2 წუთი წასაკითხად
21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა - განათლების შესაძლებლობები ყველას საქართველოს ბანკისგან
1 აპრ. 2024
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკმა ახალციხეში 21-ე იდეათეკა გახსნა. აღმოაჩინეთ თანამედროვე სივრცე, რომელიც 11,000-ზე მეტ მოსწავლეს STEM-ის, წიგნებისა და ტექნოლოგიების სამყაროს სთავაზობს.
1 აპრ. 2024
2 წუთი წასაკითხად
ახალციხის N1 საჯარო სკოლაში თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებით აღჭურვილი სივრცე – იდეათეკა გაიხსნა, რომელიც საქართველოს ბანკის ინიციატივით განხორციელებული პროექტის ფარგლებში რიგით 21-ეა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
საქართველოს 8 რეგიონში უკვე ფუნქციონირებს საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე – იდეათეკა. თანაც ეს ყველაფერი არაა: ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.
იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სურთ იმოგზაურონ მეცნიერების, ლიტერატურისა და შემეცნების უსაზღვრო სამყაროში, იდეათეკა ამისთვის ყველა საჭირო საგანმანათლებლო ინსტრუმენტით უზრუნველყოფს მათ.
საქართველოს ბანკის თითოეული იდეათეკა აღჭურვილია 2000-ზე მეტი წიგნით – ზოგადი და სასკოლო საგანმანათლებლო რესურსით, კომპიუტერებით, პროექტორით და STEM კუთხით, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, გაეცნონ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს, ჩაატარონ მარტივი ექსპერიმენტები და გადადგან პირველი ნაბიჯები დიადი აღმოჩენებისკენ.
იდეათეკა საქართველოს მასშტაბით უკვე 11 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობებს.
“საქართველოს ბანკისთვის განათლება უცვლელი ღირებულებაა. სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ, საქართველოში მცხოვრებ ყველა მოსწავლეს მივცეთ თანაბარი წვდომა განათლების შესაძლებლობებზე. ამისათვის, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ამ მიმართულებით, ჩვენი საგანმანათლებლო ინიციატივების პორტფოლიო 40-ზე მეტ პროექტს ითვლის. მათ შორის კი გამორჩეულ ადგილს საქართველოს ბანკის იდეათეკა იკავებს. უკვე მეოთხე წელია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩვენ ახალგაზრდებისთვის მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცეს ვქმნით, რათა ხელი შევუწყოთ მათში მეცნიერებისა და ზოგადი განათლებისადმი ინტერესის გაზრდას. ჯამში ჩვენ უკვე 21 იდეათეკა გავხსენით, რაც ნიშნავს იმას, რომ ახლა 11 000-ზე მეტ მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, შეიმეცნოს უფრო მეტი და აღმოაჩინოს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. ჩვენ კი არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი ინიციატივების განხორციელებას“, – აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი იდეათეკების პროექტს ქართული წიგნის ინსტიტუტთან თანამშრომლობით ახორციელებს.
საქართველოს ბანკის სხვა CSR პროექტებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.
აღნიშნული პროექტი სიცოცხლის ხის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი მიმართულებებით მუშაობს, როგორებიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026
ყოველი დიდი აღმოჩენა, წარმატებული პროექტი თუ ტექნოლოგიური გარღვევა ოდესღაც ერთი იდეით დაიწყო. თუმცა, იდეას სჭირდება სივრცე და რესურსები, რომ რეალობად იქცეს. სწორედ ასეთი გარემოს შექმნაა საქართველოს ბანკის იდეათეკის პროექტის მთავარი მიზანი, რომელიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ათასობით მოსწავლეს განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. იდეათეკების რუკას გორის №3 საჯარო სკოლა დაემატა – რიგით 27-ე საგანმანათლებლო სივრცე კიდევ 1140-ზე
2 წუთი წასაკითხად
19 თებ. 2026
აღმოაჩინეთ STEM სკოლის უნიკალური პროგრამა, რომელიც მოგამზადებთ მომავლის პროფესიებისთვის. გაიგეთ, როგორ მიმდინარეობს სწავლა ონლაინ და მიიღეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია.
2 წუთი წასაკითხად
18 თებ. 2026
სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემული ფორმულის პრაქტიკაში გაცოცხლება ის მომენტია, რომელიც მოსწავლეს აღმოაჩენინებს, რომ მეცნიერება მხოლოდ აბსტრაქტული ცნებების კრებული არ არის. სწორედ ამ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული STEM სკოლა, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, დაინტერესებულ მოსწავლეებს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პრაქტიკული გამოყენების გზები აჩვენოს. პროექტი VII-XI კლასის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ უნიკალურ
2 წუთი წასაკითხად
18 თებ. 2026
ციფრულ ეპოქაში უმცროს თაობასთან ეფექტური დიალოგის წამოწყება მათი ავტონომიის აღიარებითა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობით იწყება. ასე, მოზარდების სწრაფ ზრდასა და განვითარებასთან ფეხის აწყობაც უფრო მარტივი ხდება. sCool Card სწორედ ის ხელსაწყოა, რომელიც ამ პროცესში მშობელს ყველაზე მეტად დაეხმარება. sCool Card-ის გამოყენებით მოზარდს დამოუკიდებლად შეუძლია განკარგოს მისთვის გამოყოფილი ფული, დააგროვოს სქულები, ისარგებლოს შეთავაზებებით და შეაგროვოს თანხა. თუ
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026