2 წუთი წასაკითხად
არჩილ გაჩჩილაძე- საქართველოს ბანკის ინიციატივით, სოფელ მუხრანში 900 მოსწავლისთვის ახალი იდეათეკა გაიხსნა
5 ოქტ. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
5 ოქტ. 2023
2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას აქტიურად განაგრძობს. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას კი სკოლის მოსწავლეებში მომავლის პროფესიებისა და ზუსტი თუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებისადმი ინტერესის გაღრმავებას უთმობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი რეგიონის სკოლებში იდეათეკის პროექტს ახორციელებს.
საქართველოს ბანკის იდეათეკა ეს არის მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც მაღალმთიან, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ და საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს აძლევს წვდომას შემეცნებისთვის საჭირო ყველა თანამედროვე რესურსზე – მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებზე, კომპიუტერებსა და პროექტორებზე. ამასთან, იდეათეკაში არსებული STEM-ის კუთხე მოსწავლეებს STEM (მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების) მიმართულებით საბაზისო განათლების მიღების შესაძლებლობით უზრუნველყოფს.
სწორედ ამ მიზნით, წელს საქართველოს ბანკმა სოფელ მუხრანში მდებარე ნიკო ბურის სახელობის სოფელ მუხრანის საჯარო სკოლაში რიგით მე-17 იდეათეკა გახსნა, რომელიც 900 ბავშვისთვის შექმნის ახალი აღმოჩენებისა და შემეცნების შესაძლებლობებს.
„საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება განათლებაა. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას მივცეთ წვდომა ხარისხიან განათლებაზე, თვითგანვითარებისა და შემეცნებისთვის საჭირო ინსტრუმენტზე, რაც ხელს შეუწყობს მათში ზოგადი განათლებისა და STEM მეცნიერებების მიმართ ინტერესის როგორც ჩამოყალიბებას, ასევე გაღრმავებას. ჩვენ კარგად გვესმის, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობის კონტექსტში, განსაკუთრებით მოწყვლადი მაღალმთიანი, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებია. ამიტომ, მიზნად დავისახეთ სწორედ ასეთ სოფლებში მცხოვრები სკოლის მოსწავლეებისთვის შეგვექმნა საკუთარი პოტენციალის არა მხოლოდ გამოვლენის, არამედ მისი მაქსიმალურად ათვისების შესაძლებლობა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკეთეს მომავალს განათლება ქმნის. ამიტომ, საქართველოს ბანკი არ ჩერდება და აქტიურად აგრძელებს საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას“, – აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის იდეათეკების პროექტი ქართული წიგნის ინსტიტუტთან პარტნიორობით ხორციელდება. თანამშრომლობის ფარგლებში, დღეს იდეათეკები საქართველოს 6 რეგიონის 16 სკოლაში უკვე ფუნქციონირებს. რაც ნიშნავს იმას, რომ ბანკმა 7000-ზე მეტი მოსწავლისთვის შექმნა განათლებისა და თვითგანვითარების შესაძლებლობა.
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026
კახეთის რეგიონი 47 ტონა ელექტრონარჩენისგან გათავისუფლდა. გაიგე, როგორ ჩაიარა „ვეისთლესის“ ეკო-ფესტივალმა და რა წვლილი შეიტანეს სკოლებმა.
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
თუ ზუგდიდში მოგზაურობას გეგმავ, დადიანების სასახლე იმ ადგილების სიაშია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო. თუმცა, მისი ღირებულება მხოლოდ გამორჩეული არქიტექტურით არ განისაზღვრება – ამ კედლებში ინახება ისტორიები, რომლებმაც ის განათლებისა და კულტურის ცენტრად აქცია. ამიტომ, გიორგი მოსიძესთან ერთად, სამ ნაკლებად ცნობილ ამბავს მოგიყვებით, რომელიც სასახლის მემკვიდრეობას სულ სხვა თვალით დაგანახებს. 1. ევროპასთან დიალოგი სამეგრელოდან სასახლის ისტორიული
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
აღმოაჩინე, რომელმა წიგნებმა იქონია გავლენა დათო ტურაშვილზე. გაიგე მისი რეკომენდაციები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე და წიგნებზე, რომლებიც დროს უსწრებენ.
2 წუთი წასაკითხად
1 ივნ. 2026
გაიცანი დიანა ლომაია, 11-გზის ჩემპიონი. აღმოაჩინე მისი ისტორია, ბრძოლა ტიტულისთვის და როგორ უჭერს მხარს საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბს.
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026
2 წუთი წასაკითხად
1 ივნ. 2026