | 1,000 GEL, USD, EUR, GBP |
| დღიური ტრანზაქციების რაოდენობა | 5 ტრანზაქცია |
| თვიური ტრანზაქციების რაოდენობა | 20 ტრანზაქცია |
| დღიური მოცულობის ლიმიტი | 10,000-ის ექვივალენტი ლარში |
| თვიური მოცულობის ლიმიტი | 60,000-ის ექვივალენტი ლარში |
გადადი მობილბანკში და გამოცადე სხვა ბანკიდან ფუნქციონალი.