2 წუთი წასაკითხად
900-მდე დასახელების წიგნით და სპეციალურად მოსწავლეებისთვის შერჩეული თანამედროვე ლიტერატურით სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლაში იდეათეკა გავხსენით
16 ივნ. 2022
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
აღმოაჩინეთ, როგორ გარდაქმნის საქართველოს ბანკის ახალი იდეათეკა ნაბეღლავის სკოლას. წვდომა 900-მდე წიგნზე, ტექნოლოგიებსა და განვითარების შესაძლებლობებზე მოსწავლეებისთვის.
16 ივნ. 2022
2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერის ფარგლებში იდეათეკების პროექტის განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. მორიგი იდეათეკა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლაში გაიხსნა. ამიერიდან მოსწავლეები შეძლებენ ისარგებლონ იდეათეკაში განთავსებული, ფორმალური და არაფორმალური განათლებისთვის საჭირო 900-მდე დასახელების წიგნით, სპეციალურად მოსწავლეებისთვის შერჩეული თანამედროვე ლიტერატურით, ინტერნეტით, პროექტორით, კომპიუტერებით და ა.შ.
„კიდევ ერთი იდეათეკა გავხსენით დღეს და მიხარია, რომ წარმატებით ვახორციელებთ იმ მიზანს, რომელიც პროექტის დასაწყისში დავისახეთ. ეს მიზანი იყო, ხელი შეგვეწყო რეგიონების საჯარო სკოლებისთვის, რათა მოსწავლეებს ჰქონოდათ ყველა ის საჭირო საგანმანათლებლო რესურსი, რაც აუცილებელია მათი განვითარებისთვის, პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისთვის. სასიამოვნოა იმის გააზრება რომ უკვე 7 რეგიონის 11 სკოლაში მოსწავლეებს აქვთ სივრცე, სადაც შეძლებენ იკითხონ, ისწავლონ, განვითარდნენ, ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი ცოდნა. პედაგოგებს კი აქვთ შესაძლებლობა, საგაკვეთილო პროცესი კიდევ უფრო საინტერესო გახადონ ახალგაზრდებისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ გურიის რეგიონში ეს უკვე მესამე იდეათეკაა, რომელიც მჯერა, რომ იქცევა რეგიონის, ქალაქის საინტერესო ღონისძიებების ჩატარების ადგილად და მოხარული ვარ, რომ ამ ყველაფერში ჩვენი მოკრძალებული წვლილიცაა“,– განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
იდეათეკა ბანკისა და მისი პარტნიორი კომპანიის „ნაბეღლავის“, ასევე, „ქართული წიგნის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით გაიხსნა.
ინფორმაციისთვის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „იდეათეკების“ პროექტს უკვე მესამე წელია ხორციელდება. ამ დროის მანძილზე 6,000-ზე მეტ მოსწავლეს მიეცა წვდომა თვითგანვითარებისთვის საჭირო ისეთ რესურსებზე, როგორიცაა: ინტერნეტი, კომპიუტერები, პროექტორები, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა თუ სხვა შემეცნებითი ხელსაწყოები.
ამ ეტაპზე იდეათეკები გახსნილია: გორის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფლებში დიცში, ხურვალეთში, ზემო ნიქოზში, ასევე, სოფელ დუისში, თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის #1 საჯარო სკოლაში, თბილისის 146-ე, ამბროლაურის #1 და ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლაში, ახალქალაქის მე-3 სკოლაში, ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლაში და უკვე სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლაშიც.
4 წუთი წასაკითხად
27 ივლ. 2026
არაფერი შეედრება წიგნის სამყაროში დაკარგვას მგზავრობისას, ჰამაკში ნებივრობისას, თუ ზღვის სანაპიროზე, ჩრდილქვეშ ჯდომის დროს. დასვენებასთან, ახალი ადგილების და გამოცდილებების შეცნობასთან და მოგონებების დაგროვებასთან ერთად, მხატვრულ სამყაროში მოგზაურობის გარეშე, ზაფხული ზაფხული არ არის. საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია. ახალი ლიტერატურული ტერიტორიების დალაშქვრისას შენ გვერდში რომ გვიგულო, ამ ბლოგში ისეთი წიგნები შეგირჩიეთ, რომლებში დაკარგვაც ერთი დიდი თავგადასავალია.
2 წუთი წასაკითხად
13 ივლ. 2026
აღმოაჩინე ფოთის 80-წლიანი საჭადრაკო ისტორია, ლეგენდარული ნანა ალექსანდრიას კარიერა და როგორ აგრძელებს ახალი თაობა ამ მდიდარ ტრადიციას.
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026
კახეთის რეგიონი 47 ტონა ელექტრონარჩენისგან გათავისუფლდა. გაიგე, როგორ ჩაიარა „ვეისთლესის“ ეკო-ფესტივალმა და რა წვლილი შეიტანეს სკოლებმა.
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
თუ ზუგდიდში მოგზაურობას გეგმავ, დადიანების სასახლე იმ ადგილების სიაშია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო. თუმცა, მისი ღირებულება მხოლოდ გამორჩეული არქიტექტურით არ განისაზღვრება – ამ კედლებში ინახება ისტორიები, რომლებმაც ის განათლებისა და კულტურის ცენტრად აქცია. ამიტომ, გიორგი მოსიძესთან ერთად, სამ ნაკლებად ცნობილ ამბავს მოგიყვებით, რომელიც სასახლის მემკვიდრეობას სულ სხვა თვალით დაგანახებს. 1. ევროპასთან დიალოგი სამეგრელოდან სასახლის ისტორიული
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026