2 წუთი წასაკითხად
იდეათეკის თარო სულაკაურში: აღმოაჩინე ახალი წიგნები!
19 სექ. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკის იდეათეკა სულაკაურის წიგნის მაღაზიებშია! იპოვე რეკომენდებული ლიტერატურა, მიიღე ფასდაკლებები და გაიგე, როგორ უჭერს მხარს ბანკი განათლებას.
19 სექ. 2023
2 წუთი წასაკითხად
თუკი წიგნები გიყვარს და სხვა ადამიანების რეკომენდაციებსაც სიამოვნებით იღებ ხოლმე, შენთვის საინტერესო ამბავი გვაქვს — სულ მალე, სულაკაურის წიგნის მაღაზიებში იდეათეკის თაროები დაგხვდება. საქართველოს ბანკმა თავისი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში მორიგი თანამშრომლობა წამოიწყო და გადაწყვიტა, წიგნთან დამეგობრების საშუალება კიდევ უფრო მეტი ადამიანისათვის მიეცა.
პროექტი იდეათეკა საქართველოს ბანკმა 2019 წელს წამოიწყო. მისი მიზანი იყო, რეგიონებში, განსაკუთრებით კი მაღალმთიან რაიონებსა და საოკუპაციო ხაზთან მდებარე დასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ხელი შეეწყო და შეექმნა განათლების შესაძლებლობა. შედეგად, პროექტმა დღესდღეობით უკვე მოიცვა 6 რეგიონი და 16 სკოლა. ამ სასწავლებლებში თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მრავალფეროვანი ლიტერატურით აღჭურვილი მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეები მოეწყო. მოსწავლეები სივრცეს აქტიურად იყენებენ სწავლის პროცესში, ამასთან, იდეათეკა მათ კლასგარეშე აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების საშუალებასაც აძლევს. ამდენად, გარდა იმისა, რომ იდეათეკამ მათ გაუადვილა წვდომა ინტერნეტზე, კომპიუტერზე, პროექტორსა თუ სხვა საჭირო რესურსებზე, ასევე შექმნა სივრცე შეხვედრებისთვის, დისკუსიებისა და პროფესიული ცხოვრების დაგეგმვისთვის. ამ შესაძლებლობით დღეს უკვე 7 ათასამდე ახალგაზრდა სარგებლობს.
ახლა კი, იდეათეკის თარო უკვე სულაკაურის წიგნის მაღაზიებშიც გამოჩნდება. თაროებზე ყოველკვირეულად განთავსდება საინტერესო ადამიანების რეკომენდებული საკითხავი. ამასთან, წარმოდგენილ წიგნებზე პერიოდულად იმოქმედებს ფასდაკლება და განსაკუთრებული შეთავაზებები, რათა ლიტერატურა ყველა მსურველისათვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს.
ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ბანკის ბლოგზე დროდადრო ასევე შეხვდები საინტერესო რეკომენდაციებსა და რჩევებს.
იდეათეკა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია. ბანკი, რომლისთვისაც განათლების ხელმისაწვდომობა ყოველთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო და არის, არაერთ მასშტაბურ ინიციატივას ახორციელებს ამ მიზნით. მათ შორისაა სტიპენდიები (ჩივნინგის, ფულბრაიტის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის), ასევე უფასო განათლების უზრუნველყოფა სკოლის მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტებით საქართველოს ბანკმა სწავლის შესაძლებლობა დღემდე უკვე 100 ათასზე მეტ ახალგაზრდას შეუქმნა.
სამომავლოდ კი, ბანკი, რასაკვირველია, ამ პროექტების განხორციელებასაც განაგრძობს და ქმნის სხვა შესაძლებლობებსაც ახალგაზრდებისთვის ფორმალურ თუ არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.
2 წუთი წასაკითხად
5 აგვ. 2026
ქართულ ლიტერატურას განსაკუთრებული ძალა აქვს, საუკუნეების განმავლობაში ის ჩვენი ისტორიის, კულტურის, ხასიათისა და ღირებულებების მატარებელია. კლასიკიდან თანამედროვე ავტორებამდე, ქართველ მწერლებს შეუძლიათ ერთდროულად გაგაცინონ, დაგაფიქრონ, შეგაყვარონ გმირები და სრულიად სხვა თვალით დაგანახონ საკუთარი თავიც და სამყაროც
4 წუთი წასაკითხად
27 ივლ. 2026
ეძებ წიგნებს ზაფხულის დასვენებისთვის? აღმოაჩინე 9 რეკომენდაცია, კლასიკური ეპოსებიდან დაწყებული, თანამედროვე ბესტსელერებით დამთავრებული. ჩაეშვი თავგადასავლებში.
2 წუთი წასაკითხად
13 ივლ. 2026
აღმოაჩინე ფოთის 80-წლიანი საჭადრაკო ისტორია, ლეგენდარული ნანა ალექსანდრიას კარიერა და როგორ აგრძელებს ახალი თაობა ამ მდიდარ ტრადიციას.
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026
კახეთის რეგიონი 47 ტონა ელექტრონარჩენისგან გათავისუფლდა. გაიგე, როგორ ჩაიარა „ვეისთლესის“ ეკო-ფესტივალმა და რა წვლილი შეიტანეს სკოლებმა.
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026