2 წუთი წასაკითხად
5 უნარი, რომელიც მომავალ STEM ოლიმპიადაში გამოგადგება - ფინალისტი გუნდის რეკომენდაციები
9 ივლ. 2024
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
STEM ოლიმპიადის ფინალისტები გიზიარებენ 5 აუცილებელ უნარს. გაიგე, როგორ მოემზადო მომავალი სეზონისთვის და მიაღწიო გამარჯვებას. შენი წარმატება ახლოსაა.
9 ივლ. 2024
2 წუთი წასაკითხად
საქართველოში ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალი დასრულდა. STEM ოლიმპიადა საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით გაიმართა, რათა ხელი შევუწყოთ მომავლის პროფესიების პოპულარიზებას ქვეყნის მასშტაბით. პირველ, თეორიულ ტურში 200-მდე სკოლის გუნდი ჩაერთო, რომელთაგანაც თითოეულმა გაიარა ტესტირება სკოლის ტრადიციულ საგნებში – ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში. მათ შორის ფინალში გადასვლა კი საუკეთესო ათეულმა მოახერხა. ფინალურ, პრაქტიკულ ტურში მონაწილეებმა ინჟინრული დავალებები შეასრულეს და ჭკვიანი სახლის პროექტები შექმნეს.
გადამწყვეტ ტურში, რომელშიც კონკურენციის მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო, მე-3 ადგილი სკოლა-ლიცეუმ “მწიგნობართუხუცესის” გუნდმა დაიკავა, გუნდის წევრებს – ანასტასია ჯანყარაშვილს, ნატა ბეჭვაიას, სანდრო ვერულეიშვილს, დავით გილიგაშვილს, საბა ზარანდიას, ბაქარ ბუხსიანიძეს – საჩუქრად პლანშეტები და სერტიფიკატები გადაეცათ.
STEM არის ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიები, ფიზიკა, მათემატიკა, ინჟინერია და მომავლის პროფესიები. პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბური გახდება, ამიტომ საკმარისი დრო გაქვს, იმუშაო საკუთარ თავზე, შეკრა სკოლის გუნდი და მოემზადო შემდეგი სეზონისთვის, რომელზე რეგისტრაციაც ოქტომბერში გამოცხადდება.

მესამეადგილოსანი გუნდის მენტორმა, ლალი ხატიაშვილმა, გაგვიზიარა რჩევები და უნარები, რომელთა დახვეწაც ყველაზე მეტად დაგეხმარება ოლიმპიადაზე წარმატებისთვის:

STEM ოლიმპიადა ეყრდნობა გუნდურობის პრინციპს. ინდივიდუალური ნიჭი და ცოდნა საკმარისი არ არის. განსაკუთრებით მეორე ტურში, როდესაც ექვსეული ერთად ცდილობს გადაჭრას პრაქტიკული ამოცანა, უნდა შეძლო სხვადასხვა მოსაზრებების მოსმენა, გაანალიზება, საკუთარი არგუმენტების დასაბუთება. ჩვენი ფინალური დავალება შედგებოდა სამი პროექტისგან: სახლის უსაფრთხოების სისტემა, შლაგბაუმის მუშაობა, მზის პანელის მართვა. პრობლემის გააზრების შემდეგ მოსწავლეებმა გაინაწილეს დავალებები, შეადგინეს მუშაობის გეგმა, ზოგი მუშაობდა წრედის აწყობაზე, ზოგიც პროგრამულ უზრუნველყოფაზე. დროის ოპტიმალურად გამოყენებისთვის აუცილებელია შეგეძლოს სწორად გადაანაწილო პასუხისმგებლობები.

ყოველი პროექტის განხორციელებისთვის რამდენიმე გზა არსებობს, უნდა აირჩიო მიღწევადი, სასურველი და ეცადო იყო ორიგინალური. STEM მიმართულება ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს უკავშირდება, იმისათვის, რომ შენი პროექტი, ხედვა იყოს ღირებული და გამორჩეული, აუცილებელია იფიქრო რაციონალურად და თავისუფლად, არ შეგეშინდეს, რომ ცდები და აუცილებლად გაუზიარე შენი იდეები გუნდის წევრებს.

იმისათვის, რომ დავალება კარგად შეასრულო, საჭიროა სწორად გაიაზრო პირობა. ოლიმპიადებზე თუ გამოცდებზე, ზედმეტი სიჩქარისა და ნერვიულობის გამო, ხშირად არასრულად ვეცნობით დავალების პირობასა და მოთხოვნებს. არასწორად გააზრებულ პირობას კი ცუდად შესრულებული დავალება მოჰყვება. ამიტომ, ეცადე, მშვიდად გაიაზრო მოცემულობა, არ მოგერიდოს კითხვების დასმა, აზრების მიმოცვლითა და კითხვებით აუცილებლად მიაღწევ სასურველ შედეგს.

კრეატიულ აზროვნებასთან ერთად საჭიროა, შეგეძლოს მოვლენებისა და მოსაზრებების კრიტიკულად შეფასება, მხოლოდ ასე შეძლებ ხარვეზების პოვნასა და გამოსწორებას. ჩვენი გუნდის მიერ შესრულებული პროექტის განხილვის დროს ზოგიერთი სქემა ხარვეზებით მუშაობდა, მეორე დღეს შევხვდით, ვისაუბრეთ და აღმოვაჩინეთ ამ ხარვეზების მიზეზები. ზომიერი კრიტიკა და ზოგჯერ თეორიის ეჭვქვეშ დაყენება გეხმარება განვითარებაში.


მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ურთიერთკავშირი გეხმარება სამყაროს მრავალმხრივი ბუნების აღქმაში. გარდა ცალკეულ საგნებში ფაქტებისა და თეორიის სწავლისა, აუცილებელია, შეძლო დაგროვილი ცოდნის სინთეზი და ისე მიუდგე პრობლემას, სხვანაირად ვერ შეძლებ ნასწავლი მასალის პრაქტიკაში გამოყენებას, STEM ოლიმპიადაში წარმატებისთვის კი აუცილებელია შეგეძლოს შენ მიერ დაგროვილი ცოდნით რაღაც პრაქტიკულის და ხელშესახების შექმნა.

ასე რომ, გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების, გაითვალისწინე რჩევები, თვალი ადევნე სიახლეებს და არ გამოგრჩეს STEM ოლიმპიადის შემდეგი სეზონი.
აღნიშნული პროექტი სიცოცხლის ხის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი მიმართულებებით მუშაობს, როგორებიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026
ყოველი დიდი აღმოჩენა, წარმატებული პროექტი თუ ტექნოლოგიური გარღვევა ოდესღაც ერთი იდეით დაიწყო. თუმცა, იდეას სჭირდება სივრცე და რესურსები, რომ რეალობად იქცეს. სწორედ ასეთი გარემოს შექმნაა საქართველოს ბანკის იდეათეკის პროექტის მთავარი მიზანი, რომელიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ათასობით მოსწავლეს განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. იდეათეკების რუკას გორის №3 საჯარო სკოლა დაემატა – რიგით 27-ე საგანმანათლებლო სივრცე კიდევ 1140-ზე
2 წუთი წასაკითხად
19 თებ. 2026
აღმოაჩინეთ STEM სკოლის უნიკალური პროგრამა, რომელიც მოგამზადებთ მომავლის პროფესიებისთვის. გაიგეთ, როგორ მიმდინარეობს სწავლა ონლაინ და მიიღეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია.
2 წუთი წასაკითხად
18 თებ. 2026
სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემული ფორმულის პრაქტიკაში გაცოცხლება ის მომენტია, რომელიც მოსწავლეს აღმოაჩენინებს, რომ მეცნიერება მხოლოდ აბსტრაქტული ცნებების კრებული არ არის. სწორედ ამ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული STEM სკოლა, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, დაინტერესებულ მოსწავლეებს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პრაქტიკული გამოყენების გზები აჩვენოს. პროექტი VII-XI კლასის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ უნიკალურ
2 წუთი წასაკითხად
18 თებ. 2026
ციფრულ ეპოქაში უმცროს თაობასთან ეფექტური დიალოგის წამოწყება მათი ავტონომიის აღიარებითა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობით იწყება. ასე, მოზარდების სწრაფ ზრდასა და განვითარებასთან ფეხის აწყობაც უფრო მარტივი ხდება. sCool Card სწორედ ის ხელსაწყოა, რომელიც ამ პროცესში მშობელს ყველაზე მეტად დაეხმარება. sCool Card-ის გამოყენებით მოზარდს დამოუკიდებლად შეუძლია განკარგოს მისთვის გამოყოფილი ფული, დააგროვოს სქულები, ისარგებლოს შეთავაზებებით და შეაგროვოს თანხა. თუ
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026