1 წუთი წასაკითხად
არჩილ გაჩეჩილაძე - მორიგი იდეათეკა დაბა ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლის 600- ზე მეტი მოსწავლისთვის გაიხსნა
10 ივნ. 2022
1 წუთი წასაკითხად
1 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკის მე-10 იდეათეკა ჩოხატაურში გაიხსნა! გაიგეთ, როგორ უზრუნველყოფს ეს სივრცე 600+ მოსწავლეს თანამედროვე რესურსებით, აძლიერებს განათლებას რეგიონში.
10 ივნ. 2022
1 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკი რეგიონებში ფორმალური და არაფორმალური განათლების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამიერიდან ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლაში 600-ზე მეტ მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს ისეთი საგანმანათლებლო და შემეცნებით რესურსებით როგორიცაა: მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა, კომპიუტერები, პროექტორები და სხვ.
„მოხარული ვართ, რომ მორიგი, რიგით მე-10 იდეათეკა ამჯერად ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლაში გავხსენით. იდეათეკის პროექტი სამი წლის წინ დავიწყეთ იმ იდეით რომ ხელი შეგვეწყო განათლებისთვის მაღალმთიან, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებსა და საზღვრისპირა სოფლებში. გვინდოდა ახალგაზრდებს ჰქონოდათ წვდომა თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებზე. შედეგად, უკვე 6,000-ზე მეტი მოსწავლე აქტიურად იყენებს იდეათეკის სივრცეებს გორის სოფლებში დიცში, ხურვალეთში, ზემო ნიქოზში, დუისში, ფოთში, ამბროლაურში, ახალქალაქში, ოზურგეთში, თბილისში. მათ აქვთ წვდომა იდეათეკაში განთავსებულ რესურსებზე: ინტერნეტზე, კომპიუტერებზე, პროექტორზე, მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე და სხვა შემეცნებითი ხელსაწყოებზე. ჩვენი მიზანია, მსგავსი პროექტებითა და ინიციატივებით, საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას შევუწყოთ ხელი განვითარებაში, საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენაში და ათვისებაში“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
პროექტ „იდეათეკის“ მიზანს წარმოადგენს რეგიონების საჯარო სკოლებში თანამედროვე რესურსებზე წვდომის გაზრდით ხელი შეუწყოს ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას. შექმნას სივრცე, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონში სადაც მოსწავლეები და მასწავლებლები შეძლებენ როგორც გაკვეთილების უფრო საინტერესო ფორმატში ჩატარებას, ასევე ჯგუფური პრეზენტაციების, ონლაინ თუ ფიზიკური შეხვედრების თუ სხვა საინტერესო ღონისძიებების ორგანიზებას.
საქართველოს ბანკისა და „ქართული წიგნის ინსტიტუტის“ პარტნიორობით უკვე მე-10 იდეათეკა გაიხსნა. პროექტის განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეიტანა საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიამ „მეღვინეობა ხარებამ“.
4 წუთი წასაკითხად
27 ივლ. 2026
არაფერი შეედრება წიგნის სამყაროში დაკარგვას მგზავრობისას, ჰამაკში ნებივრობისას, თუ ზღვის სანაპიროზე, ჩრდილქვეშ ჯდომის დროს. დასვენებასთან, ახალი ადგილების და გამოცდილებების შეცნობასთან და მოგონებების დაგროვებასთან ერთად, მხატვრულ სამყაროში მოგზაურობის გარეშე, ზაფხული ზაფხული არ არის. საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია. ახალი ლიტერატურული ტერიტორიების დალაშქვრისას შენ გვერდში რომ გვიგულო, ამ ბლოგში ისეთი წიგნები შეგირჩიეთ, რომლებში დაკარგვაც ერთი დიდი თავგადასავალია.
2 წუთი წასაკითხად
13 ივლ. 2026
აღმოაჩინე ფოთის 80-წლიანი საჭადრაკო ისტორია, ლეგენდარული ნანა ალექსანდრიას კარიერა და როგორ აგრძელებს ახალი თაობა ამ მდიდარ ტრადიციას.
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026
კახეთის რეგიონი 47 ტონა ელექტრონარჩენისგან გათავისუფლდა. გაიგე, როგორ ჩაიარა „ვეისთლესის“ ეკო-ფესტივალმა და რა წვლილი შეიტანეს სკოლებმა.
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
თუ ზუგდიდში მოგზაურობას გეგმავ, დადიანების სასახლე იმ ადგილების სიაშია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო. თუმცა, მისი ღირებულება მხოლოდ გამორჩეული არქიტექტურით არ განისაზღვრება – ამ კედლებში ინახება ისტორიები, რომლებმაც ის განათლებისა და კულტურის ცენტრად აქცია. ამიტომ, გიორგი მოსიძესთან ერთად, სამ ნაკლებად ცნობილ ამბავს მოგიყვებით, რომელიც სასახლის მემკვიდრეობას სულ სხვა თვალით დაგანახებს. 1. ევროპასთან დიალოგი სამეგრელოდან სასახლის ისტორიული
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026