1 წუთი წასაკითხად
არჩილ გაჩეჩილაძე: საქართველოს ბანკი მოსწავლეებს ახალ სასწავლო სივრცეებს იდეათეკებს სთავაზობს
16 ოქტ. 2020
1 წუთი წასაკითხად
1 წუთი წასაკითხად
აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკისა და ქართული წიგნის ინსტიტუტის ერთობლივი პროექტი - იდეათეკები. გაიგეთ, როგორ ქმნის ბანკი ინოვაციურ სასწავლო სივრცეებს მოსწავლეებისთვის.
16 ოქტ. 2020
1 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. მიმდინარე სასწავლო პროცესის მხარდასაჭერად ბანკი მოსწავლეებს ახალ, საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქიურ სასწავლო სივრცეებს- იდეათეკებს „ქართული წიგნის ინსტიტუტთან“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში სთავაზობს. პროექტის მიზანია, სწავლება კიდევ უფრო საინტერესო და ინტერაქციული გახადოს.
პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 4 საჯარო სკოლაში (ფოთი, თბილისი, დიცი და ხურვალეთი) სრულად აღიჭურვა იდეათეკები. მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველოს ბანკმა შეძლო არაფორმალური განათლებისთვის მისი ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი სივრცეები დისტანციურ რეჟიმში ფუნქციურად კიდევ უფრო მეტად დაეტვირთა.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით და სკოლების ადმინისტრაციების დახმარებით, იდეათეკები უკვე აქტიურ რეჟიმში ფუნქციონირებენ. არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, ბანკი პროექტის პარტნიორებთან ერთად მოსწავლეებს იდეათეკებიდან ონლაინ გაკვეთილებს სთავაზობს, რომელიც საგნების მიხედვით უზრუნველყოფილია შესაბამისი რესურსით. ასევე, მოსწავლეებისთვის საინტერესო სპიკერები ონლაინ შეხვედრებს იდეათეკებიდან გაუძღვებიან. დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართება ონლაინ ლიტერატურული კითხვის დღე, რომლის ფარგლებშიც ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლები იდეათეკების სივრციდან ჩაერთვებიან მოსწავლეების გაერთიანებულ ჯგუფებს და წაიკითხავენ წიგნებს.
“მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მომავალი თაობების განათლებასა და განვითარებაში. პანდემიის პირობებში განათლების ხელშეწყობის მიზნით ჩვენ დავინახეთ შესაძლებლობა, თუ როგორ გამოგვეყენებინა არსებული სივრცე და რესურსები დისტანციურად და მოხარული ვართ, რომ მოსწავლეებს წარვუდგინეთ ახალი სასწავლო სივრცე იდეათეკების სახით. ვფიქრობთ, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდების მრავალმხრივ განვითარებას. განათლების მხარდაჭერა ჩვენთვის ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტად რჩება,“ – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
4 წუთი წასაკითხად
27 ივლ. 2026
არაფერი შეედრება წიგნის სამყაროში დაკარგვას მგზავრობისას, ჰამაკში ნებივრობისას, თუ ზღვის სანაპიროზე, ჩრდილქვეშ ჯდომის დროს. დასვენებასთან, ახალი ადგილების და გამოცდილებების შეცნობასთან და მოგონებების დაგროვებასთან ერთად, მხატვრულ სამყაროში მოგზაურობის გარეშე, ზაფხული ზაფხული არ არის. საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია. ახალი ლიტერატურული ტერიტორიების დალაშქვრისას შენ გვერდში რომ გვიგულო, ამ ბლოგში ისეთი წიგნები შეგირჩიეთ, რომლებში დაკარგვაც ერთი დიდი თავგადასავალია.
2 წუთი წასაკითხად
13 ივლ. 2026
აღმოაჩინე ფოთის 80-წლიანი საჭადრაკო ისტორია, ლეგენდარული ნანა ალექსანდრიას კარიერა და როგორ აგრძელებს ახალი თაობა ამ მდიდარ ტრადიციას.
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026
კახეთის რეგიონი 47 ტონა ელექტრონარჩენისგან გათავისუფლდა. გაიგე, როგორ ჩაიარა „ვეისთლესის“ ეკო-ფესტივალმა და რა წვლილი შეიტანეს სკოლებმა.
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
თუ ზუგდიდში მოგზაურობას გეგმავ, დადიანების სასახლე იმ ადგილების სიაშია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო. თუმცა, მისი ღირებულება მხოლოდ გამორჩეული არქიტექტურით არ განისაზღვრება – ამ კედლებში ინახება ისტორიები, რომლებმაც ის განათლებისა და კულტურის ცენტრად აქცია. ამიტომ, გიორგი მოსიძესთან ერთად, სამ ნაკლებად ცნობილ ამბავს მოგიყვებით, რომელიც სასახლის მემკვიდრეობას სულ სხვა თვალით დაგანახებს. 1. ევროპასთან დიალოგი სამეგრელოდან სასახლის ისტორიული
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026